Skip to main content

საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა- ქცევა როგორც მოსწავლეთა აკადემიური წარმატების საწინდარი და მოტივატორი.

 


 

თამილა თურქია

თბილისის N 24 საჯარო სკოლა

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

 

v  ქცევა როგორც მოსწავლეთა აკადემიური წარმატების საწინდარი და მოტივატორი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                                                       თბილისი 2019

 

 

 

 

მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის # 24 საჯარო სკოლის დირექტორს ბატონ გიორგი კაკაბაძეს, დირექტორის მოადგილეს ეთერ ბროლაძეს, პედაგოგებსა და მოსწავლეებს, რომელთა თანამშრომლობის შედეგად შევძელი ჩამეტარებინა წინამდებარე კვლევა და გავსულიყავი შედეგზე.

 

 

 

 

 

                                                   

 

 

 

 

 

 

სარჩევი

სარჩევი ------------------------------------------------------------------------------------------3

შესავალი .................................................................................................................................................. 4

თემა ...........................................................................................................................................................4

კვლევის მიზნები ....................................................................................................................................4

ლიტერატურის მიმოხილვა ..................................................................................................................7

კვლევის მეთოდოლოგია .......................................................................................................................13

მონაცემთა ანალიზი ...............................................................................................................................17

შეგროვებული მონაცემები ....................................................................................................................18

ინტერვენციის შედეგები .......................................................................................................................24

დასკვნა ......................................................................................................................................................28

რეკომენდაციები ......................................................................................................................................29

ბიბლიოგრაფია .........................................................................................................................................30

დანართები ................................................................................................................................................30

დანართი 1 .................................................................................................................................................32

დანართი 2 .................................................................................................................................................33

დანართი 3 .................................................................................................................................................34

დანართი 4 ..................................................................................................................................................35

დანართი 5 ..................................................................................................................................................36

დანართი 6 ..................................................................................................................................................37

დანართი 7 ..................................................................................................................................................38

დანართი 8 -------------------------------------------------------------------------------------------------39

კვლევის გეგმა .............................................................................................................................................40

კვლევის დღიური ......................................................................................................................................41

 

შესავალი

თემა: „ქცევა როგორც მოსწავლეთა აკადემიური წარმატების საწინდარი და მოტივატორი“.

 

კვლევის მიზნები:

§  ქცევის დარღვევის მქონე მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებასთან დაკავშირებული პრობლემების გამომწვევი მიზეზების კვლევა.

§  იმ ფაქტორების განსაზღვრა რომელიც დადებითად ან უარყოფითად მოქმედებს ქცევაზე და აქედან გამომდინარე მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე.

§  ქცევის პრობლემის მოგვარების იმ გზების დასახვა, მათი პრაქტიკაში დანერგვა და მიღებული შედეგების შეფასება. რომლებიც ქცევასთან ერთად ხელს შეუწყობს  ასეთ მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას.

დაკვირვება სამიზნე ჯგუფზე დავიწყე 2018 წლის დეკემბრიდან. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ამ ჯგუფზე დაკვირვებას თითქმის ყოველწლიურად ვაწარმოებდი 9 წლის განმავლობაში. ჯგუფში აღინიშნებოდა ქცევის დარღვევები, რაც აისახებოდ ხშირი გაცდენებით, მოსწავლეთა მობილობით და ახალ მოსწავლეთა შემომატებით, მშობლის მხრიდან ნაკლებად დაინტერესებით მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების მიმართ, ამას ემატებოდა მოსწავლეთა მოუწესრიგებლობა, რაც სასწავლო ნივთების უქონლობაში მდგომარეობდა და ეს პროცესი დღემდე გრძელდება, არასისტემატური მზაობა საგაკვეთილო პროცესისთვის, ხშირი გაცდენები, გარემო, ერთმანეთის მიბაძვა და არასაკმარისი დაინტერესება - მოტივაცია, რომელიც ასეთ მოსწავლეს პედაგოგმაც უნდა გაუღვივოს თავისი საგნის კარგი ცოდნით. მოსწავლეთა მხრიდან კლასგარეშე ღონისძიებების უგულებელყოფა ან მხოლოდ იმ მოსწავლეეების მხრიდან აქტივობა, რომლებიც არიან წარმატებულნი.

მოსწავლეთა ქცევაზე არსებითად მოქმედებს აგრეთვე მათი სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობაც. ქცევითი პრობლემის მქონე მოსწავლეებში აღინიშნება არასრულფასოვანი ოჯახური მდგომარეობა, როცა მშობლები გაცილებულები არიან, ან საქართველოში არ იმყოფებიან, ანდა დაკავებულნი არიან საკუთარი პრობლემებით და შვილებისთვის არ სცალიათ და არ ინტერესდებიან შვილის წარმატებით თუ წარუმატებლობით.

მოგეხსენებათ, რომ მე-10 კლასის მოსწავლეები საშუალო  საფეხურის პირველ ეტაპს წარმოადგენს, ამიტომ საჭიროა მეტი ინტერესის გამოჩენა საგაკვეთილო პროცესის მიმართ. დროა მოსწავლეებმა გაიაზრონ, რომ ისინი მომავალი აბიტურიენტები არიან და მათი ქცევა, არასერიოზული დამოკიდებულება სასწავლო პროცესის მიმართ სასურველ შედეგს არ მოუტანთ. ყველაფერი ეს უარყოფითად აისახება მათ აკადემიურ მოსწრებაზე, ისინი არამარტო თავიანთ თავს უშლიან ხელს, არამედ  თანაკლასელებსაც.

სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასა და გაუარესებაზე შეგვიძლია იმ კომპონენტებით ვიმსჯელოთ როგორიცაა ქცევა, მოტივაცია-დაინტერესება და მზაობა საგაკვეთილო პროცესის მიმართ.

მკვლევარის, ანუ ჩემი, როგორც მასწავლებლის კომპეტენციიდან გამომდინარე ცნობილი იყო, რომ პრობლემა ამ სამი კომპონენტის ერთმანეთის მიმართ არაჰარმონიულ დამოკიდებულებაში მდგომარეობდა, რაც უარყოფითად აისახებოდა მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზე.

დასკვნა გაკეთდა იმის საფუძველზე, რომ ზოგიერთმა მოსწავლემ რამოდენიმე საგანში სემესტრის ბოლოს მიიღო არადამაკმაყოფილებელი შეფასება. ეს უპირველეს ყოვლისა გამოწვეული იყო მათი ქცევის დარღვევით, სახელდობრ გაკვეთილებზე სისტემატური დაგვიანებით, მოუმზადებლობითა და არასისტემატურობით, გაცდენებით, სკოლის შინაგანაწესის დარღვევით, რაც ზოგიერთ მათგანს ყოველივე ეს ერთგვარ გართობად მიაჩნდა. ხშირმა უმიზეზო გაცდენებმა გამოიწვია აკადემიური ჩამორჩენა, ვინაიდან თითოეული საგაკვეთილო თემა ერთმანეთთან ჯაჭვური სისტემით არის დაკავშირებული და რომელიმე რგოლის გამოტოვება იწვევს სიძნელეებს მასალის ათვისებისას. ეს კი თავისთავად მიზეზია საგნისადმი ინტერესის დაქვეითების და სწავლის პროცესის შენელების, რასაც საკითხის არასიღრმისეულ წვდომამდე  და ჩამორჩენამდე მივყავართ.

მოსწავლე წარმატებული რომ იყოს საჭიროა მტკიცედ შეიკრას ის სამკუთხედი რასაც მოსწავლე, მასწავლებელი და მშობელი ჰქვია. სამკუთხედის ერთერთი გვერდის დარღვევა იწვევს სწავლა-სწავლების პროცესთან დაკავშირებულ პრობლემას. პედაგოგი ვალდებულია დაგეგმოს, ორგანიზება გაუკეთოს საგაკვეთილო პროცესს, მაქსიმალურად დააინტერესოს მოსწავლე, ე.ი. გაუღვოვოს მოტივაცია სხვადასხვა ხერხებისა და მეთოდების გამოყენებით. მოსწავლე დაიტერესებული უნდა იყოს ცოდნის შეძენით, გაკვეთილზე გამოცხადდეს მოწესრიგებულად და დროულად. მშობელი უნდა ინტერესდებოდეს შვილის მიღწევებით, პერიოდულად ჰქონდეს კომუნიკაცია პედაგოგებთან, ვინაიდან მშობლელთა მხრიდან სასწავლო პროცესისადმი და მოსწავლის ქცევისადმი პასიური ინტერესი მოსწავლეებში იწვევს სწავლისადმი ინტერესის დაკარგვას,ჩამორჩენას და ქცევის გაუარესებას.

მოსწავლის ქცევა პირდაპირპროპორციულია მის წარმატებასთან. ეს ნიშნავს, რომ თუ გავაუმჯობესებთ ქცევას, გაუმჯობესდება აკადემიური მოსწრებაც. იშვიათია შემთხვევა როცა ქცევითი დარღვევების მქონე მოსწავლეები იყვნენ წარმატებულნი. ასეთი ბავშვები ის ერთეულებია, რომლებსაც განსაკუთრებული ნიჭი გააჩნიათ. ზოგადად მოსწავლის ქცევა განაპირობებს მის აკადემიურ წარმატებას.

საკუთარი პედადოგიური პრაქტიკის კვლევამ მკვლევარს ხელი უნდა შეუწყოს პროფესიულ განვითარებაში, სწავლა-სწავლების ხარისხისა და მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებაში. კვლევა სასარგებლო უნდა იყოს როგორც მკვლევარისთვის, ასევე კოლეგებისთვის, დაეხმაროს მათ პრობლემის გადაჭრის ახლებური გზების ძიებასა და დანერგვაში, გამოცდილების გაზიარებაში, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია მოსწავლეთათვის, მათი სასწავლო პროცესის მიმართ დამოკიდებულების შეცვლისა და პროგრესისათვის.

ამრიგად გადაწყდა ქცევის დარღვევის მქონე მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებასთან დაკავშირებული  პრობლემების მიზეზების კვლევა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ლიტერატურის მიმოხილვა.

 

კვლევა ზოგადად არის ახალი ცოდნის ძიება, მისი დოკუმენტირება და გამოქვეყნება, ხოლო პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა არის პედაგოგის პირად პრაქტიკაში არსებული პრობლემების გამოვლენა და გადაჭრა, პროფესიონალიზმის გაუმჯობესება და საკუთარი მიღზევების კოლეგებთან გაზიარება.

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა ეყრდნობა პედაგოგის გამოცდილებას, მის ინდივიდუალურ შესაძლებლობას. პედაგოგი ქმნის კვლევის გეგმას, ხდება გეგმის გააზრება, ხორციელდება დაკვირვება გარემოს შეცვლითა და მისაღები შედეგის მოლოდინით. პედპრაქტიკის კვლევა მთავრდება აღმოჩენით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ მკვლევარი მასწავლებელი პედაგოგიური საქმიანობის დროს ახდენს წამოჭრილი პრობლემის იდენტიფიცირებას, მისი გადჭრის გზების ძიებას და ახალი ინოვაციური იდეებისა და სტრატეგიების ძიებას პრაქტიკაში დასანერგად. (მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის გზამკვლევი, 2014: 130:142).

კვლევის პროცესის პირველი ნაბიჯია თეზის ფორმულირება. ჩემი კვლევის შემთხვევაში კი იმის დადგენა თუ რისი ბრალია მოსწავლეთა ქცევის დარღვევა და აქედან გამომდინარე მათი აკადემიური წარუმატებლობა, რაც წარმოადგენს კვლევის მიზანსა და მის საფუძველს. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი კვლევა ეხება ქცევის დარღვევით გამოწვეულ აკადემიური მოსწრების გაუარესებასა და მოტივაციის დაქვეითებას მიმოვიხილავ ამ თემის გარშემო არსებულ ლიტერატურას.

ქცევა და მოტივაცია სწავლების ის მთავარი კომპონენტებია, რომლებიც საშუალებას აძლევს მოსწავლეს მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში, უკეთ ჩასწვდნენ შესასწავლ მასალას და იყვნენ წარმატებულნი.

ამ მიმართულებით გავეცანი საქართველოსა და  საზღვარგარეთის წამყვანი ქვეყნების გამოცდილებას.

ადამიანის განვითარების სხვადასხვა საფეხურის თავისებურებების შესასწავლად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქცევის შესწავლას, ვინაიდან სწორედ ქცევის ფორმა ანიჭებს ყოველ ასაკობრივ საფეხურს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ ელფერს.

დ. უზნაძის აზრით ქცევა არის აქტივობა და ნიშნავს სუბიექტის გარემოსთან, გარე სინამდვილესთან ურთიერთობას. ქცევა განისაზღვრება მოთხოვნილებით და იმ საგნით, რომელმაც ეს მოთხოვნილება უნდა დააკმაყოფილოს. მაგრამ საგანი არ განსაზღვრავს ქცევის აქტს. უზნაძე ამბობს, რომ ქცევა არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელის გარკვეული მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად მიმართავს გარე საგნობრივ სინამდვილეს. გარემო უშუალოდ მოქმედებს მასზე და იმ საგნის შესატყვისი მოქმედებისკენ განაწყობს, რომელმაც ეს მოთხოვნილება უნდა დააკმაყოფილოს. როდესაც ის იმპულსებს იღებს გარედან (საგნიდან) განსაზღვრული განწყობით , მაგრამ როდესაც ორგანიზმს არ აქვს რაიმე საგნობრივი, პრაქტიკული მოთხოვნილება, ის პასიურ, უმოქმედო მდგომარეობაში კი არ არის, არამედ მას თავად აქტივობის მოთხოვნილებაც აქვს, რომელიც ცოცხალ ორგანიზმს უჩნდება მაშინ, როცა მისი ძალები უმოქმედო რჩება, ის აღარ არის იძულებული გარკვეული პრაქტიკული მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ამოქმედდეს ამ შემთხვევაში ქცევა გარედან არ არის განსაზღვრული, არამედ შინაგანი იმპულსიდან გამომდინარეობს და იმ განწყობით წარიმართება, რომელიც გარკვეული სახით სუბიექტის გამოცდილებიდან მომდინარეობს. ეს ქცევა თავისუფალია გარე იძულებისგან, ის ორგანიზმის შიგნიდან წარმოიშობა.

 დ. უზნაძე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დისციპლინასაც, როგორც ნებისყოფის განვითარების პირობის პრობლემას, რომელსაც  პიროვნების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან ადგილ უკავია. თუმცა აღნისნავდა, რომ ძლიერი ნებისყოფა შეიძლება გახდეს დამანგრეველი ძალა, მაგრამ შეიძლება გახდეს შემოქმედების საუძველიც, თუკი ის დაკავშირებული იქნება ადამიანის ძირითად ღირებულებებთან. ნებისყოფის განვითარება მოითხოვს მის მუდმივ განვითარებას, ხოლო სკოლა ამის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს.

აშშ-ს ფედერალური კანონი ( 2001,2002 წლის დადგენილება „არცერთი ჩამორჩენილი მოსწავლე“) მიმართულია ყველა მოსწავლის აკადემიური მოსწრების გასაუმჯობესებლად რაც მთავარი პრიორიტეტია აშშ-ს ყველა საჯარო სკოლისთვის. ხაზი ესმევა იმ კონსტრუქციებსა და მოქმედებათა მიმართულებებს, რომლებსაც გააჩნიათ დაბალი აკადემიური მოსწრება, თუმცა პედაგოგის გულისხმიერი მცდელობა მიაღწიონ ყველა მოსწავლეში მაღალ აკადემიურ მოსწრებას, ხშირად ეჯახება სხვა ფაქტორებს, რომლებიც ამ პროცესის  მაკომპრომეტირებელია.  მაგალითად ზოგიერთ მოსწავლეს გააჩნია უკიდურესად მძიმე აკადემიური მაჩვენებლები, რომლებიც არ არის ადვილად დაძლევადი. სხვებს გამომწვევი საქციელი ახასიათებთ, რაც ხელს უშლის სწავლა-სწავლების პროცესს. ორივე ეს პრობლემა მძიმედ აისახება ამ ახალგაზრდების სასკოლო და ცხოვრებისეულ შედეგებზე.

ამ გამოწვევების წინააღმდეგ ზომების მისაღებად და NCLB- ის -No child left behind (არცერთი ჩამორჩენილი მოსწავლე) მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად, ბევრმა სკოლამ ჩამოაყალიბა მრავალჯერ გამოცდილი სისტემა, როგორც აკადემიური პრობლემის, ასევე ქცევის დარღვევის მქონე მოსწავლეების მიმართ. ეს სისტემა ხშირად გამოიყენება, როგორც აკადემიური სფეროს ფარგლებში ინტერვენციის სტრუქტურაზე საპასუხო რეაქცია, როგორც ქცევის პოზიტიური ინტერვენცია და მხარდაჭერა ქცევის ფარგლებში. თუმცა ასეთი სისტემების გამოყენება ხშირად ხდება, მაგრამ ეს არ იძლევა მათი ერთმანეთთან დაკავშირების ტენდენციას.  კვლევამ აგრეთვე გვიჩვენა, რომ აკადემიური პრობლემის მქონე მოსწავლეებს ქცევის დარღვევაც გააჩნიათ და პირიქით.

აკადემიურ და ქცევით პრობლემებს შორის კავშირი წარმოადგენს დიდი ხნის საყოველთაოდ ცნობილ ფენომენს. ამ ურთიერთკავშირის კვლევა ხორციელდებოდა იმ მოსწავლეებზე დაკვირვებით, რომლებსაც ემოციური დარღვევები და სწავლასთან დაკავშირებული პრობლემები გააჩნიათ. დადებული შედეგების საუძველზე დადგინდა, რომ დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებს გააჩნიათ დიდი სოციალურ-ემოციური და ქცევითი პრობლემები. ამერიკის შეერთებული შტატების  სოუვას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის კრიმინალური სამართლისა  და ძალადობის კვლევის ცენტრის ფილიალის ფაკულტეტის კოორდინატორი  დელისის  და სეინთ ლუის უნივერსიტეტის სოციალური პრობლემების სკოლის ფილოსოფიის დოქტორის, პროფესორის ვაუნის თეორიის - “ტემპერამენტზე დაფუძნებული ანტისაზოგადოებრივი საქციელისა და კრიმინალური სამართლის სისტემის მხარდაჭერის თეორიის საფუძვლები“  თანახმად, მოსწავლეთა ქცევაზე გავლენას ახდენს მათი ტემპერამენტიც, რომელიც შეიცავს სტაბილურ თანდაყოლილ ტენდენციას, რომლის მეშვეობითაც პიროვნება შეიცნობს გარემოს და ახდენს საპასუხო რეაქციას (ვაუნი, დელისი და მატო, 2014 :106). ტემპერამენტის კომპონენტები შეიცავს ძალისმიერ კონტროლს, რაც მდგომარეობს დომიმანტური რეაქციის შეკავებას  საპასუხო სუბდომინანტური რეაქციის სასარგებლოდ (დელისი და ვაუნი, 2014 : 12), ამოტომ დაბალი თვითკონტროლის მოსწავლეებს გააჩნიათ დაბალი შრომითი ჩვევები, მაღალი თვითკონტროლის მოსწავლეებთან შედარებით. ტემპერამენტის თეორია შეიძლება გამოყენებული იქნას იმ პროცესის განსასაზღვრად, რომლის საშუალებითაც ქცევა იძლევა აკადემიური მოსწრების პროგნოზს.

ტერეზა ქეი MDRC-ის (MDRC- არაკომერციული, ობიექტური განათლებისა და სოციალური პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტი- ნიუ იორკი, ოკლაჰამა, კალიფორნია) ფილოსოფიის დოქტორი თავის სადისერტაციო ნაშრომში „სასკოლო გარემო, მოსწავლის დამოკიდებულება და ქცევა და აკადემიური მიღწევები“ იძლევა მოსწავლეთა ჩართულობისა და აკადემიური კომპეტენციის კვლევას და ამბობს, რომ ეს ორი ფსიქოლოგიური პრობლემა გავლენას ახდენს მოსწავლეთა განათლებაზე, მაგრამ აკადემიურ კომპეტენციას შეიძლება უფრო დიდი გავლენა ჰქონდეს, ვიდრე საგაკვეთილო პროცესში ჩრთულობას, ამიტომ მაღალი მოლოდინები წარმოადგენს მოსწავლეთა ჩართულობისა და აკადემიური კომპეტენციის გასაღებს. მასწავლებლებმა მოსწავლეებს დასაწყისშივე  უნდა ჩამოუყალიბონ რწმენა საკუთარ შესაძლებლობებში, ვინაიდან მოსწავლის შესაძლებლობა მიაღწიოს წარმატებას წარმოადგენს მათი სასწავლო პროცესში ჩართულობის გასაღებს და სკოლამაც უნდა განუვითაროს მოსწავლეებს წარმატების მიღწევის სურვილი. სწავლა-სწავლების თეორიები დიდი ხანია ხაზს უსვამენ თუ რა როლს თამაშობენ პედაგოგები მოსწავლეთა განვითარებაში გარდა მოსწავლის აკადემიური უნარის განვითარებისა. ეს შეიძლება იყოს ემოციური მხარდაჭერა და საორგანიზაციო უნარები. ემოციური მხარდაჭერითა და უსაფრთხო გარემოს შექმნით პედაგოგები ეხმარებიან მოსწავლეებს, იყვნენ თვითდაჯერებულნი, მოტივირებულნი. თამამად შეხვდნენ რისკებს. ძლიერი სახელმძღვანელო და საორგანიზაციო სტრუქტურების ჩამოყალიბებით პედაგოგებს შეუძლიათ დაეხმარონ მოსწავლეებს საკუთარი თვითრეგულირების უნარის ჩამოყალიბებაში.

უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია აგრეთვე სოციალური უნარების კვლევას, რომელიც თავისთავად შეიცავს სხვადასხვა ქცევას, რაც პიროვნებას ეხმარება სხვებთან ურთიერთობის ჩამოყალიბებაში. ეს უნარი წარმოადგენს მოსწავლის აღიარებისა და პოპულარობის მნიშვნელოვან ფაქტორს თანატოლებს შორის და ამავე დროს ეს განაპირობებს აკადემიურ მიღწევებსაც. მოსწავლის სოციალური ქცევასა და მის აკადემიურ მოსწრებას შორის კორელაცია მაშინ არის მაღალი, როცა ხდება სოციალურად სასურველი ქცევისა და  აკადემიური მოსწრების შედარება სოციალურად არასასურველ ქცევასთან. სასურველ ქცევაში თვითღირებულება და აკადემიური მოსწრება წარმოადგენს როგორც ქალების, ასევე ვაჟების აკადემიურ მაჩვენებელზე მიმანიშნებელ მნიშვნელოვან  ფაქტორს.

მოსწავლეთა აკადემიური წარმატებისთვის ქცევის რეგულირებასთან ერთად საჭიროა მათი მოტივაციის ამაღლებაც.

მოტივაცია არის სტიმული, ქმედება, წახალისება, ძალა, რომელიც იწვევს მოსწავლის სურვილს,  იმოქმედოსისწავლოს, მიაღწიოს შედეგს.

სწავლება ბევრს ნიშნავს, წახალისება კი –  ყველაფერს”.

იოჰან ვოლფგანგ გოეთე

სინამდვილეში დიდი ადამიანი გაგრძნობინებს, რომ შენც შეიძლება გახდე დიდი. 

მარკ ტვენი 

 

მოტივაცია   მნიშვნელოვან როლს თამაშობს მოსწავლის ქცევისა და  სწავლის შედეგების გაუმჯობესებაში

მრავალი კვლევით დადასტურებულია, რომ მხოლოდ მაღალი მოტივაციის პირობებშია შესაძლებელი მოსწავლის მიერ ქცევის კონტროლი და მაღალი აკადემიური მოსწრების მიღწევა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა  შეიძლება იყოს ის, რაც მოსწავლეს სწავლის მოტივაციას გაუჩენს. უამრავი დისციპლინათშორისი თეორია ცდილობს, ახსნას ის ფაქტორები, რომლებიც მოტივაციის ზრდას იწვევს. აქ რამდენიმე მათგანს შევეხებით.

ატრიბუციის თეორია ყურადღებას ამახვილებს იმ წარმოდგენებზე, რომლებიც ადამიანებს მაშინ უჩნდებათ, როცა  ამა თუ იმ მოვლენას, შედეგს რაიმე კონკრეტულ ფენომენს უკავშირებენ. მაგალითად, გამოცდის ჩაბარება დაკავშირებულია გამართლებასთან, მოსწავლის დაბალი აკადემიური მიღწევებისიზარმაცესთან… როდესაც ერთი მოსწავლე მეორე მოსწავლის მაღალ აკადემიურ მოსწრებას მის დიდ მცდელობას უკავშირებს, შესაძლოა, ამან მის ქცევასა და მოტივაციაზე დადებითად იმოქმედოს.  ყველა შემთხვევაში,  აკადემიურ კონტექსტში მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა სწორად წარმართოს მოსწავლის ემოცია, მისი მიღწევა დაუკავშიროს არა იღბალს, არამედ მცდელობას, დაბალი აკადემიური მიღწევა კი კონკრეტული უნარების უქონლობით არ ახსნას

 სოციალური დასწავლის თეორია და მიზნის მიღწევის თეორიებში  აქცენტი კეთდება ადამიანის ბუნებაზე, ისწავლოს დაკვირვებით. მთავარ კონცეპტუალურ ჩარჩოს წარმოადგენს ის, რომ ადამიანები და გარემო ერთმანეთზე ზეგავლენას ახდენენ.  მოსწავლე სწავლობს როგორც მასწავლებელზე დაკვირვებით, ასევე თანატოლებზე დაკვირვებით. მოსწავლე მოტივირებულია, და მისი ქცევა დარეგულირებულია, თუ მოსწავლესა და მასწავლებლს შორის არის ჯანსაღი ურთიერთობა.

თვით-ეფექტურობის თეორიისთვის ცენტრალური თემაა ინდივიდის რწმენა საკუთარ ეფექტურობაში, შესაძლებლობების გაჩენაში, რაც ხდება ისეთი აქტივობების განხორციელებით, რომლებიც მოითხოვს კრიტიკულ აზროვნებას, პრობლემების გადაჭრას და სხვა.  

ზემოთ აღნიშნული თეორიების საუძველზე მოსწავლის ქცევისა და მოტივირების რამდენიმე მსხვილ ფაქტორად შეიძლება გამოვყოთ, სადაც თავად მოსწავლეს, მასწავლებელს და  გარემოს მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ

1.მოსწავლის ფაქტორი 

მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ მოსწავლეები სკოლაში მოდიან სხვადასხვა სოციალური თუ კულტურული გარემოდან, მათ აქვთ გარკვეული ქცევის ნორმები, სურვილები, მოთხოვნები და მოლოდინები.

გარეგანი მოტივაციის შემთხვევაში მოსწავლე მიმართულია წახალისების მიღებისკენ, შინაგანი მოტივაციის დროს კი  წახალისების, აღიარების ფაქტორი მინიმუმამდეა დაყვანილი და ფოკუსირებული  ცნობისმოყვარეობაზე, გამოწვევებზე, სოციალურ ინტერაქციაზეა დამყარებული.

მოსწავლეთა გარეგან თუ შინაგან მოტივაციაზე გავლენას ახდენს ის სოციალური გარემო, საიდანაც ისინი მოდიან, ასევეგარემო, სადაც უწევთ ყოფნა.

 

2. მასწავლებლის ფაქტორი 

მოსწავლეთა ქცევისა და აკადემიური მოსწრების ამოტივირებელი შესაძლებელია იყოს მასწავლებლის მიერ კონკრეტული საგნის მაღალ დონეზე ფლობა. მოსწავლეს აქვს მოლოდინი, რომ საგაკვეთილო პროცესის დროს ის მოისმენს რაღაც ახალს, მიიღებს პასუხს კითხვებზე. ის უნდა ხედავდეს მასწავლებლის მოტივაციას, გადასცეს მას ახალი ცოდნა. სწორად დაგეგმილი საგაკვეთილო პროცესი, სადაც აქტივობები ისეა განაწილებული, რომ მოსწავლე მაქსიმალურად არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში, მისი დაინტერესება მაღალია და მას არ რჩება დრო სხვა საქმით დაკავებისთვის.

 

 

3. სასწავლო გარემოს ფაქტორი  

მოსწავლის მოტივაციის ასამაღლებლად საჭიროა წახალისება, მაგალითად, სკოლის ცხოვრებაში მისი ჩართვის გზით, სასწავლო-აღმზრდელობითი ექსკურსიები, აგრეთვე მასწავლებლის მოლოდინები, როცა მოსწავლემ ზუსტად იცის  რა მოლოდინი აქვს მასწავლებელს, რა არის მისი მიზანი და შეფასების ობიექტური კრიტერიუმი. შესაბამისად ის ცდილობს მიაღწიოს მიზანს და მიიღოს ამისათვის შექება

და ბოლოს, მხარდაჭერისკენ  მიმართული საგაკვეთილო გარემო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, საიდანაც მოსწავლე მუდმივად იღებს უკუკავშირს მასწავლებლისგან და მისთვის ტესტირების ან გამოცდის დღე არ არის წარმატების/წარუმატებლობის განმსაზღვრელი.  

  

ზემოთ აღნიშნული ლიტერატურის გაცნობისა საფუძველზე საკვლევი თემის მიზნიდან გამომდინარე გამიჩნდა რამოდენიმე ჰიპოთეზა, რომელიც მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებას გააუმჯობესებს და გარკვეულწილად შეამცირებს სადისციპლინო სახდელებს.

 

 

 

 

ჰიპოთეზა 1: მოსწავლეთა ქცევის დარღვევა იწვევს მათი აკადემიური მოსწრების

                        გაუარესებას.

Ø  ეს ჰიპითეზა კვლევის მიზნის პირდაპირპროპორციულია:

თუ მოსწავლე გააუმჯობესებს ქცევას, მაშინ მისი აკადემიური მოსწრებაც გაუმჯობესდება.

 

ჰიპოთეზა 2: მთელი რიგი დადებითი და უარყოფითი ფაქტორები მოქმედებენ

           ქცევაზე და აქედან გამომდინარე აკადემიურ მოსწრებაზე.

 

Ø  ეს ჰიპოთეზა პირდაპირკავშირშია კვლევის მეორე მიზანთან:

 

 

Ø   მოსწავლის არასასურველი ქცევის ფაქტორების დადგენა გადაჭრის მისი           აკადემიური მოსწრების პრობლემას.

 

 

ჰიპოთეზა 3: უნდა მოხდეს მოსწავლეთა მოტივირება - წახალისება მათი

          აკადემიური მოსწრების ასამაღლებლად.

 

Ø  ეს ჰიპოთეზა პირდაპირკავშირშია კვლევის მესამე მიზანთან:

 

§  ქცევის პრობლემის მოგვარების  იმ გზების დასახვა, პრაქტიკაში დანერგვა და იმ მიღებული შედეგების შეფასება. რომლებიც ქცევასთან ერთად ხელს შეუწყობს ამ მოსწავლეთა მოტივაციას და აკადემიურ მოსწრების ამაღლებას. (ინტერვენციების დაგეგმვა, განხორციელება, პრობლემის გადაჭრის გზების დასახვა, შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა, განხორციელება და შედეგზე გასვლა).

 

 

 

 

კვლევის მეთოდოლოგია

 

ინტერვიუ  - 3,   ფოკუს-ჯგუფი - 1, ანკეტირება -8

 

კვლევის ეფექტურობის მიზნით მონაცემთა შესაგროვებლად გამოვიყენე კვლევის თვისობრივი და რაოდენობრივი მეთოდები: ინტერვიუ, ფოკუს-ჯგუფი, ანკეტირება.  თავდაპირველად გამოვიყენე კვლევის თვისობრივი მეთოდები. დავიწყე დაკვირვება X. მოსწავლეებს გავაცანი ჩემი გეგმები. ერთად განვიხილეთ თემა: ქცევა როგორც მოსწავლეთა აკადემიური წარმატების საწინდარი და მოტივატორირაზედაც მსურდა  კვლევის ჩატარება. დაკვირვებისა და დიალოგის შედეგად მოსწავლეებმა გამოთქვეს კვლევაში მონაწილეობის მიღების სურვილი.  მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ მათ კლასში აკადემიური მოსწრება არ იყო სახარბიელო, რაც გამოწვეული იყო ზოგიერთი მათი თანაკლესელის გაკვეთილზე არასასურველი ქცევით, ეს კი  კლასის საერთო მაჩვენებლებზე პირდაპირ გავლენას ახდენდა.

დაკვირვების მიზნით დავიწყე გაკვეთილებზე დასწრება. მოსწავლეები გაკვეთილებზე მოდიოდნენ როცა მოესურვებოდათ, გაკვეთილზე  შედიოდნენ დაგვიანებით, ზოგიერთი მათგანი გაკვეთილზე ჭამასაც კადრულობდა, პედაგოგის შენიშვნებს უგულებელყოფდნენ, არ ერთვებოდნენ საგაკვეთლო პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ პედაგოგები საინტერესოდ წარმართავდნენ საგაკვეთილო პროცესს. რაც შეეხება გაკვეთილისადმი მოსწავლეთა უმეტესობის  მზაობას , აქაც უარყოფითი შედეგი აღინიშნებოდა- არ ჰქონდათ შესრულებული საშინაო დავალება და არც გაკვეთილი მომზადებული, უჭირდათ მასწავლებლის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა. გარდა ამისა  კლასის ნახევარზე მეტი მოუწესრიგებელი იყო არ გააჩნდათ სასწავლო ნივთები, რასაც სახელმძღვანელოების სიმძიმით ხსნიდნენ.

იმატა სადისციპლინო გადაცდომებმა და მანდატურების მხრიდან ოქმებმა, რომელთა რაოდენობა ზოგიერთ მოსწავლეზე 8-ზე მეტი მოდიოდა.

მსურდა მოსწავლეებთან პირდაპირი საუბარი, იმედს ვამყარებდი, რომ ამ გზით შევიტყობდი მათი ქვევისა და წარუმატებლობის მიზეზს.

კვლევის საჭიროებიდან გამომდინარე მისი შემდეგი ეტაპი იყო ინტერვიუსთვის კითხვების მომზადება. ჩამოვაყალიბე ინტერვიუს კითხვები. შემდეგ მოსწავლეებს ავუხსენი ინტერვიუს მიზანი, ისინი დამთანხმდნენ ინტერვიუზე. ჩემდა გასაკვირად, ვინაიდან მოსწავლეების მხრიდან უმეტეს შემთხვევებში აღინიშნებოდა პასიურობა,  ინტერვიუში მონაწილეობის სურვილი ბევრმა მოსწავლემ გამოთქვა. რესპოდენტების სახით ავირჩიე  7  მოსწავლე:  4 დაბალი აკადემიური მოსწრების, 2 საშუალო და 1 მაღალი. ინტერვიუს დაწყებამდე მოსწავლეებს ავუხსენი ინტერვიუს მიზანი და ვთხოვე თანამშრომლობა.  ინტერვიუს დროს მოსწავლეები არ იყვნენ დაძაბულნი, კითხვებს გულწრფელად და ამომწურავად პასუხობდნენ. ინტერვიუს დროს დავინახე, რომ მოსწავლეები საღად აზროვნებდნენ და საკმაოდ ობიექტურად აფასებდნენ საკუთარ თავს და თანატოლების ქცევასაც. ისინი აღნიშნავდნენ, რომ მოსწავლის ქცევა პირდაპირპროპორციულია მის აკადემიურ მოსწრებასთან. ასახელებდნენ გარემო ფაქტორებს, როგორიც იყო მათი საკლასო ოთახის ადგილმდებარეობა, აგრეთვე პედაგოგების დამოკიდებულებასა და განწყობას მათ მიმართ, რაც ზედმეტ სიმკაცრეში და ზოგჯერ არაობიექტურობაში გამოიხატებოდა.

ინტერვიუ ჩამოვართვი სამი საგნის მასწავლებელსაც: ქართული, მატემათიკა და ბიოლოგია. ეს ის საგნებია სადაც გამოიკვეთა პრობლემები. პედაგოგები აღნიშნავენ, რომ მოსწავლეებს არ გააჩნიათ საფუძველი შესასწავლ საგანში, ამის გამო ხდება მათი  საგნისადმი ინტერესის დაქვეითება, რადგან სისტემატიზაციაში არ აქვთ საგნის მომზადება, ძნელი ხდება ახალი ცოდნის დაშენება და აქედან გამომდინარე იზრდება მათი უყურადღებობა , რაც მათ ქცევაზეც აისახება. პედაგოგები ცდილობენ ყურაღება ყველა მოსწავლეს თანაბრად გაუნაწილონ, გაკვეთილი საინტერესოდ დაგეგმონ, გამოიყენონ ბევრი აქტივობა, გაუადვილონ მასალის გაგება და თითქმის გაკვეთილზევე დაასწავლონ. გამოიყენონ წახალისების სხვადასხვა ფორმები, შექება, ზოგჯერ ქულის წამატებაც კი. მიუდგნენ მოსწავლეებს ინდივიდუალურად და შეფასების დროს იყვნენ ობიექტურნი.

ინტერვიუს შემდეგ შევადგინე კითხვარები-მოსწავლეთათვის და მშობელთათვის. კითხვარი შედგენილი იქნა პედაგოგებისთვისაც. შემდეგ ჩავატარე ანკეტირება. ანკეტირებაში 23 მოსწავლიდან და მშობლიდან 14-მა მიიღო მონაწილეობა, რაც საერთო რაოდენობის 60%  უდრის, ხოლო პედაგოგთაგან 6-მა, ე.ი. კლასის მასწავლებელთა 50%-მა. გადავხედე მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებას, როგორც ზეპირ, ასევე წერითი სამუშაოების კუთხით და დავგეგმე პირველი ინტერვენცია. მოვიწვიე მშობელთა კრება, პირველ კრებას ესწრებოდა 10 მშობელი, აქედან 5 დაბალი , 3 საშუალო და 2 მაღალი მოსწრების მოსწავლის ე.ი. კლასის 43%.

2018 წლის 12 ოქტომბერს -  მეორე კრებას დაესრწო 7 მშობელი. ალბათ ეს რაოდენობა „მიღწევად“ შეიძლება ჩაითვალოს. მშობლებს გავაცანი კლასის საერთო მდგომარეობა, როგორც ქცევის, ასევე აკადემიური მოსწრების მხრიდან.

 შემდეგი, მესამე კრება მოწვეული იყო დირექტორის მოთხოვნით  2018 წლის 16 ნოემბერს. კრებას ესწრებოდა 5 მშობელი ე.ი. კლასის 21,7% ესწრებოდა, აქედან 2 დაბალი მოსწრების, 2 საშუალო და 1 მაღალი მოსწრების მოსწავლის. ამ კრებაზე განხილული  იყო მოსწავლეთა როგორც ქცევის, ასევე აკადემიური მოსწრების საკითხები.

2018 წლის დეკემბრის დასაწყისში სკოლის დირექტორი ინდივიდუალურად პირადად გაესაუბრა იმ მოსწავლეებს თავიანთ მშობლებთან ერთად, რომლებსაც 8-10 სადისციპლინო გადაცდენა ჰქონდათ. იმედი დაისახა, რომ სიტუაცია გამოსწორდემოდა, მაგრამ ცვლილებები არ ჩანდა.  2018 წლის 7 დეკემბერს მე-4 კრება იქნა მოწვეული ისევ დირექტორის ინიციატივით. კრებაზე მშობლები არ გამოცხადდნენ. დიდი ალბათობა იყო, რომ მოსწავლეებმა კრების შესახებ მშობლებს არ შეატყობინეს. რაც შემდგომში გამოირკვა კიდეც.

 

 რასაკვირველია მოსწავლეთა და მშობელთა ასეთი დამოკიდებულება უარყოფითად მოქმედებს მოსწავლის ქცევასა და აკადემიურ მოსწრებაზე.

სკოლის საგაკვეთილო პროცესის ჩაშლის მცდელობისა და დისციპლინის დარღვევისთვის მოსწავლეებმა  მიიღეს სახდელი, კერძოდ 10 დღით საგაკვეთილო პროცესიდან დათხოვნა. საგაკვეთილო პროცესში დაბრუნების შემდეგ მათ უნდა მოეტანათ შესრულებული დავალება. მართალია შესრულებული დავალებები არ მოიტანეს, მაგრამ ზოგიერთმა მათგანმა საგაკვეთილო პროცესისადმი დამოკიდებულება შეცვალა.

მე, როგორც დამრიგებელი, ინდივიდუალურად ვესაუბრე მშობლებსაც და მოსწავლეებსაც. ასევე  მოსწავლეებთან და მშობლებთან საუბარი შედგა დირექტორის მხრიდან. ასეთმა მუშაობამ გამოიღო შედეგი. შეწყდა გაკვეთილზე დაგვიანება, უმიზეზო გაცდენები და გაკვეთილებიდან გაპარვა. იმატა აკადემიურმა მოსწრებამ. ამას ადასტურებს მოსწავლეების აკადემიური შეფასებები როგორც ზეპირ, ასევე წერით სამუშაოებში.

ამის შემდეგ დაიგეგმა მეორე ინტერვენცია. მეორე ინტერვენციის მიზანი იყო კლასში მოსწავლეთა მოტივირება-წახალისება და მათი აკადემიური მოსწრების ამაღლება, მათთვის იმის ახსნა, რომ მათ ყველა პირობა აქვთ და შეუძლიათ კიდევაც კარგად ისწავლონ და ერთმანეთსაც ჯანსაღი კონკურენცია გაუწიონ. ამისათვის გავესაუბრე კოლეგებს. მათ აღნიშნეს, რომ მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზე მათი ქცევის გარდა მოქმედებს სხვადასხვა ფაქტორები, კერძოდ სოციალურ-ეკონომიკური, ფსიქოლოგიური და გარემო ფაქტორები, რომლებიც მნიშვნელოვნად ისახება მოსწავლის საგაკვეთილო პროცესისადმი განწყობაზე. პედაგოგები ცდილობენ ქცევითი პრობლემების მქონე მოსწავლეების მოტივირებას საგაკვეთილო პროცესში ჩასართავად, მათი შესასწავლი თემით დაინტერესებას. ზოგჯერ ისინი უგულებელყოფენ მოსწავლეთა არასათანადო ქცევა, ზოგჯერ აძლევენ შენიშვნას, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში მიმართავენ მანდატურის სამსახურს. საჭიროდ თვლიან მშობლის ფაქტორის ზრდას მოსწავლეთა ქცევის რეგულირებაში.

მინდა აღვნიშნო, რომ გარდა ზემოთ მოყვანილი ფაქტორებისა, მნიშვნელოვანია აგრეთვე მასწავლებლის ფაქტორი, გამომდინარე იქიდან, რომ ზოგჯერ ჩვენც ვერ ვახდენთ სწორ კომუნიკაციას, როცა ჩვენ მოვითხოვთ ბავშვებიდან ობიექტურობას, ჩვენც უნდა ვიყოთ საკუთარი თავის მიმართ ობიექტურნი. ამიტომ უნდა შეგვეძლოს მოსწავლეთა მოსმენა და მათი სამართლიანი კრიტიკის მიღება, მათი სურვილების გათვალისწინება. ხშირად პედაგოგებსა და კონკრეტულ მოსწავლეებს შორის წარმოიქმნება პრობლემები. პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებელია კოლეგებთან გასაუბრება, მათი აზრის გათვალისწინება. გარკვეული მიდგომების შეცვლა, რადგან ჩვენ მათ ვასწავლით და ჩვენც ვსწავლობთ მათგან. ეს მუდმივი პროცესია. არსებობდა გარკვეული პრობლემები რაც ბავშვებთან საუბრისას გამოიკვეთა. მე, როგორც დამრიგებელი, შევეცადე მედიატორის როლი მეკისრა, და ამან კარგი შედეგი გამოიღო. კოლეგებმა შეცვალეს გარკვეული მიდგომები, რაც პირდაპირ აისახა მათ გაკვეთილებზე სიტუაციის გამოსწორებით. ამან კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ აუცილებელია მოსწავლეებთან დიალოგის რეჟიმში ყოფნა. ეს რათქმაუნდა მათი მხრიდან ნდობის ფაქტორზეც არის დამოკიდებული და პედაგოგის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი სწორედ ამ ნდობის მოპოვებაა. ამისათვის პედაგოგი უნდა იყოს მიუკერძოებელი, ობიექტური და ზუსტად უნდა იცავდეს იმ ზღვარს, რომ ბავშვებთან მეგობრული დამოკიდებულება ფამილიარობაში არ გადაიზარდოს. გარდა ზემოთ აღნიშნული ფაქტორებისა  ასევე საჭიროა პედაგოგთა მხრიდან ინდივიდუალური მიდგომა, მშობლების დამოკიდებულება და მოსწავლის ცხოვრებაში ჩართულობა, მოზარდის მოტივირება და წახალისება.  ერთმანეთის აზრთა ურთიერთგაზიარების შედეგად გადავწყვიტეთ: თუ მოსწავლე შეასრულებდა საშინაო დავალებას, ჩართული იქნებოდა საგაკვეთილო პროცესში წაგვეხალისებინა ის ერთი ქულით, ხოლო მე, როგორც დამრიგებელი შევპირდი გაზაფხულზე ორდღიან ექსკურსიაზე წაყვანას. მოსწავლეებს გავაცანით ჩვენი გადაწყვეტილება. მათ მოიწონეს აზრი. მე როგორც მკვლევარმა და მათმა დამრიგებელმა ისევ დავიწყე გაკვეთილებზე დასწრება. რომელ გაკვეთილსაც ვერ ვესწრებოდი, საგნის მასწავლებლებისგან ვიღებდი ინფორმაციას  მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების შესახებ. შედეგებმაც არ დააყოვნა. მოსწავლეები უფრო გაბედულნი გახდნენ, თამამად პასუხობდნენ შეკითხვებს, ხსნიდნენ მაგალითებს და დადებით შეფასებასაც იმსახურებდნენ. მოსწავლეთა ინტერესი გაკვეთილის მიმართ გაიზარდა. საგაკვეთილო პროცესში ჩაერთვნენ ისეთი მოსწავლებიც, რომლებიც ხშირად პასიურობდნენ და გულგრილად ეკიდებოდნენ საგაკვეთილო პროცესს. გადავხედე მათ ნიშნებს. მათი გვარების გასწვრივ უმეტეს შემთხვევაში იყო კარგი შეფასებები. ქცევაც დარეგულირდა. მოსწავლებმა შესძლეს ქცევის თვითრეგულირება. სულ უფრო ნაკლებად აღინიშნებოდა მათი მხრიდან არასასურველი ქცევა. მოსწავლეები ინტერესით უსმენდნენ მასწავლებლებს. ასრულებდნენ მათ მითითებებს. იგრძნობოდა  საგაკვეთილო პროცესისადმი მზაობა. ქცევის დარეგულირებამ გამოიწვია ინტერესი გაკვეთილების მიმართ.

 მეორე ინტერვენციამ დადებითი შედეგი გამოიღო. ახლა მთავარია მიღებული შედეგების გამყარება და შენარჩუნება, ვინაიდან სასწავლო წლის ბოლოს სასურველია კლასში არ  იყოს არცერთი წარუმატებელი მოსწავლე.

 დავგეგმე მესამე ინტერვენცია, რაც შეეხებოდა სწორედ ქცევის დარღვევის მქონე მოსწავლეების მხრიდან  საგაკვეთილო პროცესის დროს ქცევის კონტროლს, მათ სკოლის ცხოვრებაში ჩართვას, კერძოდ სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობას და  პედაგოგების მხრიდან მათ წახალისებას.

 

 

 

 

 

 

 

მონაცემთა ანალიზი.

 

როგორც უკვე აღვნიშნე, მოსწავლის ქცევა მნიშვნელოვანია მისი აკადემიური წარმატებისთვის. ქცევის დარეგულირების გარეშე ძნელია სასურველი მაჩვენებლების მიღწევა. ამიტომ კვლევა მიმდინარეობდა ქცევის დარღვევების გამომწვევი მიზეზების განსაზღვრაში, პრობლემის გადაჭრის გზების ძიებაში, მოსწავლეთა მოტივირებაში და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებაში. ამ მიზნით შევადგინე კითხვარები მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის, ასევე მოსწავლეთა პედაგოგებისთვისაც, რომელიც მიზნად ისახავდა რამოდენიმე დამოუკიდებელი და დამოკიდებული ფაქტორის განსაზღვრას, რომელიც დამეხმარა არსებული პრობლემის დადგენასა და მათი გადაჭრის გზების მოძიებაში.

მოსწავლეებისთვის, ისევე როგორც მშობლებისთვის და აგრეთვე მოსწავლეთა პედაგოგებისთვის განკუთვნილი კითხვარი შედგება 7-8 დახურული ტიპის კითხვისგან (იხ. დანართი 3, 4, 6 და 7). თითოეულ მათგანში დასმული კითხვები ეხება ქცევას, მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებასა და მათ მოტივირებას, რაც მიზნად ისახავს რეალობის დადგენას, როგორც მშობლის, ასევე მოსწავლის აზრის გათვალისწინებით.

მშობლებთან დაკავშირება მოხდა მოსწავლეების საშუალებით, რაც ყველაზე სწრაფი და მარტივი გზა იყო. გარდა ამისა მე, როგორც მკვლევარმა, ერთერთ კრებაზე მშობლებს გავაცანი ჩემი მიზანი და ისინიც დამთანხმდნენ თანამშრომლობაზე.

სულ იგეგმებოდა  20 მოსწავლის და 20 მშობლის გამოკითხვა. კითხვარები ყველას დავურიგე, მაგრამ მხოლოდ მოსწავლეთა და მშობელთა 70%-მა მიიღო მონაწილეობა და გასცა პასუხი, ხოლო პედაგოგებიდან კი 6-მა, რაც კლასის პედაგოგთა ნახევარია. აქედან  მოსწავლე: 9 - ქალი,  5 -  ვაჟი, მშობელი:  13  ქალბატონო,       1- ბატონი.  პედაგოგი: 5 ქალბატონი, 1- ბატონი.   

 

 

 

 

 

 

 

 

 

 შეგროვებული მონაცემები.

 

მოსწავლის ქცევა აუცილებელია მისი აკადემიური წარმატებისთვის. ხშირ შემთხვევაში, სხვადასხვა ფაქტორების გამო მოსწავლეები ვერ აკონტროლებენ თავიანთ ქცევას. პედაგოგების გარდა  მშობლები და ოჯახის წევრები ნაკლებად და/ან იშვიათად მიუთითებენ სასურველი ქცევისკენ.

იმის დასადგენად თუ რაზეა დამოკიდებული მოსწავლის წარმატება თუ წარუმატებლობა მოსწავლეთა პასუხები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან.

 

ნახ.1. მოსწავლეები თვლიან, რომ მათი წარმატება თუ წარუმატებლობა დამოკიდებულია ქცევაზე და მოტივაციაზე.

 

მოსწავლეთა   64,2%  თვლის, რომ მათი წარმატება დამოკიდებულია ქცევასა და მოტივაციაზე, ხოლო  35,7% მხოლოდ მოტივაციაზე. თუ მოსწავლე გამოასწორებს ქცევას, მაშინ მისი აკადემიური მაჩვენებელიც ამაღლდება. მოტივაციაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს მოზარდის აკადემიურ მაჩვენებელზე, რომელიც მას სტიმულს აძლევს იყოს მუდმივად ჩართული საგაკვეთილო პროცესში.

აღსანიშნავია ის, რომ მშობელს დიდი როლი აკისრია მოსწავლეთა ქცევის ფორმულირებაში და მათ აკადემიურ წარმატებაში. ამიტომ მშობლების აზრს, მის დამოკიდებულებას ნებისმიერი საკითხის მიმართ რაც მათ შვილებს ეხება დიდი მნიშვნელობა აქვს. გამოკითხულ მშობელთა  71,6% -ი თვალყურს ადევნებს შვილის ქცევას, ცდილობს აკონტროლოს ის და საჭიროების შემთხვევაში საუბრის და ახსნა-განმარტების გზით, ცდილობს გააგებინოს, რომ ასეთი ქცევა მიუღებელია როგორც ოჯახისთვის, ასევე საზოგადოებისთვის, რომ საჭიროა ბავშვმა აკონტროლოს მისი ქცევა ან შეცვალოს ის უკეთესობისკენ. ხოლო 28,4% მხოლოდ სჯის არასასურველი ქცევის გამო ნაცვლად დარიგებისა. მნიშვნელოვანია სამართლიანი იყოს მოსწავლის მიმართ განხორციელებული ქმედება მშობლის მიერ, როცა მისი შვილი არღვევს ქცევის წესებს.

მოსწავლეთა 50% ფიქრობს, რომ მას სამართლიანად ექცევიან, 35,7% თვლის, რომ მას ნაწილობრივ ექცევიან სამართლიანად, 11.5% თვლის, რომ მას უსამართლოდ ექცევიან, ხოლო ამდენივე პროცენტს 2,8% -ს  საერთოდ არ აინტერესებს როგორ ექცევიან, რაც ძალზე სამწუხაროა.

 

 

ნახ. 2.  მოსწავლეებს ქცევის დარღვევის დროს სხვადასხვანაირად ექცევიან.

 

 

 

მოსწავლეთა ქცევისა და მათი აკადემიური წარმატებისთვის ასევე მნიშვნელოვანია მათი კომუნიკაცია თანატოლებთან ე.ი. სოციალური უნარები, რომელიც თავისთავად შეიცავს სხვადასხვა ქცევას, რაც პიროვნებას ეხმარება ურთიერთობების ჩამოყალიბაბაში.

ქცევის დარღვევის მქონე მოსწავლეებს უჭირთ ყურადღების კონცენტრაცია, ისინი გაკვეთილზე შეიძლება  გარკვეული დროის განმავლობაში წყნარად ისხდნენ, მაგრამ ყურადღებით არ ისმენდნენ გაკვეთილს და არ იყვნენ ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში.

ხშირია მოსწავლეებში  თავის გამოჩენის სურვილი, ზოგი სწავლით იჩენს თავს, ზოგი აქტიურადაა ჩართული სასკოლო ღონისძიებებში, ზოგი კი არც სწავლით გამოირჩევა და არც სასკოლო აქტივობებით. ისინი ცდილობენ თანატოლთა ყურადღება   მიიქციონ და ამით დაიმკვიდრონ თავი  საზოგადოებაში, ჯგუფში და გამოავლინონ ქცევის თავისებურებები  (მოსწავლისთვის შეუფერებელი, არასათანადო ქცევით დაიკავონ ლიდერის პოზიცია და ჯგუფიც მოაქციონ გავლენის ქვეშ). ამას ხშირად თან ახლავს მათი მხრიდან აგრესია, უხეშობა, შენიშვნების მიუღებლობა.

ნახ. 3.  მოსწავლეთა აზრით მოზარდის ქცევაზე მოქმედებს სოციალური, ყურადღების, თვითდამკვიდრების  და მათ დაამატეს კიდევ მენტალური ფაქტორი.

 

მნიშვნელოვანია მოზარდებს დროის ორგანიზებაში და სწორი პრიორიტეტების ჩამოყალიბებაში დავეხმაროთ. სასურველია თავისუფალი დრო მათ საკუთარი პიროვნული და ზრდა-განვითარებისთვის გამოიყენონ, ანუ ისწავლონ სასარგებლოს შეთავსება სასიამოვნოსთან, დაკავდნენ მხატვრული ლიტერატურის კითხვით,  სპორტული აქტივობებით, დაესწრონ სპექტაკლებს, ჩაერთონ საზოგადოებრივ აქტივობებში, გაერთონ მეგობრებთან ერთად, ყოველივე ეს მნიშვნელოვანია მათი ჰარმონიული, პიროვნული განვითარებისთვის და პირდაპირპროპორციულია მოსწავლის ჯანსაღი ქცევის ჩამოყალიბებისა.

გამოკითხულ მშობელთა უმეტესი 45,2% ამბობს, რომ მათი შვილი თავისუფალ დროს ატარებს მეგობრებთან, 32,4% კომპიუტერთან ზის, ხოლო 22,4%  წიგნს კითხულობს. დროის დიდი ნაწილის მეგობრებთან ან კომპიუტერთან გატარება შეიძლება უარყოფითად აისახოს როგორც მათ ქცევაზე, ჯანმრთელობაზე, ასევე აკადემიურ მოსწრებაზე, ვინაიდან ისინი დროს სწორად ვერ ანაწილებენ და გაკვეთილების მომზადებისთვის დრო აღარ რჩებათ, არ ხდება მათი პიროვნული და ინტელექტუალური ზრდაც.

 

 ნახ.4.  მშობლები თვლიან, რომ მათი შვილები თავისუფალ დროს უმეტესწილად მეგობრებთან ურთიერთობენ ან კომპიუტერთან სხედან და მხლოდ შვილების მცირე ნაწილი წიგნის კითხვითაა დაკავებული.

 

მოსწავლეთა აკადემიური წარმატებისათვის ქცევის გარდა აუცილებელია მათი მოტივაცია. ამაში როგორც აღვნიშნეთ დიდი როლი ეკისრება მასწავლებლის მიერ საგაკვეთილო პროცესის სწორად დაგეგმვასა და წარმართვას. ამიტომ გამოკითხულ მოსწავლეთა 50% თვლის, რომ მათ მოტივაციას განსაზღვრავს არა მასწავლებლის მიერ დაწერილი ნიშანი, არამედ პედაგოგის მისდამი დამოკიდებულება, ხოლო ამდენივე პროცენტი მათ მოტივაციად საგნისადმი ინტერესს მიაწერს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოსწავლეთა 50% სრულად განიცდის სასკოლო წარუმატებლობას, 35,,8 % ნაწილობრივ, ხოლო 14,2% საერთოდ არ განიცდის. მაგრამ ამავე დროს მოსწავლეთა 99,92%  აღიარებს, რომ ოჯახში სწავლა პრესტიჟულია, ხოლო 0,08, რომ არა. გამოკითხული მოსწავლეები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ პედაგოგის მათდამი დამიკიდებულებას  და 42,8%, ფიქრობს, რომ პედაგოგის დამოკიდებულება მოსწავლეების მიმართ გაზრდის მათ  ინტერესს  სწავლისადმი,  21,4%  სწავლისადმი ინტერესის ზრდას უკავშირებს როგორც შინაგან, ასევე გარეგან მოტივაციას, ხოლო 35,8  მოტივატორად სწავლისადმი საკუთარ დამოკიდებულებას თვლის.

 

ნახ.5  მოსწავლეთა აზრით მათ მოტივაციას განსაზღვრავს პედაგოგის მათდამი დამოკიდებულება, გარეგანი და შინაგანი მოტივაცია, (წახალისება და შექება, ინტელექტი), ასევე სწავლისადმი მათი დამოკიდებულება.

 

მშობლის როლი მნიშვნელოვანია მოსწავლის ქცევის ფორმირებასა და აკადემიური წინსვლისთვის. ამიტომ აუცილებელია მშობელი მუდმივად იყოს ჩართული შვილის სასკოლო ცხოვრებაში, დაინტერესდეს მისი მიღწევებით, პერიოდულად გაესაუბროს პედაგოგებს, რაც ერთგვარი მოტივაციაა და ამასთანავე დიდი იმედი მოზარდის წარმატების, რადგანაც მოსწავლემ იცის, რომ მშობელი დაინტერესებულია მისი სწავლით, აკადემიური წარმატებით, მოელის შვილისგან წინსვლასა და განვითარებას და ამით სტიმულს აძლევს მას. მაგრამ სამწუხაროდ გამოკითხულ მშობელთა უმრავლესობა იშვიათად ან ნაწილობრივ ინტერესდება შვილის აკადემიური მოსწრებით, იშვითად ან საერთოდ არ ესწრება მშობელთა კრებას და ნაკლებად მიმართავს შვილთან გულახდილ საუბარს, რაც მნიშვნელოვნად მოქმედებს მოსწავლის ქცევაზე, აკადემიურ მოსწრებასა და მის განვითარებაზე. მოსწავლე ვერ გრძნობს მშობლის მხარდაჭერას და იმედგაცრუებულია. ამიტომ მშობლები გულისყურით უნდა მოეკიდონ შვილის სწავლა - აღზრდის საქმეს, გამონახონ საკმარისი დრო თავიანთი შვილებისთვის, რაც ერთგვარი რწმენა და იმედია მათი შვილების მომავალი წარმატებისა.

ბოლოს მაინტერესებდა გამეგო ჰქონდათ თუ არა მოსწავლეებს უსაფრთხო საკლასო გარემო, რადგანაც ფიზიკურ გარემოს შეუძლია გავლენა იქონიოს მოსწავლეების დამოკიდებულებაზე სწავლის მიმართ. სასკოლო გარემო მნიშვნელოვან გზავნილებს შეიცავს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად აღიარებულია აკადემიური წარმატებები, რაც მოტივაციის ეფექტური წყაროა. სასკოლო გარემოს სწორი მოწყობა უზრუნველყოფს მოსწავლეებისთვის გარემოს, სადაც სწავლა და განვითარება კომფორტულ, უსაფრთხო და აკადემიურად მდიდარ სივრცეში ხდება. სკოლის გარემოს მოწყობამ შესაძლოა გარკვეული არასასურველი ქცევები შეზღუდოს. ინფრასტრუქტურის სწორად დაგეგმვის შემთხვევაში, შესაძლებელი ხდება მოსწავლეების უსაფრთხოების ზრდა არასწორი ქცევების (საკლასო ოთახში სირბილი, ძალადობა, ვანდალიზმი და ..) პრევენციის გზით.

სასკოლო გარემომ შესაძლოა გავლენა იქონიოს სწორი ღირებულებების ჩამოყალიბებაზე, რაც თავისთავად კავშირშია პოზიტიური ქცევების განმტკიცებასთან. სკოლის ტერიტორიაზე ღირებულებების შემცველი სიმბოლური გზავნილები მოსწავლეებს შესაძლოა გარკვეული ქცევის ფორმებისთვის განაწყობდეს (მაგ. სკოლის ისტორიის ამსახველი ექსპოზიციის მოწყობა ფოიეში, ბავშვებისთვის ინფორმაციის მიწოდება იმ გამოჩენილ ადამიანებზე, ვინც ეს სკოლა დაამთავრა).

ფიზიკური გარემო ხელს უწყობდეს ემოციური სტაბილურობის მიღწევას მოსწავლეებში. სასიამოვნო, თბილი და უსაფრთხო გარემო მოსწავლეებს სხვებისა და სკოლის ინფრასტრუქტურის მიმართ დადებითად განაწყობს. გამოკითხულ მოსწავლეთა 50% თვლის, რომ მათი გარემო უსაფრთხოა, 42,9% პროცენტი ამბობს რომ ის ნაწილობრივ უსაფრთხოა, ხოლო დარჩენილი 7,1% გარემოს უსაფრთხოდ არ თვლის.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ინტერვენციის შედეგები: X კლასში.

 

პირველი ინტერვენცია ჩატარდა იანვარში, როცა იმატა სადისციპლინო გადაცდომებმა და მანდატურების მხრიდან ოქმებმა, რომელთა რაოდენობა ზოგიერთ მოსწავლეზე 8-ზე მეტი მოდიოდა. პირველი სემესტრის დასაწყისიდან  მის დამთავრებამდე თუ  სადისციპლინო გადაცდომებისთვის ოქმების საერთო რაოდენობა ცხრა მოსწავლეზე იყო 44 და მოხდა 4 მოსწავლის 10 დღით საგაკვეთილო პროცესიდან დათხოვნა, მეორე სემესტრის დასაწყისში ის დაყვანილი იქნა ორამდე და ისიც ერთ მოსწავლეს ჰქონდა. შვიდმა მოსწავლემ გააუმჯობესა ქცევა და არ აღენიშნებათ დისციპლინარული გადაცდომები, ხოლო ერთ მოსწავლზე დაფიქსირდა ორი ოქმი, ორი მოსწავლე კი პარალელურ კლასში გადავიდა. მშობელთა დაინტერესება შვილების ქცევისა და აკადემიური მოსწრების მიმართ არ გაზრდილა მიუხედავად მათთან არაერთი დაკავშირებისა. რაც შეეხება აკადემიურ მოსწრებას პირველი სემესტრის ბოლოსთვის ყველა საგანში ერთად იყო 285 არადამაკმაყოფილებელი ნიშანი, ხოლო მეორე სემესტრში თებერვლის შუა რიცხვებისთვის 208 -ით შემცირდა  და გახდა  77.    

 მეორე ინტერვენცია განხორციელდა ერთი თვის შემდეგ, თებერვალში, რომლის მიზანი იყო კლასში მოსწავლეთა მოტივირება-წახალისება და მათი აკადემიური მოსწრების ამაღლება, ამიტომ კოლეგებთან აზრთა ურთიერთ გაზიარების შედეგად გადავწყვიტეთ : თუ მოსწავლე შეასრულებდა საშინაო დავალებას, ჩართული იქნებოდა საგაკვეთილო პროცესში წაგვეხალისებინა ის ერთი ქულით, რამაც შედეგი გამოიღო.  გაიზარდა მოსწავლეთა მოტივაცია და მნიშვნელოვნად ამაღლდა აკადემიური მოსწრება, რასაც მოწმობს არადამაკმაყოფილებელი ნიშნების შემცირება ყველა საგანში. განვახორციელეთ მოსწავლეთა მიმართ ინდივიდუალური მიდგომა, გაიზარდა პედაგოგთა მოლოდინები.

მესამე ინტერვენცია კიდევ ერთი თვის შემდეგ ჩატარდა - მარტში, რადგანაც ისევ იკლო მოსწავლეთა აკადემიურმა მაჩვენებელმა და იმატა გაცდენებმა. ამჟამად ინტერვენცია მიმართული  იყო მოსწავლეთა ქცევის კონტროლისა და მიღებული შედეგების შენარჩუნებისკენ. რამოდენიმეჯერ იქნა ჩატარებული კლასის სააათი, სადაც გულახდილი საუბარი გაიმართა კლასის ქცევასა და აკადემიურ მოსწრებაზე. მოსწავლეებმა გულახდილად აღნიშნეს თავიანთი წარმატებები და წარუმატებლობაც ზოგიერთ საგანში. ამის შემდეგ მშობლებს გაეგზავნათ ინფორმაცია მათი შვილების მიმდინარე შეფასებებისა  და გაცდენების შესახებ. მოწვეული იქნა კლასის კრება რაც მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებაში ჩართვაში, კერძოდ სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობაში მდგომარეობდა.

მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ისინი ჩართულნი არიან სასკოლო აქტივობებში როგორიცაა სკოლისა და  კლასის თვითმართველობა, რომელთა ორგანიზაციით მონაწილეობას ღებულობენ  ვიქტორინებში: „რა, სად, როდის“, „ეტალონი“,  სპორტულ შეჯიბრებებში, მოაწყვეს აგრეთვე სპორტულ-გასართობი  ექსკურსია „ბოულინგ კლუბში“.

ზოგიერთი მათგანი გაწევრიანდა სპორტულ კლუბებში მაგალითად კარატეს, კალათბურთის, და რაგბის. კლასის სხვა მოსწავლეები არიან სხვადასხვა სასწავლო წრის წევრები, მაგალითად, მათემატიკის, უცხო ენის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, ცეკვისა და სხვა , რაც დადებითად აისახება მათ ქცევასა და აკადემიურ წარმატებაზე. შეიცვალა პედაგოგების მიდგომა მათდამი, რამაც გამოიწვის მოსწავლეების დაინტერესება სასწავლო საგნების მიმართ, შედეგებმაც არ დააყოვნა და დადებითად შეცვალა არსებული ვითარება, რაც მნიშვნელოვნად დაეტყო კლასის საერთო მდგომარეობას.

 

 

ნახ. 6         შედეგები

 

პირველი ინტერვენციის შემდეგ 23 მოსწავლიდან იყო 9 დისციპლინარული გადაცდენების  მქონე მოსწავლე. აქედან ქცევა 7 მოსწავლემ  გააუმჯობესა, რაც შეადგენს მთელი კლასის 30,4%-ს პირველი ინტერვენციის შემდეგ დისციპლინარული გადაცდენისთვის ოქმი მხოლოდ ერთ მოსწავლეს დაეწერა ოთხჯერ, ხოლო არცერთი მოსწავლე იქნა დათხოვნილი საგაკვეთილო პროცესიდან. ესე იგი კლასში ქცევა დარეგულირდა 95.7%-ით.

კლასში იყო 11 წარუმატებელი მოსწავლე. აკადემიური მოსწრება გააუმჯობესა 8 მათგანმა რაც შეადგენს მთელი  კლასის 34,7% . კლასში აკადემიური მოსწრება ამაღლდა 86,96%- ით. ამას მოწმობს შემაჯამებელი სამუშაოები და ზეპირი პრეზენტაციები.

ამის შემდეგ მუშაობა წარიმართა ინტერვენციის გარეშე ერთი თვე, მართალია კლასის აკადემიური მოსწრება არ გაუარესებულა, პირიქით ის გაუმჯობესდა კიდეც, მაგრამ იმატა გაკვეთილზე დაგვიანებებმა და გაცდენებმა და დაფიქსირდა სულ 1487 გაცდენა პირველი სემესტრის შემდეგ ორი თვის განმავლობაში, მაგრამ პირველ სემესტრთან შედარებით მათი რიცხვი მაინც 1348-ით შემცირდა, რაც 47,54%-ია.

მეორე ინტერვენვიის შემდეგ მოსწავლეთა მოტივაცია მნიშვნელოვნად ამაღლდა და  საგაკვეთილო პროცესისადმი დაინტერესება გაიზარდა, რასაც მოწმობს მათი აკადემიური მოსწრება.

ნახ.6   შედეგები

 

მესამე ინტერვენცია გამიზნული იყო ქცევის კონტროლის გაძლიერებაზე, გაცდენების შემცირებასა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებაზე, რამაც  იმატა ინტერვენციის შეწყვეტის შემდეგ. არსებული მდგომარეობიდან გამოსვლის მიზნით 2019 წლის 23 მარტს მოწვეული იქნა მშობელთა კრება მიმდინარე აკადემიური წარმატებების გაცნობის მიზნით. ვთხოვე აქტუირად ჩაბმულიყვნენ შვილის სასკოლო ცხოვრებაში, შეექმნათ შესაბამისი გარემო მათი მდგომარეობის გამოსასწორებლად. ხოლო ჩვენი პედაგოგების მხრიდან ყოველთვის იქნებოდა მოსწავლეების მხარდაჭერა ამ მიმართულებით. მარტის შუა რიცხვებში შევამოწმე მოსწავლეთა გაცდენები და აკადემიური მოსწრება ახლა უკვე II სემესტრში ჩატარებული საკონტროლო წერების მიხედვით.  I და II  წერის მიხედვით არადამაკმაყოფილებელი შეფასებათა ჯამი  სამი ძირითადი საგნის (ქართული, მათემატიკა, ინგლისური) მიხედვით ერთად აღებული არის - 23. ქართული N1 წერა - 6 არადამაკმაყოფილებელი, N2 წერა- 2; მათემატიკა N1 წერა - 6 არადამაკმაყოფილებელი, N2 წერა-8; ინგლისური N1 წერა - 1 არადამაკმაყოფილებელი, N2 წერა - 0, ე.ი. ქართულში და ინგლისურში გაუმჯობესდა შედეგები, ხოლო მათემატიკაში კი გაუარესდა 2 ერთეულით, მეორე სემესტრში მეორე წერაში პირველ წერასთან შედარებით, მაშინ როცა I  სემესტრში ქართულ წერაში  სულ იყო 20 არადამაკმაყოფილებელი, მათემატიკაში -36, ხოლო ინგლისურში - 1. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ განხორციელებული ინტერვენციის შედეგად ზოგადად ამაღლდა მოტივაცია, გაიზარდა მოსწავლეთა ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში. სუსტი აკადემიური მოსწავლეების დამოკიდებულებაც შეიცვალა საგაკვეთილო პროცესის მიმართ. მათ გაუჩნდათ ინტერესი და რწმენა, რომ დაუძლეველი არაფერია, საჭიროა მხოლოდ მონდომება, მხარდაჭერა როგორც მშობლებისა და თანაკლასელების, ასევე პედაგოგთა მხრიდანაც.

Xკლასის მოსწავლებმა  აპრილის დასაწყისში მონაწილეობა მიიღეს ვიქტორინაში „რა, სად, როდის“ და დაიკავეს III ადგილი. ამავე თვეს გვქონდა ექსკურსია „ბოულინგ კლუბში“, სადაც გამოჩნდა მოსწავლეთა შორის მეგობრული დამოკიდებულება და გუნდურობა. ამჟამად ემზადებიან გონებრივ თამაშში „ეტალონი“ მონაწილეობის მისაღებად. მე იმედი მაქვს, რომ ისინი გამოამჟღავნებენ თავიანთ ცოდნას წარმატების მისაღწევად.

 

 

ნახ.7  შედეგები

 

 

 

დასკვნა.

 

მოსწავლეთა ქცევის დარეგულირება, მათი დაინტერესება, მოტივაციის ამაღლება და საგაკვეთილო პროცესში ჩართვა გამოიწვევს აკადემიური მოსწრების ამაღლებას, სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებას. ეს ხელს შეუწყობს მოსწავლეეებს უკეთ ჩასწვდნენ შესასწავლ მასალას და იყვნენ წარმატებულნი. მოზარდებს დაურეგულირდებათ სოციალურ-ემოციური მდგომარეობა. გარდა ამისა მოსწავლეთა ჩართულობა და აკადემიური წარმატება გავლენას მოახდენს მოსწავლეთა განათლებაზე, განუვითარებს მათ მოლოდინებს და საკუთარი შესაძლებლობების რწმენას. მოსწავლეებს გაუჩნდებათ წარმატების მიღწევის სურვილი, ამისათვის პედაგოგები თითოეულ მოსწავლეს ინდივიდუალურად უნდა მიუდგნენ, გაუწიონ მხარდაჭერა და შეუქმნან უსაფრთხო გარემო, დაეხმარონ მოსწავლეებს იყვნენ თავდაჯერებულნი და თამამად შეხვდნენ რისკებს და ჩამოუყალიბონ მათ საკუთარი თვითრეგულირების და სოციალური უნარ-ჩვევები, რომელიც  მოიცავს სხვადასვხა ქცევას და მოსწავლეს დაეხმარება სხვებთან ურთიერთობის ჩამოყალიბებაში. ყველაფერი ეს კი აისახება მათ აკადემიურ წარმატებაზე.

პეგაგოგიური პრაქტიკის კვლევა ეხმარება მკვლევარს პროფესიულ განვითარებაში, ახალი გზების დასახვასა და პრობლემების გადაჭრაში. ის მნიშვნელოვანია მკვლევარის კოლეგებისთვისაც. ხდება აზრთა და გამოცდილებათა ურთიერთგაზიარება, ვინაიდან ანალოგიური პრობლემის წინაშე შეიძლება ნებისმიერი პედაგოგი აღმოჩნდეს, ხოლო ეს კვლევა კი დაეხმარემა მას პრობლემის გადაჭრის გზების ადვილად მიგნებაში და საკუთარი პრაქტიკის სრულყოფაში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

რეკომენდაციები.

 

1.       მოსწავლეთა ინდივიდუალური მიდგომა პედაგოგების მხრიდან მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით.

2.       მოსწავლის დაინტერესება-წახალისება სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენებით.

3.       გაკვეთილის ისე დაგეგმვა, რომ ინტერესი გამოიწვიოს მოსწავლეებში.

4.       მშობლის როლის გაზრდა  მოსწავლეთა სწავლა-სწავლების პროცესში.

5.       მოსწავლეთა ჩართვა სასკოლო  და კლასგარეშე საქმიანობაში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბიბლიოგრაფია.

 

1.       ბოჭორიშვილი მ., (2012)., ინერნეტ გაზეთი „განათლება -თავისუფლებაა“., „უზნაძის თეორია და პედაგოგიკა“. ციფრული რესურსი: https//www.Mastsavlebeli.ge

 

2.        Gaylas Keesee., Last edited  ( 2012 )., Wiki, TRL Home., “ Teaching and Learning Resources”., გადმოწერილია 2019 წლის 20 იანვარს., ციფრული  რესურსი:  https//teachinglearningresourcec.pbworks.com

 

 

3.       David Blazar and Matthew A Kraft., Published Online (2016)., HHS Public Access., Author’s Manuscript., Educ Eval Policy Anal., “ Teacher and Teaching Effects on Students Attitudes”., გადმოწერილია 2018 წლის 20 დეკემბერს., ციფრული რესურსი: https//www.ncbi.nlm.nih.gov

       4. Teresa M. Akey Ph.D., Published (2006).,” School Context,’ Student’s Attitude and Behaviour and

            Academic Achievement : An Exploratory Analysis”., გადმოწერილია 2019 წლის 25 იანვარს.,   

            ციფრული რესურსი:https//eric.ed.gov

 

5.       ინასარიძე მ, ლობჟანიძე ს, რატიანი მ, სამსონია ი., (2016)., “ მასწავლებლის საქმიანობის    

             დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი              

            ( თბილისი:  „მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი“).

 

6.       Kristen P. Kremer., Andrea Flower, Jin Huang and Michael G. Vaughn., Published Online (2016)  “Behaviour Problems and Children’s Academic Achievement”., გადმოწერილია 2019 წლის 22 იანვარს., ციფრული რესურსი:  https//google.com

 

7.        ლობჟანიძე ს., (2012)., ინტერნეტგაზეთი „ განათლება-თავისუფლებაა“., “როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევა“. ციფრული  რესურსი: https//www. Mastsavlebeli.ge

 

8.        Matt DeLisi, Michael G. Vaughn and Matto (2013)., ELSEVIER Ltd., Article INFO., Lowa State  University., Saint Louis University., “Foundation for Temperament-Based Theory of Antisocial  behaviour and Criminal Justice System Involvement”., გადმოწერილია 25 იანვარს., ონლაინ რესურსი: https//www.academia.edu

 

9.       ნათელა იმედაძე, ნათია ჯანაშია, სოფიო გორგოძე (2008)., განვითერებისა და სწავლების თეორიები., დამხმარე სახელმძღვანელ., (განწყობის თეორია. „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი“ : 66:68 ).

 

11.   Sonja Pecjak, Melita Puklek, MilenoValencic Zuljan, Jana Kalin ., (2009 ).,American Psychological Association., APA PsycNet., “Student’s Social Behaviour in  Relation to their Academic Achievement in Primary and Secondary Schools :Teacher’s perspecrive”., გადმოწერილია 2019 წლის 28 დეკემბერს., ციფრული რესურსი: https//www.psycnet.apa.org

     12 . სიხარულიძე მ., (2013)., ინტერნეტგაზეთი „განათლება - თავისუფლებაა., „სწავლის

           მოტივაცია-თეორია და სტრატეგიები“. ციფრული  რესურსი: https//www. Mastsavlebeli.ge

 

13.   Wikipedia the free encyclopedia, Last edited (2018)., “Educational Technology”., გადმოწერილია 2018 წლის 15 დეკემბერს., ციფრული რესურსი: https//en.wikipedia.org

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 1.

ინტერვიუ X კლასის მოსწავლეებთან

რესპოდენტები: X

დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლე -4

საშუალო აკადემიური მოსწრების მოსწავლე - 2

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლე -1

 

მოგესალმებით!

ვატარებ  ქცევის დარღვევით  გამოწვეული აკადემიურ მოსწრებასთან დაკავშირებული პრობლემების კვლევას. მჭირდება თქვენი თანადგომა. გთხოვთ მოცემულ კითხვებს გულახდილად გასცეთ პასუხი.

1.       ახდენს თუ არა ქცევა მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზე გავლენას?

 

2.       ცდილობ თუ არა თქვენი ქცევით სხვისი ყურადღბის მიქცევას?

 

3.       საჭიროა თუ არა ქცევის წესების გამოკვრა და მათი ხშირი შეხსენება?

 

4.       რა რეაქცია გაქვთ, როცა ხედავთ როგორ არღვევს თქვენი მეგობარი ქცევის წესებს?

 

5.       თქვენი აზრით ქცევის გარდა რა ფაქტორები განაპირობებენ მოსწავლის აკადემიურ წარმატემას?

 

6.       ცდილობ თუ არა მეგობარს მიბაძო არასასურვალ ქცევაში და რატომ?

 

7.       რა არის საჭირო იმისათვის , რომ მოსწავლემ შეცვალოს არასასურველი ქცევა?

 

 

 

 

დანართი 2.

ინტერვიუ ფოკუს ჯგუფთან

ფოკუს ჯგუფი: X  კლასის მოსწავლეები: ქცევის დარღვევისა და ამასთანავე დაბალი აკადემიური მოსწავლე - 2

ინტერვიუს კითხვები:

მოგესალმებით!

ვატარებ  ქცევის დარღვევით  გამოწვეული აკადემიურ მოსწრებასთან დაკავშირებული პრობლემების კვლევას. მჭირდება თქვენი თანადგომა. გთხოვთ მოცემულ კითხვებს გულახდილად გასცეთ პასუხი.

       1. თქვენი აზრით აქვს თუ არა მნიშვნელობა ქცევას თქვენს აკადემიურ წარმატებაში?

 

2.       რა განაპირობებს თქვენს არასასურველ  ქცევას გაკვეთილზე?

 

3.       ხართ თუ არა მოტივირებული და ჩართული საგაკვეთილო პროცესში?

 

 

4.       მიგიციათ თუ არა თანაკლასელისთვის შენიშვნა, როცა მისი ქცევა ხელს უშლის საგაკვეთილო პროცესს?

 

5.       როდესაც არაკორექტულად იქცევით შეგიძლიათ მისი გაცნობიერება და აღიარება?

 

6.       რა ცვლილებებს შეიტანდით თქვენს ქცევაში?

 

 

7.       რა ფაქტორები უნდა განაპირობებდნენ თქვენს აკადემიურ წარმატებას?

 

 

8.       როგორ ფიქრობთ თუ შეცვლით თქვენს ქცევას გამოიწვევს თუ არა ის ცვლილებას თქვენს აკადემიურ წარმატებაში?

დანართი 3.

ინტერვიუ X   კლასის პედაგოგებისთვის

მოგესალმებით!

ვატარებ  ქცევის დარღვევით  გამოწვეული აკადემიურ მოსწრებასთან დაკავშირებული პრობლემების კვლევას. მჭირდება თქვენი თანადგომა. გთხოვთ მოცემულ კითხვებს გულახდილად გასცეთ პასუხი.

 

 

1.       რამდენად რთულია თქვენი საგანი იმისათვის, რომ ამან განაპირობოს მოსწავლის ქცევის პრობლემა?

 

 

2.       რამდენად საინტერესოდ არის თქვენი გაკვეთილები დაგეგმილი?

 

 

3.       უნაწილებთ თუ არა თანაბრად ყურადღებას სხვადასხვა აკადემიური მონაცემების მქონე მოსწავლეებს?

 

4.       ეხმარებით თუ არა აკადემირად ჩამორჩენილ მოსწავლეებს?

 

5.       ატარებთ თუ არა კლასგარეშე გაკვეთილებს (საუბრებს)?

 

 

 

6.       ხართ თუ არა ობიექტური მოსწავლის შეფასებისას?

 

7.       მოსწავლის რა მასტიმულირებელი მეთოდები გეხმარებათ აკადემიური მაჩვენებლების გაუმჯობესებაში?

 

დანართი 4.

კითხვარი Xკლასი მოსწავლეთათვის

 

მოგესალმებით!

ვატარებ პრაქტიკულ კვლევას ქცევის დარღვევით  გამოწვეული აკადემიურ მოსწრებასთან დაკავშირებული პრობლემების კვლევას. მჭირდება თქვენი თანადგომა. გთხოვთ მოცემულ კითხვებს გულახდილად გასცეთ პასუხი.

1.       სქესი

§  მდედრობითი

§  მამრობითი

2.       თქვენი აზრით რაზეა დამოკიდებული მოსწავლის წარმატება თუ წარუმატებლობა?

§  ქცევა

§  მოტივაცია

§  ორივე ერთად

3.       რამდენად ხართ დაინტერესებული თქვენი აკადემიური წარმატებით?

§  ნაკლებად

§  სრულად

§  ნაწილობრივ

4.       გიშლით თუ არა თქვენი ქვევა ხელს ყურადღების კონცენტრირებაში?

§  ნაკლებად

§  სრულიად

§  ნაწილობრივ

5.       სამართლიანად გექცევიან, როცა არღვევთ ქცევის წესებს?

§  დიახ

§  არა

§  ნაწილობრივ

6.       თქვენი აზრით რა ფაქტორები მოქმედებენ მოსწავლის ქცევაზე?

§  ყურადღების დეფიციტის ნაკლებობა

§  თვითდამკვიდრების სურვილი

§  სოციალური

7.       შეცვლიდით თუ არა ქცევას აკადემიური წარმატების მისაღწევად?

§  დიახ

§  არა

§  ნაწილობრივ

 

 

დანართი 5.

კითხვარი Xკლასი მშობელთათვის

მოგესალმებით!

ვატარებ პრაქტიკულ კვლევას ქცევის დარღვევით  გამოწვეული აკადემიურ მოსწრებასთან დაკავშირებული პრობლემების კვლევას. მჭირდება თქვენი თანადგომა. გთხოვთ მოცემულ კითხვებს გულახდილად გასცეთ პასუხი.

1.       სქესი

§  მდედრობითი

§  მამრობითი

2.       რა წიგნებს კითხულობს სახლში?

§  სათავგადასავლო

§  ფანტასტიკა

§  რომანი

3.       როგორ ატარებს თავისუფალ დროს?

§  წიგნს კითხულობს

§  კომპიუტერთან ზის

§  მეგობრებთან ურთიერთობს

4.       როგორ იქცევა მოზარდი ოჯახში?

§  გაღიზიანებულია და ხშირად გეპასუხებათ

§  ცდილობს უგულებელყოს თქვენი საუბარი

§  მშვიდია და დადებითად იღებს მიცემულ შენიშვნებს

5.       როგორ იქცევით როცა მოზარდი არღვევს ქცევის წესებს?

§  უჯავრდებით საქციელისთვის

§  უგულებელყოფთ მის ქვევას

§  არიგებთ როგორ უნდა მოიქცეს

6.       თქვენი აზრით რა ფაქტორები განაპირობებენ მოზარდის აკადემიურ მოსწრებას?

§  სოციალური

§  ეკონომიკური

§  მშობლის როლის

7.       რამდენად ხშირად საჭიროებს მოზარდი ქცევაზე მითითებას?

§  რეგულარულად

§  პერიოდულად

§  იშვიათად

8.       თქვენი აზრით საჭიროა თუ არა მოზარდთან გულახდილი საუბარი?

§  დიახ

§  არა

§  ნაწილობრივ

 

დანართი 6.

კითხვარი Xკლასი პედაგოგებისთვის

მოგესალმებით!

ვატარებ  ქცევის დარღვევით  გამოწვეული აკადემიურ მოსწრებასთან დაკავშირებული პრობლემების კვლევას. მჭირდება თქვენი თანადგომა. გთხოვთ მოცემულ კითხვებს გულახდილად გასცეთ პასუხი.

1.       სქესი

§  მდედრობითი

§  მამრობითი

2.       თქვენი აზრით აქვს თუ არა მნიშვნელობა ქცევას მოსწავლის აკადემიური მოსწრებისთვის

§  დიახ

§  არა

§  ნაწილობრივ

3.       რა ფაქტორები განაპირობებს მოსწავლის ქვევას?

§  სოციალური

§  ეკონომიკური

§  მშობლის როლის

 

4.       აქვს თუ არა თქვენს საგაკვეთილო პროცესში მოსწავლის ქცევის დარღვევას ადგილი?

§  ხშირად

§  იშვიათად

§  ნაწილობრივ

5.       როგორ იქცევით როცა მოსწავლე საგაკვეთილო პროცესში ხელს გიშლით?

§  უგულებელყოფთ მის ქცევას

§  შენიშვნას აძლევთ

§  უხმობთ მანდატურს

6.       ცდილობთ თუ არა ქცევითი პრობლემების მქონე მოსწავლის მოტივირებას საგაკვეთილო პროცესში ჩასართავად?

§  ყოველთვის

§  იშვიათად

§  ნაწილობრივ

7.       თქვენი აზრით როგორ შეიძლება შევცვალოთ მოზარდის ქცევა?

§  სოციუმის შეცვლით

§  სკოლის შინაგანაწესის გამყარებით

§  სწავლისადმი მიდგომის შეცვლით

 

 

დანართი 7.

კითხვარი Xკლასი მოსწავლეთათვის

მოგესალმებით!

ვატარებ  ქცევის დარღვევით  გამოწვეული აკადემიურ მოსწრებასთან დაკავშირებული პრობლემების პრაქტიკულ კვლევას. მჭირდება თქვენი თანადგომა. გთხოვთ მოცემულ კითხვებს გულახდილად გასცეთ პასუხი.

1.       სქესი

·         მდედრობითი

§  მამრობითი

2.       ხართ თუ არა სწავლისადმი მოტივირებული?

·         დიახ

·         ნაწილობრივ

·         არა

3.       რა განსაზღვრავს თქვენს მოტივაციას?

·         ნიშანი

·         პედაგოგის თქვენდამი დამოკიდებულება

·         საგნისადმი ინტერესი

·         საგაკვეთილო გარემო

4.       გაქვთ თუ არა კლასში უსაფრთხო გარემო?

·         დიახ

·         ნაწილობრივ

·         არა

5.       განიცდით თუ არა სასკოლო წარუმატებლობას?

·         დიახ

·         არა

·         ნაწილობრივ

6.       პრესტიჟულია თუ არა სწავლა თქვენს ოჯახში?

·         დიახ

·         ნაწილობრივ

·         არა

7.       ხშირად გაქებენ თუ არა გაკვეთილზე?

·         დიახ

·         ნაწილობრივ

·         არა

8.       თქვენი აზრით რა გაზრდის თქვენს ინტერესს სწავლისადმი?

·         შინაგანი და გარეგანი მოტივაცია

·         პედაგოგის დამოკიდებულება თქვენდამი

·         სოციუმის დამოკიდებულება სწავლისადმი

დანართი 8.

კითხვარი Xკლასი მშობლებისთვის

მოგესალმებით!

ვატარებ  ქცევის დარღვევით  გამოწვეული აკადემიურ მოსწრებასთან დაკავშირებული პრობლემების პრაქტიკულ კვლევას. მჭირდება თქვენი თანადგომა. გთხოვთ მოცემულ კითხვებს გულახდილად გასცეთ პასუხი.

       1.  სქესი

·         მდედრობითი

·         მამრობითი

2. რამდენად მოტივირებულია თქვენი შვილი სწავლისადმი

·         კარგად

·         ნაწილობრივ

·         ნაკლებად

3.       განიცდის თქვენი შვილი სასკოლო წარუმატებლობას

·         დიახ

·         ნაწილობრივ

·         არა

4.       ხშირად ინტერესდებით თქვენი შვილის აკადემიური მოსწრებით?

·         დიახ

·         არა

·         ნაწილობრივ

5.       ესწრებით თუ არა მშობელთა კრებებს?

·         დიახ

·         იშვიათად

·         არა

6.       შეგაქვთ თუ არა წვლილი თქვენი შვილის არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების საქმეში?

·         დიახ

·         ნაწილობრივ

·         არა

7.       რამდენად ხშირად და გულახდილად საუბრობთ თქვენს შვილთან?

·         ხშირად

·         ნაკლებად

·         იშვიათად

 

 

 კვლევის გეგმა

მოქმედებები

ოქტომბერი

ნოემბერი

დეკემბერი

იანვარი

თებერვალი

მარტი

აპრილი

საკვლევი თემის განსაზღვრა და კვლევის მიზნის ჩამოყალიბება

     X 2018

 

 

 

 

 

 

კვლევის პროცესის დოკუმენტირება-კვლევის დღიურის წარმოება

 

XI 2018

 

 

 

 

 

არსებული კვლევებისა და ლიტერატურის შესწავლა და ანალიზი

 

XII 2018

   X 2019

 

 

 

 

კვლევის მეთოდის შერჩევა და ექსპერტიზა (გამოცდა)

 

 

X 2019

 

 

 

 

მონაცემთა შეგროვება

 

 

 

X 2019

 

 

 

მონაცემთა ანალიზი

 

 

 

X 2019

 

 

 

ინტერვენციების/ქმედებების შემუშავება

 

 

 

X 2019

 

 

 

ინტერვენციების პრაქტიკაში დანერგვა

 

 

 

   X 2019

   X 2019

X 2019

 

ინტერვენციების შეფასება

 

 

 

 

  

X 2019

   X 2019

გამოცდილების გაზიარება/პრეზენტაცია

 

 

 

 

 

 

   X 2019

რეკომენდაციების შემუშავება

 

 

 

 

 

 

   X 2019

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა.

მკვლევარის დღიური.

 

v  ჩემი კვლევის საგანია : „ქცევა როგორც მოსწავლეთა აკადემიური წარმატების      

                                                        საწინდარი და მოტივატორი“.

კვლევის მიზანი: ქცევის დარღვევის მქონე მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებასთან დაკავშირებული პრობლემების გამომწვევი მოზეზების დადგენა. იმ ფაქტორის განსაზღვრა, რომელიც დადებითად ან უარყოფითად ქცევაზე და აქედან გამომდინარე მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე. ქცევის პრობლემის მოგვარების იმ გზების დასახვა, პრაქტიკაში დანერგვა და მიღებული შედეგების შეფასება, რომლებიც ქცევასთან ერთად ხელს შეუწყობს ამ მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებას.

კვლევის ჰიპოთეზა: მოსწავლეები თუ გააუმჯობესებენ ქცევას, მაშინ მათი აკადემიური მოსწრებაც მნიშვნელოვნად ამაღლდება.

მინდა ავღნიშნო რამ გადამაწყვეტინა მეწარმოებინა კვლევა ამ საკითხზე.

2018 წლის სექტემბერში ჩამაბარეს Xკლასი როგორც სადამრიგებლო კლასი. ამ კლასს მე - 9 წელია ვასწავლი უცხო ენას, კერძოდ ინგლისურს. კლასი გამოირჩევა დისციპლინის დარღვევითა და აკადემიური წარუმატებლობით. ახალი სასწავლო წლის დასაწყისშივე ამ კლასში აღინიშნებოდა გარკვეული დისციპლინარული გადაცდენები, კერძოდ სისტემატური დაგვიანებები, უმიზეზო გაცდენები, გაკვეთილებიდან გაპარვები, სკოლის შიდაგანაწესის სისტემატური დარღვევა, სახდელები სადისციპლინო გადაცდენებისთვის. ამას ერთვოდა აკადემიური ჩამორჩენა. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩეოდა 5 მოსწავლე. კლასში არსებულმა ქცევითმა და აკადემიურმა სიტუაციამ გადამაწყვეტინა ჩამეტარებინა კვლევა ქვევის როლზე მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზე და დეფერაგენტული ქვევის გამომწვევ მიზეზებზე.

საკვლევი თემის განსაზღვრა განვახორციელე 2018 წლის ოქტომბერში.

2018 წლის დეკემბრიდან ავირჩიე ფოკუს ჯგუფი და დავიწყე დაკვირვება.

თავდაპირველმა დაკვირვებამ დამანახა მოსწავლეთა მიერ არასერიოზული დამოკიდებულება საგაკვეთილო პროცესის მიმართ. ამიტომ გადავწყვიტე მათ გაკვეთილებზე დასწრება. დასწრებამ დამანახა, რომ მოსწავლეები გაკვეთილებზე მოუწესრიგებელნი და მოუმზადებელნი ცხადდებიან. ხშირი იყო გაკვეთილზე დაგვიანებები, საგაკვეთილო პროცესის უგულებელყოფა და უნებართვოდ სკოლის დატოვება  ანუ გაპარვა. ყოველივე ამას ემატებოდა ყურადღების დაბალი კონცენტრაცია და დაიტერესება საგაკვეთილო პროცესის მიმართ. გაუმართლებელი და არამიზნობრივი წამოძახებები გაკვეთილებზე.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

შედეგმაც არ დააყოვნა და  სემესტრის ბოლოს კლასში აღმოჩნდა 11 წარუმატებელი მოსწავლე არაერთ საგანში.

სემესტრის დამთავრებამდე 4 ჯერ ჩავატარე მშობელთა კრება.

2018 წლის 21 სექტემბერს - პირველ შემთხვევაში კრებას ესწრებოდა როგორც დაბალი, ასევე მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეების 5 მშობელი. ჩემს გაკვირვებას საზღვერი არ ჰქონდა, მე ხომ მათი ახალი დამრიგებელი ვიყავი. მართალია მე  მოსწავლეების ნაწილს ვასწავლიდი, რადგანაც კლასი 2 ჯგუფად იყოფა, მეორე ნაწილს კი  არ ვიცნობდი. მშობელთა რამოდენიმე მათგანი დამიკავშირდა და ბოდიში მომიხადა კრებაზე დაუსწრებლობის გამო, ხოლო ბავშვებმა ეს ფაქტი მშობლების მოუცლელობით ახსნეს.

პირველ კრებას ჰქონდა ზოგადი ხასიათი. მშობლებს გავაცანი სკოლის შიდაგანაწესი, სამომავლო გეგმები. ორივე მხარემ გამოვთქვით  მზადყოფნა თანამშრომლობაზე.

 2018 წლის 12 ოქტომბერს -  მეორე კრებას დაესრწო 7 მშობელი. ალბათ ეს რაოდენობა „მიღწევად“ შეიძლება ჩაითვალოს. მშობლებს გავაცანი კლასის საერთო მდგომარეობა, როგორც ქცევის, ასევე აკადემიური მოსწრების შესახებ.

ჩატარებულმა ორმა კრებამ შედეგი ვერ გამოიღო. მშობლები უჩიოდნენ თავიანთი შვილების დაუმორჩილებლობას და ამ ყველაფერს ასაკსა და გარდატეხის პერიოდს აბრალებდნენ.

2018 წლის 16 ნოემბერს - მე-3 კრება ჩატარდა სკოლის დირექტორის უშუალო მონაწილეობით. კრებას ესწრებოდა 5  მშობელი.

2018 წლის დეკემბრის დასაწყისში სკოლის დირექტორი ინდივიდუალურად პირადად გაესაუბრა იმ მოსწავლეებს თავიანთ მშობლებთან ერთად, რომლებსაც 8-10 სადისციპლინო გადაცდენა ჰქონდათ. იმედი დაისახა, რომ სიტუაცია გამოსწორდემოდა, მაგრამ ცვლილებები არ ჩანდა. დაახლოებით ორი კვირის შემდეგ 13 დეკემბერს მე-4 კრება იქნა მოწვეული დირექტორის ინიციატივით. კრებაზე მშობლები არ გამოცხადდნენ. დიდი ალბათობა იყო, რომ მოსწავლეებმა კრების შესახებ მშობლებს არ შეატყობინეს. რაც შემდგომში გამოირკვა კიდეც.

მეორე სემესტრის დასაწყისში 19 იანვარს მოვიწვიე მშობელთა კრება მოსწავლეთა აკადემკიური მოსწრების გასაცნობად. კრებაზე გამოცხადდა  6 მშობელი. დანარჩენ მოსწავლეებს სახლში გავატანე ნიშნების ფურცელი, არცერთი მშობელი შემხმიანებია.

სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით დისციპლინარული გადაცდენებისთვის 10 სამუშაო დღით დაითხოვეს მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესიდან. საგაკვეთილო პროცესში დაბრუნების შემდეგ მათ უნდა მოეტანათ შესრულებული დავალება. მართალია შესრულებული დავალებები არ მოიტანეს, მაგრამ ზოგიერთმა მათგანმა საგაკვეთილო პროცესისადმი დამოკიდებულება შეცვალა.

ეს პირველი ინტერვენცია იყო სკოლისა და ჩემი, როგორც დამრიგებლის მხრიდან. ვინაიდან შემცირდა უმიზეზო გაცდენების რაოდენობა, გაკვეთილებზე დაგვიანებები და დისციპლინარული გადაცდენები. ორი მოსწავლე გადავიდა პარალელურ კლასში, რამაც ხელი შეუწყო სიტუაციის ოდნავ განმუხტვას. დაკვირვებამ მიჩვენა, რომ თუ კლასში არ იყვნენ ერთმანეთის მხარის ამბმევი მოსწავლეები, მეორე უფრო გულმოდგინედ ერთვებოდა საგაკვეთილო პროცესში.

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------

2018 წლის ოქტომბერსი მოსწავლეებს გავაცანი ჩემი იდეა, რომ სურვილი მქონდა ჩამეტარებინა საკუთარი პედპრაქტიკის კვლევა მოსწავლეთა ქცევასა და აკადემიურ მოსწრებაზე და ვთხოვე თანამშრომლობა. კლასმა თანხმობა განაცხადა.

------------------------------------------------------------------------------------------------------------------

მე შევუდექი საკვლევ საკითხზე მუშაობას  2018 წლის ნოემბრის დასაწყისში. ვიცოდი, რომ სამუშაო შესასრულებლად დიდი და ამავე დროს ძნელი და საპასუხისმგებლო იყო.

--------------------------------------------------------------------------------------------------------------

კვლევის თანმიმდევრობა რომ დამეცვა და განმესაზღვრა ჩემი აქტივობები კერძოდ რის შემდეგ რა უნდა მეკეთებინა 2018 წლის 10 ნოემბერს შევადგინე კვლევის გეგმა.

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------

2018 წლის 15 ნოემბრიდან დავიწყე კვლევის პროცესის დოკუმენტირება - დღიურის წარმოება. ის დამეხმარებოდა მე ნაბიჯ-ნაბიჯ მეწარმოებინა ჩემი კვლევა, განმესაზღვრა რა გავაკეთე და რა დამრჩა კიდევ გასაკეთებელი მიზნის განსახორციელებლად და სასურველი შედეგის მისაღწევად.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

2018 წლის ნოემბრის ბოლოსა და დეკემბერში  შევუდექი არსებული კვლევებისა და ლიტერატურის შესწავლას, დამუშავებასა და ანალიზს. გავეცანი როგორც ქართულ აგრეთვე საზღვარგარეთის მოწინავე ქვეყნების გამოცდილებას:

1. Gaylas Keesee., Last edited  ( 2012 )., Wiki, TRL Home., “ Teaching and Learning Resources”., გადმოწერილია 2019 წლის 20 იანვარს., ციფრული  რესურსი: https//teachinglearningresourcec.pbworks.com

2. Wikipedia the free encyclopedia, Last edited (2018)., “Educational Technology”., გადმოწერილია 2018 წლის 15 დეკემბერს., ციფრული რესურსი: https//en.wikipedia.org

3. Kristen P. Kremer., Andrea Flower, Jin Huang and Michael G. Vaughn., Published Online (2016)  “Behaviour Problems and Children’s Academic Achievement”., გადმოწერილია 2019 წლის 22 იანვარს., ციფრული რესურსი:  https//google.com

4. Teresa M. Akey Ph.D., Published (2006)., School Context,’ Student’s Attitude and Behaviour and Academic Achievement : An Exploratory Analysis”., გადმოწერილია 2019 წლის 25 იანვარს., ციფრული რესურსი:https//eric.ed.gov

5. David Blazar and Matthew A Kraft., Published Online (2016)., HHS Public Access., Author’s Manuscript., Educ Eval Policy Anal., “ Teacher and Teaching Effects on Students Attitudes”., გადმოწერილია 2018 წლის 20 დეკემბერს., ციფრული რესურსი: https//www.ncbi.nlm.nih.gov

6. Sonja Pecjak, Melita Puklek, MilenoValencic Zuljan, Jana Kalin ., (2009 ).,American Psychological Association., APA PsycNet., “Student’s Social Behaviour in  Relation to their Academic Achievement in Primary and Secondary Schools :Teacher’s perspecrive”., გადმოწერილია 2019 წლის 28 დეკემბერს., ციფრული რესურსი: https//www.psycnet.apa.org

7. Matt DeLisi, Michael G. Vaughn and Matto (2013)., ELSEVIER Ltd., Article INFO., Lowa State  University., Saint Louis Iniversity., “Foundation for Temperament-Based Theory of Antisocial  behaviour and Criminal Justice System Involvement”. გადმოწერილია 25 იანვარს., ონლაინ რესურსი: https//www.academia.edu

8.  ბოჭორიშვილი მ., (2012)., ინერნეტ გაზეთი „განათლება -თავისუფლებაა“., „უზნაძის თეორია და პედაგოგიკა“. ციფრული რესურსი: https//www.Mastsavlebeli.ge

9. სიხარულიძე მ., (2013)., ინტერნეტგაზეთი „განათლება - თავისუფლებაა., „სწავლის მოტივაცია-თეორია და სტრატეგიები“. ციფრული  რესურსი: https//www. Mastsavleb

10. ლობჟანიძე ს., (2012)., ინტერნეტგაზეთი „ განათლება-თავისუფლებაა“., “როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევა“. ციფრული  რესურსი: https//www. Mastsavlebeli.ge

 11 ინასარიძე მ, ლობჟანიძე ს, რატიანი მ, სამსონია ი., (2016)., “ მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი“, ნაწ I. თბილისი: „მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი“

ინფორმაცია ონლაინ ჟურნალ-გაზეთებიდან გადმოვწერე დეკემბერ-იანვრის თვეებში.

---------------------------------------------------------------------------------------------------------------

დეკემბერში კვლევის ეფექტურობის მიზნით მონაცემთა შესაგროვებლად გამოვიყენე კვლევის თვისობრივი და რაოდენობრივი მეთოდები. თვისობრივ მეთოდად გამოვიყენე დაკვირვება და ინტერვიუ, ხოლო რაოდენობრივად კი ანკეტირება, რომელიც შედგებოდა როგორც დახურული, ასევე ღია კითხვარებისგან.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

იანვრის შუარიცხვებში კიდევ ერთხელ გავესაუბრე მოსწავლეებს, რომ მათ კვლევის მიზნებიდან გამომდინარე მოუხდებოდათ ინტერვიუს მიცემა და კითხვარების შევსება, ხოლო მათ მშობლებს კითხვარის შევსება.

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------

2019 წლის 11 თებერვალს ჩამოვართვი მათ ინტერვიუ.

ჩამოვართვი სამი ინტერვიუ. რესპოდენტები იყვნენ მაღალი, საშუალო და დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები სულ 7 მოსწავლე და ფოკუს-ჯგუფი. ფოკუს-ჯგუფი  ის მოსწავლეებია რომლებსაც გააჩნდათ სისტემატური ქცევის დარღვევასა და აკადემიური მოსწრებასთან დაკავშირებული პრობლემები. აქედან ორი მათგანი დამთანხმდა ინტერვიუზე. ინტერვიუში ცალკე მონაწილეობა მიიღეს იმ საგმების პედაგოგებმაც, რომლებთანაც გამოიკვეთა სხვადასხვა პრობლემები.

დაკვირვებისა და ინტერვირების საფუძველზე ვქმნი კითხვარებს როგორც მოსწავლეთათვის, ასევე მათი მშობლებისთვის. კითხვარს ვადგენ აგრეთვე მასწავლებლებისთვისაც. მართალია კლასის პედაგოგებთან ყოველდღიური კავშირი მაქვს და ხდება აზრთა ურთიერთგაზიარება, მაგრამ მაინც მინდა მათ ამომწურავად გასცენ ჩემს კითხვებს პასუხი, რათა უფრო მეტი გავიგო არსებული წარმატებების თუ წარუმატებლობის შესახებ.

კვლევაში მონაწილეობის მიღება გამოთქვა ყველა მოსწავლემ, მაგრამ რეალურად მხოლოდ 14 მოსწავლემ და 14 მშობელმა მიიღო მონაწილეობა.  აქედან  მოსწავლე: 9 - ქალი,  5 -  ვაჟი, მშობელი:  13  ქალბატონო,       1- ბატონი.  პედაგოგი- 5 ქალბატონი, 1- ბატონი.   

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------

2019 წლის 17 თებერვალს მოვახდინე ინტერვიუს ენსკრიპტი.

------------------------------------------------------------------------------------------------------------------

იანვარში შევიმუშავე ინტერვენვიები. ეს იყო მშობელთა კრებები, კლასის საათები, გაკვეთილზე დასწრებები, მოსწავლეებთან და  მშობლებთან ინდივიდუალური საუბრები. ინტერვენციები ეტაპობრივად დავგეგმე იმისდამიხედვით თუ რა დროს და რა სახით იქნებოდა მათი განხორციელება საჭირო.

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------

პირველი ინტერვენცია განვახორციელე იანვარში. ამან მნიშვნელოვნად შეამცირა სადისციპლინო გადაცდომები, მაგრამ რაც შეეხება მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებას, მის წინსვლას არაფერი დასტყობია. ამიტომ თებერვალში გადავწყვიტე განმეხორციელებინა მეორე ინტერვენცია   აკადემიური მოსწრების ასამაღლებლად, რაც მიმართული იქნებოდა მოსწავლეთა დაინტერესება - მოტივირებაზე პედაგოგების მხრიდან.

------------------------------------------------------------------------------------------------------------------

2019 წლის 18 თებერვალს განვახორციელე მეორე ინტერვენცია მოსწავლეთა აკადემიური მაჩვენებლის ამაღლების მიზნით. ინტერვენცია მიზნად ისახავდა მოსწავლეთა სტიმულირებასა და დაინტერესებას საგაკვეთილო პროცესის მიმართ. ასევე გარეგანი და შინაგანი მოტივაციის გაღვივებას, მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესის მიმართ დადებითად განწყობას.

მარტის შუა რიცხვებში განვახორციელე მესამე ინტერვენცია, რადგანაც ისევ იკლო მოსწავლეთა აკადემიურმა მაჩვენებელმა და იმატა გაცდენებმა. ამჟამად ინტერვენცია მიმართული  იყო მოსწავლეთა ქცევის კონტროლისა და მიღებული შედეგების შენარჩუნებისკენ.

2019 წლის მარტის ბოლო - მონაცემების შემდგომი დამუშავება ანალიზი.

დავიწყე შეგროვებული მონაცემების ანალიზი, გამოვიანგარიშე მათი პროცენტული რაოდენობა და გამოვსახე ისინი სქემებით.

იანვარიდან ეტაპობრივად დავიწყე  მონაცემთა შეგროვება, რადგანაც ინტერვენციები მიმდინარეობდა ეტაპობრიდად, ამიტომ მონაცემთა ანალიზსაც ვაკეთებდი მათი შეგროვებიდან გამომდინარე თანდათანობით რამაც მოიცვა იანვარი-მარტის თვეები.

---------------------------------------------------------------------------------------------------------------

კვლევის წარმოების განმავლობაში რამოდენიმეჯერ შევხვდი კოლეგებს, ოქტომბერში, როცა ჩემი გადაწყვეტილება გავანდე, შემდეგ 23 თებერვალს და 6 მარტს.  მაინტერესებდა მათი აზრი და ის რჩევები, რომლებსაც ისინი მომცემდნენ.  კოლეგები რჩევას მაძლევდნენ. მეც ვითვალისწინებდი მათ რჩევებს სასურველი მიზნისა და შედეგების მისაღწევად.

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------

2019 წლის  აპრილის დასაწყისში დავდე ის შედეგები რა შედეგებზეც გავედი გამოყენებული კვლევის მეთოდებით.

------------------------------------------------------------------------------------------------------------

2019 წლის აპრილში შეფასების ჯგუფს წასაკითხად წარვუდგინე ჩემი კვლევა. ამავე თვეს დაგეგმილი მაქვს  “Power Point”- ის გამოყენებით მოვახდინო კვლევის სრული პრეზენტაცია რათა  გავაცნო ის სკოლის პედაგოგთა ფართო საზოგადოებას და მივიღო მათგან უკუკავშირი.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

კვლევის დასრულებისას შევიმუშავე რეკომენდაციები რომლებიც შემდეგში მდგომარეობს:

1.       მოსწავლეთა ინდივიდუალური მიდგომა პედაგოგების მხრიდან მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით.

2.       მოსწავლის დაინტერესება-წახალისება სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენებით.

3.       გაკვეთილის ისე დაგეგმვა, რომ ინტერესი გამოიწვიოს მოსწავლეებში.

4.       მშობლის როლის გაზრდა  მოსწავლეთა სწავლა-სწავლების პროცესში.

5.       მოსწავლეთა ჩართვა სასკოლო  და კლასგარეშე საქმიანობაში.

 

---------------------------------------------------------------------------------------------------------------

დაბოლოს მინდა აღვნიშნო, რომ პეგაგოგიური პრაქტიკის კვლევა დამეხმარა პროფესიულ განვითარებაში, ახალი გზების დასახვასა და პრობლემების გადაჭრაში. ბევრი რამ მასწავლა, ღრმად ჩამახედა არსებული პრობლემების არსში, კიდევ უფრო დამაახლოვა მოსწავლეებთან, პედაგოგებთან, რადგანაც დიალოგების, ჩატარებული აქტივობებისა და აზრთა ურთიერთგაზიარების შედეგად ძირითადად გადაჭრილი იქნა  ის პრობლემები რაც X კლასში არსებობდა.

2019 წლის 15 აპრილს შეფასების ჯგუფისა და კოლეგების წინაშე წარვადგინე კვლევა.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

2019 წლის 16 აპრილს მივიღე კოლეგებისგან უკუკავშირი:

თეონა ლომაძე: ჩემი კოლეგას, თამილა თურქიას კვლევის საკითხი ყველა პედაგოგისთვის საინტერესო და აქტუალურია, რადგან საბაზო და სასუალო სკოლის პედაგოგებს მუდმივად გვაქვს ქცევის დარღვევით გამოწვეული აკადემიური ჩამორჩენილობის შემთხვევები.

ყურადღებით გავეცანი თამილას კვლევის იმ ნაწილს, რომელშიც ინტერვენციები და რეკომენდაციებია მოცემული.

იმის გამო, რომ მოსწავლეთა ქცევა ძირითადად ერთი და იმავე მიზეზებიათ არის გამოწვეული და ჩემს კლასშიც იგივე პრობლემებია, შევეცდები გავითვალისწინო თამილას რეკომენდაციები.

 

ელენე ბურდული: დავესწარი თამილა თურქიას საკუთარი პედაგოგიური კვლევის „ ქცევა როგორც აკადემიური მოსწრების საწინდარი და მოტივატორი“ პრეზენტაციას. პედაგოგმა საკვლევი თემა შეარჩია საკითარი კლასის (ის ამ კლასის დამრიგებელია) საჭიროებიდან გამომდინარე. მან მრავალმხრივი მუშაობა ჩაატარა. გამოიყენა თვოსობრივი და რაოდენობრივი მეთოდები და გავიდა შედეგზე. ჩატარებული კვლევა და პრეზენტაცია ჩემთვის საინტერესო იყო, რადგან ვფიქრობ რომ მის რეკომენდაციებს გამოვიყენებ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში.

 

ეკა ქავთარია: ა.წ. 15 აპრილს თ.თურქიამ გაგვაცნო თავისი კვლევის ანგარიში. თემა ძალიან საინტერესო, და ამავე დროს აქტუალურია. კვლევა ჩატარდა სადამრიგებლო კლასში, სადაც მეც შევდივარ. მართალია არჩევით საგანს ვასწავლი და შეფასება არ იწერება, თუმცაღა შესაძლებელია მოცემული რეკომენდაციების გამოყენება.

 

მაია ლომსაძე: მოვისმინე ქ.-ონ თამილა თურქიას კვლევის პრეზენტაცია  „ ქცევა როგორც მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების საწინდარი და მიტივატორი“. თემა აქტუალურია და ძალიან საინტერესო ჩემთვის, რადგან მე თვითონ ვმუშაობ ამ კლასში, როგორც პედაგოგს მეც მქონდა სირთულეები ამ ბავშვებთან. აქტიურად ჩავერთვე კვლევის პროცესში და ვიყავი რესპოდენტი, სადაც დავაფიქსირე ჩემი აზრი.

            თამილა თურქიას კვლევის პროცესში დავინახე, რომ მოსწავლეები გააქტიურდნენ, გარკვეულწილად გადააფასეს ღირებულებები და უკეთესად დაიწყეს მუშაობა. ამ პროცესში მონაწილეობდნენ მშობლებიც რამაც განაპირობა კლასის წინსვლა და შედეგების გაუმჯობესება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გაუნჯობესების პროცესი უნდა შეჩერდეს მუშაობა უნდა გაგრძელდეს.

            პრეზენტაციიდან გავეცანი კვლევის ეტაპებს, საინტერესო იყო განხორციელებული აქტივობები და ინტერვენციები, მის მიერ განხილული ლიტერატურა და ზოგადად კვლევა ჩემთვის იყო საინტერესო და სასარგებლო.

 

 

 

 

 

 


Comments

Popular posts from this blog

Articles

თამილა თურქია მოსწავლეთა დაინტერესების მიზნით სხვადასხვა კლასგარეშე აქტივობებში ჩართვა (მაგ. საგნობრივი წრეები, სახელოვნებო ღონისძიებები) 21-ე საუკუნის გადმოსახედინად, რომელიც ცნობილის ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების საუკუნედ, რომ ვიმსჯელოთ დიდი ყურადღება ექცევა სხვადასხვა მოწყობილობებს , „გაჯეტებს“, რომლებსაც თანამედროვე ახალგაზრდობა ხშირად და ზოგჯერ უაზროდ, დროის გასაყვანად იყენებს. ახალ ტექნოლოგიებს მოსწავლე ახალგაზრდობაში მოაქვს როგორც სიკეთე ( მასალის სწრაფი მოძიება, შეტყობინების გაგზავნა, მოშორებით მყოფ ნათესავთან თუ მეგონართაბ დაკავშირება და სხვა), ასევე ზიანიც (მათი ხშირი მოხმარება იწვევს მიჯაჭვულობას, მხედველობისა და სმენის დაქვეითებას, აგრესიას, უინტერესობას გარე სამყაროს მიმართ და ა.შ.). თანამედროვე ცხოვრებაში მოსწავლე ახალგაზრდათა უმეტესობა სულ უფრო ნაკლებად ერთვება სხვადასხვა სასკოლო თუ კლასგარეშე აქტოვობებში. ეს გამოწვეულია როგორც მათი უინტერესობით, მშობელთა ფინანსური არასტებილურობით, ასევე ახალი ტექნოლოგიების ხშირი არამიზნობრივი გამოყენებით, რაც აქვეითებს...

Grammar in use

Auxilliary Verbs and Tenses   Words and prepositions Make and Do Make and do are two of the most common verbs in the English language. We often use them with lots of different situations. It is difficult to remember in which situation we use each of them. A good way to remember is this: a) we use "make" in a situation where we are creating something; b) we use "do" in a situation where we are executing something            that is planned or has already been created. The  Verb - Get

Nature Warns

Deforestation Forests cover 31% of the land area on our planet. They produce vital oxygen and provide homes for people and wildlife. Many of the world’s most threatened and endangered animals live in forests, and 1.6 billion people rely on benefits forests offer, including food, fresh water, clothing, traditional medicine and shelter. But forests around the world are under threat from deforestation, jeopardizing these benefits. Deforestation comes in many forms, including fires, clear-cutting for agriculture, ranching and development, unsustainable logging for timber, and degradation due to climate change. This impacts people’s livelihoods and threatens a wide range of plant and animal species. Some 46-58 thousand square miles of forest are lost each year—equivalent to 48 football fields every minute. Forests play a critical role in mitigating climate change because they act as a carbon sink—soaking up carbon dioxide that would otherwise be free in the atmosphere and contribu...