თამილა თურქია
მოსწავლეთა დაინტერესების მიზნით სხვადასხვა კლასგარეშე აქტივობებში ჩართვა (მაგ. საგნობრივი წრეები, სახელოვნებო ღონისძიებები)
21-ე საუკუნის გადმოსახედინად, რომელიც ცნობილის ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების საუკუნედ, რომ ვიმსჯელოთ დიდი ყურადღება ექცევა სხვადასხვა მოწყობილობებს , „გაჯეტებს“, რომლებსაც თანამედროვე ახალგაზრდობა ხშირად და ზოგჯერ უაზროდ, დროის გასაყვანად იყენებს. ახალ ტექნოლოგიებს მოსწავლე ახალგაზრდობაში მოაქვს როგორც სიკეთე ( მასალის სწრაფი მოძიება, შეტყობინების გაგზავნა, მოშორებით მყოფ ნათესავთან თუ მეგონართაბ დაკავშირება და სხვა), ასევე ზიანიც (მათი ხშირი მოხმარება იწვევს მიჯაჭვულობას, მხედველობისა და სმენის დაქვეითებას, აგრესიას, უინტერესობას გარე სამყაროს მიმართ და ა.შ.). თანამედროვე ცხოვრებაში მოსწავლე ახალგაზრდათა უმეტესობა სულ უფრო ნაკლებად ერთვება სხვადასხვა სასკოლო თუ კლასგარეშე აქტოვობებში. ეს გამოწვეულია როგორც მათი უინტერესობით, მშობელთა ფინანსური არასტებილურობით, ასევე ახალი ტექნოლოგიების ხშირი არამიზნობრივი გამოყენებით, რაც აქვეითებს ახალგაძრდის ინტერესს სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებების თუ აქტივობების მიმართ. ამიტომ, მოსწავლეთა დაინტერესების მიზნით მათი სხვადასხვა აქტივობებში ჩასართავად საჭიროა ჩავატაროთ საუბრები კლასის საათის სახით, დავათვალიერებინოთ ის კაბინეტები სადაც უკვე ჩართული მოსწავლეები აგრძელებენ თავიანთ საქმიანობას. ავუხსნათ, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის სხვადასხვა წრეებში ჩართვა, რაც დაეხმარება როგორც ფიზიკურ, ასევე გონებრივ განვითარებაში. მოსწავლეთა აზრები შეიძლება აქ 2–ად გაიყოს. ერთნი უპირატესობას მიანიჭებენ ინტელექტს და სურვილი ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ინტელექტუალურ თამაშებში და გაერთიანდნენ გონიერთა და საზრიანთა წრეში. სკოლაში სასურველია ინტელექტუალური თამაშები ხშირად გაიმართოს სხვადასხვა საგნებში და მოსწავლეებმა აქტიურ მონაწილეობა მიიღონ არამარტო სკოლაში არამედ მის ფარგლებს გარეთაც. სასურველია ვისაუბროთ წრეებში ჩართული ბვშვების წარმატებებზე ისეთ ინტელექტუალურ თამაშებში როგორიცაა „რა, სად, როდის, ეტალონი“. საუბრის შემდეგ შეიძლება ისეთმა მოსწავლეებმაც მიიღონ მონაწილეობა, რომლებიც პასიურები არიან კლასგარეშე აქტივობებში. მიმაჩნია, რომ ასეთი წრეები და თამაშები ხელს უწყობს მოსწავლეებში როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური ინტელექტის განვითარებას, ურთიერთთანამშრომლობას, ქცევას შესაბამის სიტუაციაში.
ბევრი მოსწავლე გამოირჩევა შემოქმედებითი თვალსაზრისით. გააჩნიათ კარგი ხედვა და აღქმის უნარი, იუმორითაც გამოირჩევიან, ამიტომ მნიშვნელოვნად ვთვლი მათ ჩართვას დრამატულ, მხატვრული კითხვისა და სახელოვნებო საქმიანობის წრეებში. ამაში დაგვეხმარება ცნობილი მსახიობების მოწვევა და მასტერკლასების ჩატარება, სპექტაკლებზე დასწრება. სასურველია აგრეთვე მოსწავლეებმა თვითონ მიიღონ მონაწილეობა: წაიკითხონ ლექსი, მონოლოგი ან გაითამაშონ როლი. ნაწილი მოსწავლეებისა უკვე ჩართულია ხატვის, ქარგვის, თექაზე მუშაობის წრეებში. კარგია მათი მოწვევა და მომავალ მსურველებთან გასაუბრება. სკოლაში მოეწყოს მათი ნახატების გამოფენაც, რაც სკოლის ინტერიერსა და გარემოს უფრო მიმზიდველსა და შინაარსიანს გახდის. მოსწავლეს შეუქმნის ესთეტიკური სილამაზის, სიამაყისა და უსაფრთხო გარემოს განცდას.
აღსანიშნავია, ვაჟ მოსწავლეთა უმეტესობა გამოთქვამს სურვილს სკოლის ისეთ სპორტულ წრეებში ჩართვისა, როგორიცაა კალათბურთი, ფეხბურთი, რაგბი და ჭიდაობა ვინაიდან მათი მეგობრები არიან ამ წრეებში გაერთიანებულნი და აქტიურ მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა სასკოლო თუ სკოლის გარეთ შეჯიბრებებში. გარდა ამისა ვაჟები სპორტის ამ სახეობებს თვლიან ნამდვილ მამაკაცურ აქტივობად, რომელიც მოითხოვს კარგ ფიზიკურ მომზადებას, გამძლეობას, ბრძოლისუნარიანობას, გამჭრიახობას, ყურადღების კონცენტრაციას და მოწინააღმდეგის გონივრულ შეფასებას.
რაც შეეხება გოგონებს, მათ სურთ გაერთიანდნენ ცეკვის ან დრამატულ წრეში, ისეთიხელსაქმის წრეებში როგორიცაა ქარვა, თექაზე მუშაობა. ხატვა და ცეკვაც მათთვის მისაღებია. ცეკვა უყალიბებს მათ ნებისყოფას, დამოუკიდებლობას და მოხდენილობა–გრაციოზულობას, მათ მოსწონთ ეს, როგორც არაერთი საუბრიდან აღუნიშნავთ. პატარა მოცეკვავეები, როლებიც უკვე გაერთიანებულნი არიან აღნიშნულ წრეებში ხშირად საუბრონებ თავიანთ წარმატებებზე, მოგზაურობებზე სხვადასხვა ქალაქებსა და ქვეყნებში და ვიდეო ფირებაც დებენ. ასეთი საუბრები ინტერესს უღვივებს მათ თანატოლებს და სურვილს გამოათქმევინებს წრეში გაერთიანებისა. ზოგიერთი მათგანი შეიძლება სტუდიასაც ეწვიოს დათვალიერების მიზნით. ხატვა ეხმარება მათ სამყაროს აღქმაში, მომავლის ხედვაში, ცნობიერების გაღვივებაში.
მოსწავლეთა წრეებში აქტიურად ჩართვის მიზნით ვთვლი, რომ აუცილებელია სკოლაში გახსნას სხვადახსვა წრე, სადაც სხვადახსვა ინტერესის მქონე მოსწავლეს საშუალება ექნება გამოავლინოს ნიჭი, მიდრეკილება, რამაც შეძლება ხელი შეუწყოს კიდეც მომავალი პროფესიის არჩევაში. მაგალითად, ავიღოთ დრამატული წრე. ზოგიერთი მოსწავლე ოცნებობს მსახიობობაზე, ზოგს მომღერლობა სურს. ამიტომ მათი შემდგომი პროფესიული განვითარების, სასცენო ხელოვნების დაუფლების მიზნით ვურჩიოთ გაერთიანდნენ დრამწრეში, სადაც ისინი უამრავ თვისებებს შეიძენდნენ ამ მიმართულებით.
ასეთი საუბრები მოწვეული სტუმრებისა და წრეში უკვე გაერთიანებული თანატოლი მოსწავლეებისა, რომლებიც გამოთქვამენ აზრს კლასგარეშე საქმიანობის მნიშვნელობის შესახებ დაინტერესებას გამოიწვევს მოსწავლეებში და ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით მათ განვითარებას. აღნიშნული შეკრებები ორმხრივად საინტერესო და სახალისოა. მოწვეული სტუმრები თუ თანატოლები მოგვითხრობენ თავიანთი ცხოვრების შესახებ და ამავე დროს ერთგვარ რეკლამასაც, უკეთებენ წრეებს სთავაზობენ მოსწავლეებს გაერთიანდნენ სასურველ კლასგარეშე საქმიანობაში.
ბიბლიოგრაფია:
1. http://mastsavlebeli.ge/?p=494
2. https://en.wikipedia.org/wiki/Outdoor_education
3. Gayla S. Keesee- Instructional Approaches.
2 4. სწავლება და შეფასება – რ. ტყემალაძე, ნ. დალაქიშვილი, ქ. თოფაძე, თ პაჭკორია,
თ. ბუწაშვილი.–გამომცემლობა საქართველოს მაცნე., 2008
თამილა თურქია
მოსწავლეთა წახალისება რესურსების მოძიებასა და შექმნაში
სწავლების თეორია ქმნის პედაგოგიურ /ანდრაგოგიურ საფუძველს იმის გაგებისა, თუ როგორ სწავლობენ მოსწავლეები. როგორც McLeod აღნიშნავს თითოეული თეორიული კურსი შემქმნელს სთავაზობს სარგებელს, მაგრამ კურსი განხილული უნდა იქნას გარკვეულ კონტექსტში: სიტუაციის მიხედვით შემსრულებლის მიზნებისა და შემსწავლელთა გარემოებიდან გამომდინარე. და ვინაიდან კონტექსტი, რომელშიც სწავლა მიმდინარეობს უნდა იქოს დინამიური და მრავალგანზომილებიანი, ამიტომ ზოგიერთი კომბინაცია სამი შესასწავლი თეორიისა და კიდევ სხვების უნდა იყოს განხილული და გაერთიანებული ინსტრუქციული დიზაინის პროცესში ოპტიმალური სწავლების უზრუნველსაყოფად“.
ბიჰევიორისტების სკანერის, ი. პავლოვის, ედვარდ თორნდაიკის და ჯონ ბ. უატსონის მიხედვით შემსწავლელთა როლი ძირითადად პასიურია, ისინი მხოლოდ სტიმულზე პასუხობენ. ამ შემთხვევაში პედაგოგის როლია მთავარი. ის ქმნის სასწავლო გარემოს. პედაგოგი ქმნის მოსწავლის ქცევის მოდულს პოზიტიური/ნეგატიური განმტკიცებით. პედაგოგი წარმოადგენს ინფორმაცის, ხოლო შემდეგ მოსწავლეები ახდენენ იმის დემონსტრირებას, რომ მათ გაიგეს მასალა. მოსწავლეები ძირითადად ფასდებიან ტესტების მეშვეობით. ბიჰევიორიზმი არის თეორია ცხოველებისა და ადამიანების სწავლების შესახებ, რომელიც რეალურად ფოკუსირებს ქცევაზე და არა გონებრივ მაჩვენებლებზე. მისი წარმომადგენლები განმარტავენ სწავლეას როგორც ახალი ქცევის შეძენას. მათ მიერ ჩატარებული ცდები განსაზღვრავენ პირობით რეფლექსს როგორც სწავლის უნივერსალურ პროცესს. არსებობს 2 სახის პირობითი რეფლექსი. თითოეული განეკუთვნება განსხვავებულ ბიჰევიორისტულ მიმართულებას. კლასიკური პირობითი რეფლექსი, როცა ბუნებრივი რეფლექსი პასუხობს სტიმულს. ამის მაგალითია პავლოვის დაკვირვება ძაღლზე. ბიჰევიორისტული ოპერანტული რეფლექსი, როცა სტიმულზე რეაქცია არის გაძლიერებული. ძირითადად ოპერანტული რეფლექსია არის უკუკავშირის “feedback”–ის სისტემა. თუ წახალისებას ან გაძლიერებას მოჰყვება სათანადო რეაქცია სტიმულზე, ამ შემთხვევაში მომავალში რეაქცია ხდება უფრო ჭეშმარიტი. მაგ. სკინერი იყენებდა გაძლიერების ტექნიკას, რომ მტრედებისთვის ცეკვა და ბურთის კენწვლა ესწავლებინა.
კოგნიტივიზმის წარმიმადგენლების ჯ. პიაჟეს, რობერტ განიეს, ლევ ვიგოტსკის აზრით მოსწავლები ეძიებენ, ინახავენ და ამუშავებენ ინფორმაციას იმისათვის, რომ მათ შექმნან კავშირები–ცოდნა, რათა ის შემდგომში ცხოვრებაში გამოიყენონ. მოსწავლე ინფორმაციის დამუშავების მიდგომად იყენებს იმისათვის, რომ მოახდინოს მისი ტრანსფერიი (გადატანა) და ასიმილაცია ახალ ცოდნაში (ინფორმაციაში). ამ შემთხვევაში ხერხდება პრობლემის გადაჭრა და სტრუქტურირებული აქტივობა, განსაკუთრებით კი ჯგუფური სწავლების სტრატეგიების გამოყენებასთან ერთად. მასწავლებელი მოსწავლეებს უქმნის იმის შესაძლებლობას, რომ ახალი ინფორმაცია მოარგოს სქემას. კოგნიტივიზმი ფოკუსირებს ინტელექტზე (ტვინზე). სწავლის პროცესში მნიშვნელოვანია, თუ როგორ ახერხება ადამიანი ინფორმაციის შენახვასა და დამუშავებას. სქემა არის შინაგანი ცოდნის სტრუქტურა. ხდება ახალი ინფორმაციის შედარება არსებულ კოგნიტურ სტრუქტურასთან. სქემა შეიძლება იყოს კომბინირებული, გაფართიებული ან შეცვლილი ახალი ინფორმაციის განსათავსებლად (შესაგუებლად). არსებობს ინფორმაციის დამუშავების სამი საფეხური. ინფორმაცია თავდაპირველად შედის ტვინის სენსორულ (მგრძნობიარე) ნაწილში, შემდეგ გადადის მოკლე მეხსიერებაში დაბოლოს გრძელვადიან მეხსიერებაში., რათა მოხდეს მისი შენახვა და შემდგომი აღდგენა. სენსორულ მეხსიერებაში ინფორმაცია ხვდება აღქმის მეშვეობით და იქ რჩება 2–3 წამი, ხოლო შემდეგ უჩინარდება მისი თანდათანობით შესუსტებით ან სხვა ადგილას გადაადგილებით. ინფორმაციის უმეტესი ნაწილი არასოდეს აღწევს მოკლე მეხსიერებაში, მაგრამ ხდება მთელი ინფორმაციის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში მისი ამოქმედება.
მოკლე მეხსიერება –შემავალი სიგნალი, რომელიც საინტერესო და მნიშვნელოვანია სენსორული ნაწილიდან გადადის მოკლე მეხსიერებაში და იქ რჩება 20 წამი ან უფრო მეტი თუ ხდება მისი ხშირი განმეორება.
გრძელვადიანი მეხსიერება – ინახავს მოკლე მეხსიერებიდან მიღებულ ინფორმაციას. მას გააჩნია ულიმიტო მეხსიერება. ზოგი რამ გადადის გრძელვადიან მეხსიერებაში მექანიკური დამახსოვრებით, ზედმეტი სწავლის მეშვეობით. ინფორმაციის დამუშავების ღრმა დონე, ისეთი, როგორიცაა კავშირების დამყარება ახალ და ძველ ცოდნას შორის უკეთესია მისი შენარჩუნებისთვის. პიაჟე ამბობდა, რომ ინტელექტუალობა და ბიოლოგიური ორგანიზმის ფუნქციონირება ერთმანეთს წააგავს. ისინი არიან ორგანიზებული სისტემები, რომლებიც მუდმივად ურთიერთქმედებენ გარემოსთან. ცოდნა– ეს არის ინტერაქცია პიროვნებასა და გარემოს შორის. კოგნიტური განვითარება ეს არის ლოგიკური აზროვნების ზრდა დაწყებული სიყმაწვილიდან და დამთავრებული ზრდასრულ ასაკამდე.
ვიგოტსკის კოგნიტური განვითარების კომპონენტებია: კულტურის სიმბოლოების დახვეწა და აზროვნების კულტურის ფორმების განვითარება. კომპლექსური ფუნქციები იწყება როგორც სოციალური ინტერაქცია ინდივიდუმებს შორის. მეტყველება და სხვა სიმბოლოები პირველად იქნა მიღებული როგორც კომუნიკაციის ფორმა, რომლებიც საბოლოოდ აყალიბებენ და მართავენ ბავშვის აზროვნებას.
კონსტრუქტივისტები ჯონ დიუი, ჯ. ბრიფნერი, ლ. ვოგოტსკი, სიმონ პაპერტი –ამბობენ, რომ სწავლა არის აქტიური პროცესი სადაც მოსწავლეები აყალიბებენ ახალ იდეებს ან კონცეფციებს დაფუძნებულს მათ მიმდინარე ან უკვე არსებულ ცოდნაზე და მოტივაცია გავლენას ახდენს ამ კონსტრუქციაზე. ისინი ეფუძნებიან მოსწავლეთა მიერ აზრების კონსტრუირებას. ისინი უსვამენ კითხვებს, ავითარებენ პასუხს და ურთიერთქმედებენ და ინტერპრირებენ გარემოს. ამით ისინი ქმნიან ახალ ცოდნას ძველ ცოდნასთან ერთად ახალი აზრის შესაქმნელად. კონსტრუქტივიზმი ხელს უწყობს შეუზღუდავი სწავლის გამოცდილებას, სადაც მეთოდები და შედეგები არ იზომება და არ არის ერთიდაიგივე თითოეული მოსწავლისთვის. იმ პერიოდებისთვის მოტივაციის ფორმები იყო პოზიტიური და ნეგატიური განმტკიცების ფორმები, ე.ი. იმ მოსწავლეთა დაჯილდოება, რომლებიც ზუსტად ასრულებდნენ ინსტრუქციებს. ამით ისინი უჩვენებდნენ სხვა მოსწავლეებს. რომ ისინიც მიიღებდნენ შესაბამის წახალისებას კარგი საქციელისთვის.
კოგნიტივიზმის მოტივაციის თეორია შეიცავს მოლოდინისა და მიზნის დასახვის თეორიას. მოლოდინის თეორია გვიჩვენებს , თუ რატომ ანიჭებს პიროვნება ერთ ბიჰევიორისტულ ვერსიას მეორეს. მეორემხრივ, მიზნის დასახვის თეორია უპირატესობას ანიჭებს მიზნების შექმნის მნიშვნელობას პიროვნების მოტივირებისთვის.
მოლოდინის თეორის ცვლადია და წარმოადგენს რწმენას იმისა, რომ პიროვნების ძალისხმევა შედეგია იმ საჭიროებისა, რომელიც მის მიერ სასურველი მიზნის მიღწევაში ეხმარება. პიროვნების მიერ მოლოდინის აღქმას სამი ფაქტორი განაპირობებს.
თვითეფექტურობა– პიროვნების რწმენა, რომელიც დამოკიდებულია მის შესაძლებლობაზე შეასრულოს კონკრეტული ქცევა წარმატებით.
მიზნის სიძნელე – ადგილი აქვს, როცა სასურველი კონკრეტული ქცევა საკმაოდ მაღალია, რამაც შესაძლოა მოლოდინის დაბალი აღქმა.
კონტროლი – როცა პიროვნების მიერ აღქმული კონტროლის ხარისხი აღემატება მის შესრულებას.
მოლოდინი, თანადგომა და ღირებულება არის ის ცვლადი, რომელსაც მოტივაციის ძალა ეწოდება.
კონსტრუქტივისტები განსაზღვრავენ მოტივაციას, როგორც შინაგან მდგომარეობას, რომელიც ააქტიურებს, წარმართავს და ინარჩუნებს ქცევას. საგანმანათლებლო თვალსაზრისიდან გამომდინარე ტერმინი „მოტივაცია“ შეიძლება განეკუთვნოს პროცესს, რომელიც ააქტიურებს და ინარჩუნებს სწავლის ქცევას. ძველი მოდელების საწინააღმდეგოდ, სადაც მოტივაცია ითვლება როგორც რელატიურად სტაბილური ინდივიდუალური თვისება. სოციალური კოგნიტური ხედვა არის ის, რომ მოტივაციურ პრინციპებზე შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს თვით საკლასო ოთახმა, ვინაიდან საკლასო ოთახის სტრატეგიები შეიძლება გამოყენებული იქნას მოსწავლის მოტივაციის ოპტიმიზაციისთვის. კოგნიტივიზმის მიმდევრების თეორიის თანახმად სწავლა ატის აქტიური პროცესი, რომელსაც სჭირდება ძალისხმევა. ასე რომ მოსწავლე უნდა იყოს მოტივირებული იმისათვის, რომ შექმნას ეს ძალისხმევა. საკლასო ოთახში მასწავლებლები მიმართულნი უნდა იყვნენ იქითკენ, რომ გაააქტიურონ მოსწავლეები და შეუნარჩუნონ მათ მოტივაცია ოპტიმალურ დონეზე სწავლის მთელი პროცესის განმავლობაში.
თანამედროვე სწავლის დროსაც არსებობს მოტივაციის 2 ფორმა– შინაგანი და გარეგანი.
შინაგანი მოტივაცია ადამიანისა და გარემოს ურთიერთქმედებაა, რომელიც დაფუძნებულია წახალისებაზე, დასჯასა და სტიმულირების სხვა სახეებთან, რომლებიც ან წარმართავენ ან აფერხებენ ადამიანის ქცევას.
შინაგანი მოტივაციის დროს, ფაქტორები, რომლებიც არეგულირებენ ქცევას რ არიან დამოკიდებულნი პიროვნების შინაგან ძ“მეძ’–ზე. შინაგანი მოტივაცია იწვევს ღელვას, ემოციურ დაძაბულობას, ზოგჯერ კი, საწინააღმდეგო მოქმედების სურვილს. ემოციური მიმართულება იწვევს მეცადინეობის დეზორგანიზებას, ყურადღების დაქვეითებას, შეცდომების შესუსტებულ კონტროლს, მეხსიერების დაქვეითებას და საერთო ქმედითუნარიანობის დაქვეითებას. შინაგანი მოტივაციის ფაქტორები ძირითადად წარმოიქმნებიან პიროვნების მიერ თავისი ქცევის შინაგანი გაცნობიერების შედეგად. ისინი დამოკიდებულნი არ არიან წახალისებაზე, გარდა საკუთარი აქტივობისა. ის ხელს უწყობს
ბიბლიოგრაფია:
1. https://en.wikipedia.org/wiki/Learning_resource_center
3. Wikipedia –“Educational Technology
თამილა თურქია
რთული
ქცევა
ქცევა არის მიზანმიმართული რეაქციათა სისტემა, ურთიერთქმედება
მოთოვნილების საფუძველზე. ქცევა შიძლება იყოს
გარეგანი-გარემოდან შემოსული სტიმულები და აგრეთვე შინაგანი - შინაგანი სტიმულები.
ქცევა არის ის ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ ან ვამბობთ, რომელიც შეიძლება ობიექტურად
იყოს დაკვირვებადი და გაზომვადი. სასურველი ქცევა რომ განვახორციელოთ საჭიროა დაკვირვება,
გაზომვა, შეფასება, შესწავლა და დაკონკრეტება.
ქცევა აღიწერება დეტალურად, ბიჯებად და გამოიყენება
აქტივობის გამომხატველი სიტყვებით. მაგალითად დარბის, ყვირის, ხევს და სხვა. ბიჯები
ეს საფეხურებია, რომლისგანაც შედგება ქცევა. ეს საფეხურები ანუ ბიჯები საჭიროა ქცევის
კორექტირებისთვის. ყველა ქცევას გააჩნის წინაპირობა, მას მოსდევს ქცევა, ხოლო შემდეგ
შედეგი. ბიჯი წარმოსდგენს ქცევისა და ფუნქციის ერთობლიობას. ადამიანს ადრეულ ეპოქაშიც
შეეძლო ქცევის მართვა. არსებობს ორი სახის ქცევა რესპოდენტური - სტუმული წინ უსწრებს
რეაქციას. ეს თანდაყოლილი, უნებლიე უშუალო რეაქციაა გამღიზიანებელზე. ის სპონტალურად
აღმოცენდება და მისი შეკავება ძალიან რთულია. მაგალითად დაცემინება, თვალის დახამხამება.
რესპოდენტური ქცევა შეიძლება დასწავლილიც იქნას. მაგალითად ნერწყვის გამოყოფა სინათლეზე
( პავლოვი).
ოპერანტული ქცევა (გარემოზე გავლენა, მისით ოპერირება)
განპირობებულობა (პორობითი რეფლექსი) არის კავშირი სტიმულსა და რეაქციას შორის. დასწავლის ფორმა, გულისხმობს ქცევის ცვლილებას განმტკიცების შედეგად. მაგალითად „გამოდი დაფასთან.“
თუ მისი შედეგი სასიამოვნოა, ქცევის განმეორებითი ალბათობა იზრდება- და პირიქით. ოპერანტული ქცევა, რესპოდენტულისგან განსხვავებით შედეგზეა დამოკიდებული. ქცევის შეცვლა დამოკიდებულია შედეგზე. გარემოდან შემოსული სიახლე განსაზღვრავს ქცევას.
რთული ქცევისთვის დამახასიათებელია იმპულსურობა, აგრესია, სუსტად განვითარებული უნარები, დეპრესია, შფოთვა, დაბალი ან ძალიან დაბალი თვითშეფასება.
ქცევის ფუნქციონალური შეფასებაა-კონტექსტი, წინაპირობა, ქცევა, შედეგი, რომელიც შეიძლება იყოს სასურველი და არასასურველი. ქცევა მაშინ არის არასასურვრლი თუ;
ის ხელს უშლის ბავშვს სოციალურ ურთიერთობაში;
სახიფათოა თავად ბავშვისთვის ან ბავშვებისთვის;
ხელს უშლის ბავშვის განვითარებას;
ის მიმდინარეობს არასწორ ადგილას და დროს.
ქცევის არასასურველობას განსაზღვრავს ადამიანის თვისეები, გარემო კონტექსტი-ის სივრცე სადაც სრულდება ეს ქცევა. ყველა ქცევას აქვს წინაპირობა, რომელსაც მოსდევს ეს ქცევა და შემდეგ ის მთავრდება შედეგით. წინაპირობა არის იმ სტიმულის დაწყება, რომელიც წარმოშობს ქცევას. ქცევის წინაპირობა (სტიმული) წინ უსწრება კონკრეტულ ქცევას.
Antecedent (დანახვა) – A Behaviour (ქცევა) – B Consequence (შედეგი) -C
ქცევის ფუნქციონალური შეფასება.
ყველა ქცევას აქვს სიხშირე, ხანგრძლივობა და ინტენსივობა.
ქცევის სიხშირის დასადგენად ვითვლით საათს, დღის , კვირის განმავლობაში რა სიხშირით გვხვდება პრობლემური ქცევა. თუ რთული ქცევა ჩარევამდე 10-ჯერ გამოვლინდა, ხოლო ჩარევის შემდეგ კი შემცირდა 6-მდე, მაშინ ჩარევა ეფექტურია.
სიხშირეს განვსაზღვრავთ ჩვენსავე მონიშნულ დროის ინტერვალში.
ინტენსივობაა თუ რამდენად ძლიერია ქცევა.
ხანგრძლივობა- თუ რამდენხანს გრძელდება ქვევა. ქცევის ხანგრძლივობის დასადგენად ვითვლით თუ რამდენჯერ ვლინდება საინტერესო ქცევა (დრო, საათი). ქცევის ინტენსივობის დასადგენად ვითვლით თუ რამდენად ძლიერია ანუ როგორი ძალით ვლინდება ჩვენთვის საინტერესო ქცევა.
ქცევის შესაძლებელი სტრატეგიები.
· დავალების გამარტივება;
· ბავშვის წახალისება;
· ალტერნატული, მისაღები ქცევის სწავლება;
· თანაკლასელების დადებითი სოციალური კონტაქტების დამყარების ხელშეწყობა.
ალტერნატული ქცევები.
როცა მოსწავლეში ჩნდება არასასურველი ქცევის თავის არიდების სურვილი, მას უნდა ვასწავლოთ ქცევის ალტერნატული ფორმით გამოხატვა, ე.ი. ვასწავლოთ როგორ გადაჭრას იგივე პრობლემა სხვა გზით. არასასურველი ქცევები შეიძლება ემსახურებოდეს ყურადღების მიღებას.
მოსწავლე იღებს ყურადღბას მასწავლებლისგან და თანაკლასელებისგან, ამიტომ უდა გავითვალისწინოთ შემდეგი:
· დავუთმოთ მეტი ყურადღება ბავშვს (შეიშლება გამოყენებული იყოს თვალით კონტაქტი);
· შევამციროთ ყურადღება ნეგატიური ქცევის დროს;
· ვასწავლოთ ალტერნატული და მისაღები ფორმით ყურადღების მიქცევა;
· თავი ავარიდოთ ვერბალური მითითებების გამეორებას, გამოვიყენოთ იგნორირება;
ვეცადოთ ბავშვმა მიიღოს ყურადღება ჩამანაცვლებელი ქცევით და განვამტკიცოთ ის ქვევა, რომელიც სასურველ ქცევას წარმოადგენს.
განმამტკიცებელთა ეფექტური გამოყენება.
არსებობს განმამტკიცებლების შემდეგი სახეები:
კვებითი: ბავშვისათვის საყვარელი, ნებისმიერი საკვები.
მატერიალური: აჩუქარი, სათამაშო ან მისთვის სასურველი ნივთი.
აქტიურობითი; ნებისმიერი აქტიურობა, რომლითაც ბავშვი ერთობა.
გადაცვლითი: სტიკერები, რომელთა დაგროვებადა შემდეგ სხვა ტიპის განმამტკიცებლებში გადაცვლაა შესაძლებელი.
სოციალური: შექება, რომელიც უნდა იყოს სპეციალური და აღწერითი.
ქცევის მართვის დროს უნდა ვიყოთ ფრთხილად. ყველა განმამტკიცებელი უნდა იყოს იმ ძალისხმევის ტოლფასი, რასაც ბავშვი განახორციელებს. უნდა მოხდეს განმამტკიცებლების თანდათანობით გამოხშირვა.
პერიოდს ერთი არასასურველი ქცევის დასრულებიდან მეორე არასასურველ ქცევამდე ეწოდება ლატენტობა.
ქცევის პოზიტიური და ნეგატიური განმამტკიცებლები.
პოზიტიური განმტკიცება გულისხმობს ისეთი სტიმულის მიწოდებას, რომელიც ადამიანში იწვევს დადებით ემოციას და ამით ზრდის ქცევის გამეორების ალბათობას. პოზიტიური ე.ი. სტიმულს ვუმატებთ.
ნეგატიური განმტკიცება არის არასასურვრლი სტიმულის მოშორებით გამოწვეული ქცევის რაოდენობის გაზრდა. ნეგატიური ე.ი. სტიმულს ვაშირებთ.. ორივე ტიპის განმტკიცება ზრდის ქცევის რაოდენობას. განმამტკიცებლის რაოდენობის შემცირება იწვევს ქცევის ჩაქრობას.
არასასურველ ქცევაზე ვმუშაობთ დაკვირვებით, ანალიზით და შემდეგ ვადგენთ სასურველი ქცევის მაგალითებს.
ქცევის რაოდენობის ცვლილებაზე მოქმედებს წახალისება და დასჯა. განმტკიცება იწვევს ქცევის რაოდენობის ზრდას. სტიმული კი წინაპირობაა განმტკიცების, რომლის დამატებაც იწვევს ქცევის რაოდენობის ზრდას. სტიმული შეიძლება იყოს კარგიც და ცუდიც. თუ გამოვაკლებთ კარგ სტიმულს მივიღებთ დასჯას, ხოლო თუ ცუდ სტიმულს გამოვაკლებთ გვექნება განმტკიცება. განმამტკიცებელი თითოეულ ადამიანზე უნდა იყოს მორგებული და ამავე დროს მისი ინტერესები გათვალისწინებული. წახალისების დროს ვახდენთ პოზიტიური სტიმულის დამადებას, ხოლო ნეგატიურის კი დაკლებას.
დასჯა ის ფენომენია, რომელიც ქცევის რაოდენობას ამცირებს. ის შეიძლება იყოს პოზიტიურიც და ნეგატიურიც. დასჯა მიმართულია ქცევის შესუსტებაზე და ხორციელდება იმ მიზნით, რომ შემცირდეს მისი გამეორების ალბათობა ან საერთოდ აღიკვეთოს.
პოზიტიური დასჯა- ამ შემთხვევაში ხდება მტკივნეული სტიმულის დამატება.
ნეგატირი დასჯა- სასიამოვნო სტიმულის მოცილება რაიმე ქცევის გამეორების ალბათობის შემცირების მიზნით.
ქცევის მართვაში უნდა ვიყოთ გეგმაზომიერნი და თანამიმდევრულნი. დასწავლილი ქცევებს ახასიათებთ გამეორება.
ქცევის გამოვლენის ალბათობის შემცირება.
დასჯა, როგორც ავღნიშნეთ გულისხმობს უსიამოვნო გარემოს დამატებას ან პირიქით სასიამოვნო გარემოს მოშორებას.
დასჯის მეთოდი ეფექტურია ახალი ქვევის დასასწავლად, რადგან ის მხოლოდ იმას ასწავლის ბავშვს თუ რა უნდა გააკეთოს.
ქცევას ახასიათებს ჩანაცვლება, რომელსაც ჩამანაცვლებელი ქცევა ეწოდება. ჩამანაცვლებელი ქცევის შედეგია არასასურველი ქცევის სხვა ქცევით ჩანაცვლება. საჭიროა ბავშვს ვთხოვოთ გამოხატოს მისი არასასურველი ქცევა ალტერნატივით.
არსებობს კიდევ შემანარჩუნებელი ქცევა, რომელის ფაქტორებიც ხელს უწყობს ქცევის გახანგრძლივებასა და განმტკიცებას. არასასურველი გარემო არის შემანარჩუნებელი ქცევის ხელისშემწყობი. სასურველი ქცევის შემანარშუნებელი ფაქტორი იგივეა რაც არასასურველი ქცევის დამბლოკავი ფაქტორი.
ასერტული ქცევა.
ასერტულობა ნიშნავს საკუთარი უფლებების დაცვას, სხვისი უფლებების დაზიანების გარეშე.
.1. https://dendroni.ge/statiebi/article/6195-biheviorizmi
2. https://en.wikipedia.org/wiki/John_B._Watson
3. შაშვიაშვილი მ (2018) "რთული ქცევა".
1. მოსწავლეთა ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში
საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობის მიზნით, საჭიროა გამოყენებული იქნას სწავლა–სწავლების სხვადასხვა აქტივობები და მეთოდები. მეთოდის მეშვეობით ხდება აქტივობის განხორციელება, ხოლო აქტივობა იმ სავარჯიშოთა ან მოქმედებათა შესრულებაა, რომლის საშუალებითაც მიიღწევა მიზანი. მიზანი, რომ მიღწევადი იყოს საჭიროა გაკვეთილის დაგეგმვა. ის ემსახურება სასწავლო პროცესის ორგანიზებას, მის გამდიდრება– გამრავალფეროვნებას, განახლებასა და დახვეწას. ყურადღება უნდა მივაქციოთ მოსწავლეთა ორგანიზებას და მათ შესაძლებლობებთან სამყაროს მისადაგებას, რაც მრავალი ფაქტორის გათვალისწინებას მოითხოვს. ბავშვთან ურთიერთობაში ემოციური თავისებურებების გაუთვალისწინებლობა წარმოქმნის მნიშვნელოვან პრობლემებს და რადგანაც ადამიანის ემოციური ცხოვრების საფუძველს ტემპერამენტი წარმოქმნის პედაგოგი უნდა ერკვეოდეს მის არსში და ითვალისწინებდეს ამას ბავშვთან ურთიერთობისას. არსებობს ტემპერამენტის ოთხი ტიპი: სანგვინიკური, ქოლერიკული, ფლეგმატიკური და მელანქოლიკური. არ არსებობს ტემპერამენტის კარგი და ცუდი ტიპი. ეპექტური კომუნიკაცია შეიძლება ნებისმიერი ტემპერამენტის ადამიანთან თუ გათვალისწინებული იქნება მისი თავისებურებები. მოსწავლეებს შორის არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება ე.ი. დიფერენციაცია. დიფერენციაციის თეორია გვთავაზობს სტრატეგიებს, რომელიც ეხმერება მასწავლებელს განსაკუთრებული პირობები შეუქმნას თითოეულ მოსწავლეს კარგად სწავლებისათვის – ეს არის სხვადასხვა სასწავლო მასალა, განსხვავებული დავალებები, სასწავლო რესურსები და სასწავლო გარემო. დიდერენციაციის მიხედვით მოსწავლეები შეიძლება იყვნენ ვიზუალურად შემსწავლელები– ვიზუალები, სმენით შემსწავლელები– აუდიალები და კინესთეტიკურად შემსწავლელები– კინესთეტიკები. სასწავლო მასალა და აქტივობები ყველა მოსწავლეზე უნდა იყოს გათვლილი. ამრიგად სწავლის სტილი ეხება სამ სფეროს: კოგნიტურს, ფიზიოლოგიურს და აფექტურს. კოგნიტური სტილი განისაზღვრება იმით, როგორ ესმის, იმახსოვრებს, ფიქრობს და წყვეტს პრობლემას ადამიანი. ფიზიოლოგიური დაკავშირებულია ორგანიზმის ბიოლოგიურ თავისებურებებთან და მოიცავს რეაქციებს იმ ფიზიკურ გარემოზე, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს დასწავლის პროცესზე, აფექტური კი ისეთ პიროვნულ და ემოციურ თვისებებს მოიცავს, როგორიცაა მიზანდასახულობა, ჯგუფური ან ინდივიდუალური მუშაობისათვის უპირატესობის მინიჭება.
სასწავლო პროცესმა უნდა უზრუნველყოს ისეთი მოქალაქის ჩამოყალიბება, რომელიც მზად იქნება იცხოვროს მულტიკულტურულ და მრავალფეროვან გარემოში. ყოველივე ამის წინაპირობას ინტერკულტურული განათლება წარმოადგენს. სოციალური ურთიერთობის შედეგად ადამიანთა გარკვეული ჯგუფი იზიარებს ერთმანეთის ცოდნას, დამოკიდებულებებს,
ღირებულებებს, რწმენას და აყალიბებს ღირებულებათა იერარქიას. ასე იქმნება კულტურა. კულტურის შინაარსობრივი ნაწილი შეუმჩნეველია, რომელსაც კულტურის სუბიექტურ ნაწილს უწოდებენ– ეს არის დამოკიდებულებები, ღირებულებები, ქცევის წესები და ნორმები, სწავლის სტილი და სოციალური როლების იერარქია. ობიექტური კომპონენტები მოიცავს ვიზუალურად და მატერიალურად შესახებ ელემენტებს: ენას, ტრადიციებს, რიტუალებს, ტანსაცმელს, საჭმელს. სწორედ ეს ელემენტები იგულისხმება როდესაც ლაპარაკის კულტურულ განსხვავებაზე. ინტერკულტურული განათლება ხელს უწყობს სხვადასხვა კულტურის მქონე მოსწავლეებში გაუგებრობის აღმოფხვრას და შესაძლებელს ხდის მის გამოყენებას, როგორც რესურსის უფრო ეფექტური და საინტერესო გარემოს შესაქმნელად.
ეროვნული სასწავლო გეგმის მნიშვნელოვანი მიზანია სააზროვნო უნარ–ჩვევების განვითარება, რაც გულისხმობს მოსწავლეებში კრიტიკული, შემოქმედებითი და რეფლექსიური აზროვნების განვითარებას. აზროვნების ამოქმედების დროს მოსწავლე მასალას კი არ იზეპირებს, არამედ იაზრებს, რაც მას უფრო გამჭრიახს ხდის და მისი აქტიურობა იზრდება სასწავლო პროცესში.
განათლების მიზანია ცოდნის შენარჩუნება, მისი გაგება–გააზრება და შემდგომი აქტიური გამოყენება.
სწავლება უნდა იყოს მოსწავლეზე ორიენტირებული. ასეთი ტიპის სწავლებისას მოსწავლე რეალური ცხოვრებისეული პრობლემის კვლევის გზით იძენს მნიშვნელოვან გამოცდილებას, რაც წარმატების მიღწევაში გამოადგება მთელი ცხოვრების მანძილზე. პრობლემის გადაჭრა მოითხოვს აზროვნების ისეთ უნარებს როგორიცაა ანალიტიკური, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება. თავდაპირველად უნდა მოხდეს პრობლემის განსაზღვრა, გაანალიზება, შემდეგ ჩამოვაყალიბოთ მისი გადაწყვეტის შესაძლო ვარიანტები, ბოლოს ამოვირჩიოთ და განვახორციელოთ გადაჭრის საუკეთესო გზა და შევაფასოთ მისი ეფექტურობა.
ამრიგად მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება ითვალისწინებს ყველა ზემოთაღნიშნულ მახასიათებლის ეფექტურ გამოყენებას სასწავლო პროცესის სწორად წარმართვისათვის, დასახული მიზნის მისაღწევად, მოსწავლეთაბი დასაინტერესებლად და სასწავლო პროცესში ჩასართავად.
თამილა თურქია
2. მოსწავლეთა ემოციური თავისებურებები და მათი ქ ცევის მართვა.
1. მოსწავლეთა ემოციურ თავისებურებებს და ებავშვის ქცევის მართვას განსაკუთრებული ადგილი უკავია საგაკვეთილო პროცესში. მოსწავლის განწყობა განაპირობებს მის წარმატებას. ამიტომ ბავშვთან ურთიერთობისას საჭიროა როგორც მისი, ასევე პედაგოგის თავისებურებების გათვალისწინება. ადამიანის ემოციური ცხოვრების საფუძველს ტემპერამენტი წარმოადგენს, ამიტომ პედაგოგი უნდა ერკვეოდეს მის არსსა და ტიპოლოგიურ თავისებურებებში და ითვალისწინებდეს მოსწავლესთან ურთიერთობისას.
ფსიქოლოგიაში, ფსიქიატრიასა და ფიზიოლოგიაში მიღებულია ტემპერამენტის ოთხი ძირითადი ტიპი: სანგვინიკური, ქოლერიკული, ფლეგმატიკური და მელანქოლიკური. მათი განმასხვავებელი ნიშნების: გრძნობათა აღმოცენების სისწრაფე, გრძნობათა ხასიათი, გრძნობათა ხანგრძლივობა და ექსპრესიული ხასიათი.
არ არსებობს ტემპერამენტის კარგი და ცუდი ტიპი. კომუნიკაცია შეიძლება ნებისმიერ ადამიანთან, თუ გავითვალისწინებთ მის თავისებურებებს. ტემპერამენტის წმინდა ტიპები იშვიათად გვხვდება– ადამიანთა უმრავლესობა ნარევს წარმოადგენს, რაც ნიშნავს, რომ მას აქვს როგორც ერთი, ისე მეორე ტიპის ნიშნები. წმინდა ტიპები ბავშვებში უფრო სჭარბობს, ვიდრე მოზრდილებში, რაც იმას ნიშნავს, რომ ასაკის მატებასთან ერთად ადამიანი ახერხებს იმ მახასიათებელთა გამოვლენის შესუსტებას, რომელიც მას სხვებთან ურთიერთობას ურთულებს.
თუ გავითვალისწინებთ მოსწავლეთა ტემპერამენტს, მათთან კომუნიკაცია ეფექტური იქნება და ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში მათ წინსვლასა და განვითარებას.
2.
შაკო გაკვეთილებს ყოველთვის ამზადებდა, მაგრამ ხელს არასდროს იწევდა. თუ შეეკითხებოდი გაკვეთილს გიპასუხებდა, ოღონდ თხრობის დროს ხშირად ფერხდებოდა, ნერვიულობდა, ფიქრობდა, ამასობაში სხვა მოსწავლე ფრაზას წამოაშველებდა. შაკო ბრაზდებოდა, ნერვიულობდა, მოსწავლისკენ იწევდა და იძახოდა: „ გაკვეთილი ვიცი, არ შემახსენოთ“. მას საკუთარი ემოციური თავისებურებები უშლიდა ხელს. ვუთხარი, რომ არ ენერვიულა, თხრობის დროს დიდი პაუზები არ გაეკეთებინა, წინადადებები და ფრაზები ერთმანეთთან დინჯად დაეკავშირებინა. ბავშვებსაც ვურჩიე ეცდიათ მისთვის თხრობა, არ შეეხსენებინათ სიტყვები წამოძახებით, რათა მეგობარი არ გაღიზიანებულიყო. რჩევამ შედეგი გამოიღო. შაკოს მართალია უჭირს თხრობა, მაგრამ გაკვეთილს რომ არ ახსენებენ აღარ ნერვიულობს, აგრესია დაეკარგა და მისი პასუხიც გაუმჯობესდა.
ნია ცოცხალი, მოუსვენარი გოგონაა, სულ უნდა, რომ ყურადღების ქვეშ იყოს, მხოლოდ მას ეკითხებოდნენ და ის პასუხობდეს. თანაკლასელებს არ აცდის დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემას, ხშირად ხელის აწევის გარეშე წამოიძახებს ხოლმე პასუხს. ავუხსენი, რომ ასეთი ქცევა მიუღებელია. თუ სურს კითხვაზე პასუხის გაცემა უნდა დაფიქრდეს, პასუხი მოიფიქროს, ხელი აიწიოს და თუ შეეკითხებიან უპასუხოს.
3.
მოსწავლეებს ხშირად უჭირთ თავიანთი ემოციებისა და ქცევის მართვა. ამ საკითხის უგულებელყოფამ შეიძლება უამრავი პრობლემა წარმოშვას. მაგალითად, სასწავლო პროცესში პასიურობა და ჩამორჩენა, მოსწავლეთა შორის დაპირისპირება, აგრესიულობა, საგაკვეთილო პროცესის ჩაშლა, გაკვეთილის გაცდენა და სხვა.
ამიტომ სასურველია ყველა პედაგოგი ერკვეოდეს მოსწავლეთა ემოციურ თავისებურებებში, ტემპერამენტის არსსა და ტიპებში, ითვალისწინებდეს ამას ბავშვებთან ეფექტური ურთიერთობისა და კომუნიკაციისათვის, რადგან კომუნიკაცია შეიძლება ნებისმიერ ადამიანთან თუ მის თვისებებს გავითვალისწინებთ.
4.
მოსწავლეთა ემოციური თავისებურებები და ქცევის მართვა მნიშვნელოვანის საგაკვეთილო პროცესის წარმართვისათვის და დასახული მიზნის მისაღწევად.
პირველი– ის პედაგოგს ეხმარება მოსწავლეებთან ურთიერთობაში, მისი ცოდნის გამოვლენაში და მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესში ჩართვაში.
მეორე– ხელს უწყობს კლასის მართვაში, სხვადასხვა სტრატეგიებისა და აქტივობების დაგეგმვაში, მოსწავლეთა სოციალიზაციასა და თითოეულ მათგანთან ინდივიდუალურ მიდგომაში.
Comments
Post a Comment