Skip to main content

მოსწავლეთა საჭიროებების კვლევა - რა სჭირდება მოსწავლეს წარმატებული რომ იყოს



 

 

 

თამილა თურქია

თბილისის N 24 საჯარო სკოლა მოსწავლეთა საჭიროებების კვლევა

 

v  რა სჭირდება მოსწავლეს წარმატებული რომ იყოს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თბილისი 2023 წელი


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის # 24 საჯარო სკოლის პედაგოგებს, მოსწავლეებს და მათ მშობლებს რომელთა

თანამშრომლობის შედეგად შევძელი ჩამეტარებინა წინამდებარე კვლევა.


სარჩევი

1. სარჩევი                                                                                                                        3

2.   შესავალი...................................................................................................................... 4

3.   თემა............................................................................................................................... 4

4.   კვლევის მიზნები.......................................................................................................... 4

5.   ლიტერატურის მიმოხილვა......................................................................................... 5

5.1. სწავლების სტრატეგიები                                                                                          7

5.2. მოსწავლეთა საჭიროებები....................................................................................... 8

5.3. საკეთილდღეო გარემოს შექმნა............................................................................. 10

5.4. აქტივობები მოსწავლეთა წარმატებისთვის---------------------------------------------- 12

კვლევის მეთოდოლოგია....................................................................................................... 14

მონაცემთა ანალიზი............................................................................................................... 16

შეგროვებული მონაცემები..................................................................................................... 19

ინტერვენციის შედეგები........................................................................................................ 21

დასკვნა.................................................................................................................................... 38

რეკომენდაციები.................................................................................................................... 39

ბიბლიოგრაფია...................................................................................................................... 40

დანართები............................................................................................................................. 41

დანართი 1.............................................................................................................................. 41

დანართი 2.............................................................................................................................. 42

დანართი 3.............................................................................................................................. 43

დანართი 4.............................................................................................................................. 44

დანართი 5.............................................................................................................................. 45

დანართი 6.............................................................................................................................. 46

დანართი 7.............................................................................................................................. 47

დანართი 8                                                                                                                           48 დანართი 9                                                                                                                           49 დანართი 10                                                                                                                         50 დანართი 11............................................................................................................................ 51

დანართი 12............................................................................................................................ 52

კვლევის გეგმა......................................................................................................................... 53

კვლევის დღიური.................................................................................................................... 54


 

შესავალი

თემა: „რა სჭირდებათ მოსწავლეს წარმატებულები რომ იყოს“

 

 

კვლევის მიზნები:

 

 

ü  მოსწავლეთა     საჭიროებების     განსაზღვრა,     რომელიც მათ წარმატებულს                                                       გახდის

ü  ფაქტორები,     რომლებიც     დადებითად     ან უარყოფითად მოქმედებს       მოსწავლეთა     საჭიროებებზე

ü  მოსწავლეთა     საჭიროებებთან     დაკავშირებული პრობლემის მოგვარების                  გზების               დასახვა,    რომელიც        ხელს         შეუწყობს მოსწავლის       წინსვლას.

 

როგორც     მასწავლებელი,     შესაძლოა     ფიქრობდე     იმაზე     რომ     კარგად იცნობ     შენს     მოსწავლეებს,    მაგრამ     რამდენად     კარგად     იცნობ     იმ ახალგაზრდებს,     რომლებიც     თქვენს     კლასში      სხედან?     დავხარჯოთ ცოტაოდენი დრო     და მზრუნველობა       იმისათვის       რომ           გავიცნოთ ისინი     როგორც      ინდივიდუალური     პიროვნებები,     რაც     გაგხდით                   უფრო ეფექტურ           და               გავლენიან     მასწავლებლად.     გარდა     იმისა,    რომ ვიგებთ  მოსწავლეთა  სახელებს,  ასაკს, მეგობრების  ჯგუფს     და ოჯახურ  ფონს,  მნიშვნელოვანია  უფრო ღრმად  ჩავწვდეთ  და აღმოვაჩინოთ  მათი  ინტერესი  სწავლისადმი  და  მათი

შესაძლებლობები.

მოსწავლეების     სწავლისადმი     დადებითი     დამოკიდებულება, პრაქტიკული     ინტელექტუალობა,     კრეატიულობა,                             ანალიტიკური

აზროვნება,     ცოდნა     იმისა     თუ     როგორი      პიროვნებები     არიან          ისინი და მათი   უზრუნველყოფა                 იმ          შესაძლებლობებით             რაც                      დაეხმარება მათ             დაადგინონ       თავიანთი     ძირითადი     ინტერესები     დაგვეხმარება

შევქმნათ     სასიამოვნო     და     ამავდროულად     საინტერესო                      და მიმზიდველი      გამოცდილება                             სწავლებში.


 

 

ლიტერატურის მიმოხილვა

 

 

როცა     ვლაპარაკობთ     სწავლისადმი     მოსწავლეთა     დადებით

დამოკიდებულებაზე,     ჩვენ     ვამბობთ,     რომ     როცა     ერთი                           მოსწავლე გამოირჩევა              ხელოვნებაა     და                          შემოქმედებით          საგნებში,            მათი

საუკეთესო     მეგობარი     შესაძლოა     აღმოჩენს,     რომ     მათემატიკა,          სპორტი და                  საბუნებისმეტყველო  საგნები     უფრო      კარგად                         ერგება          მის

უნარებს.     ამერიკული     ევოლუციური     ფსიქოლოგიის             წარმომადგენელი რობერტ                  სტერნბერგის                        ინტელექტუალობის                        თეორია    მოიცავს    იმ აზრს,                       რომ ადამიანები    ჩვეულებრივად                განსხვავდებიან             არსებული სამი       ინტელექტიდან   ერთ     ერთი            მათგანით,                ხოლო               მასწავლებლებს სურთ                დაინახონ ეს                    ყველაფერი     ერთად  აღებული    მათ მოსწავლეებში.

მოსწავლეებს,     რომლებსაც     მაღალი     მაჩვენებელი     აქვთ     პრაქტიკულ ინტელექტუალობაში,     გააჩნიათ     ჯანსაღი     აზროვნება,     შესაძლოა                    სწრაფი ადაპტირება   გარე  სამყაროს    ცვალებადობის   მიმართ.                          ამ      მოსწავლეებს უყვართ თავიანთი      სიძლიერის                       გამოჩენა       და        სისუსტის მინიმალურამდე  შენიღბვა.                              ეს    ის         მოსწავლეებია,        რომლებიც ასრულებენ სამუშაოებს                    და   სურთ       ჩართულნი   იყვნენ         საგაკვეთილო დავალებებში.

მაღალი     შემოქმედებითი     ინტელექტის     მქონე     მოსწავლეებს              წარმატებები აქვთ        ისეთ                    დავალებებში,              რომლებიც                         მოითოვს       გამოგონებას,

შემოქმედებითობას,     აღმოჩენებს     და     წარმოსახვებს.     ეს                      მოსწავლეები ძლიერნი     არიან  ისეთ იდეათა                          შემოთავაზებებში,               რომლებიც საჭიროებენ                          სერიოზულ          დაფიქრებას     და     საკლასო     დისკუსიებში მონაწილეობას.

მაღალი     ანალიტიკური     აზროვნების     მოსწავლეები     საუკეთესონი                 არიან ისეთი        დავალებების       შესრულებაში,   რომელიც                 მოითხოვს           დაგეგმვას,

კრიტიკულ     აზროვნებას     და     ანალიზს.

ასეთ     მოსწავლეებს     გააჩნიათ     კარგი     ლოგიკა     და     ინფორმაციის დამუშავების     უნარი,     მათ     უფრო     მოსწონთ     საბუნებისმეტყველო საგნები,     ვიდრე     წარმოსახვა     და     უყვართ          ინფორმაციის              დამუშავება.

უნდა     აღინიშნოს,     რომ     მოსწავლეთა     საჭიროებები შეიცავენ      იმ

განსაკუთრებული     ფაქტორებსაც,     რომლებიც     ხელს     უშლიან                        აკადემიურ, ფიზიკურ,    ქცევით              და         თვით   დახმარების                                      აქტივობებს,       რომლებიც


 

აუცილებელია     ყოველდღიური     ცხოვრებისათვის     ან     სოციალური მიღწევისთვის          (წარმატებისთვის).     მოსწავლეთა     საჭიროებები განისაზღვრება     მასწავლებელთა     ან/და      სხვა     პროფესიონალების                      მიერ (ზოგჯერ   ფორმალური  შეფასებით)       და                       მშობლებთან/მეურვეებთან

კონსულტაციებით.

მოსწავლეთა     საჭიროებები     ეფექტურად     უნდა     იყოს                         მიმართული სწავლების                 შესაბამისი                         სტრატეგიებით.


 

 

 

სწავლების     სტრატეგიები

 

 

სწავლების     სტრატეგიები     მნიშვნელოვანია     მოსწავლეთა              დაინტერესების, მათი საერთო                მოთხოვნების                      არეალის   დასაკმაყოფილებლად         და წარმატების                                  მისაღწევად                 და     მოიცავს     სასწავლო,     აღმზრდელობით, გარემოსა     და     შეფასების     სტრატეგიებს.

მოსწავლეთა     საჭიროების     თითოეულ     არეალს     გააჩნია                            თავისი დამახასიათებელი     თვისებები.

მოსწავლეთა     საჭიროებების     მხარდასაჭერად    სწავლების                           აუცილებელი სტრატეგიაა   შეფასება.             შეფასება     არის                           სწავლების  საიმედო     და   არა დამანგრეველი                                 ნაწილი -           ჩართული     მასწავლებლის     მოსწავლესთან ყოველდღიურ     ინტერაქციაში     სკოლაში     ან     სახლში,                             განმსაზღვრელი

შეფასება     წარმოადგენს     ინერტულ,     ორგანულ     ნაწილს -                     მასწავლებელი მოსწავლეთა    ნამუშევრებს         ადვილად                               აფიქსირებს,       ორგანიზებას

უკეთებს და ინახავს ჩანაწერებს,   ფოტოებს,   ვიდეოებს   და   ციფრულ ნიმუშებს იმ მომენტისათვის, რომ გახადოს დაკვირვება ავთენტური, მიზნობრივი და ადვილად დასამახსოვრებელი.


 

 

 

 

 

 

მოსწავლეთა     საჭიროების    ამოცნობა

 

 

იმის     გასაგებად     თუ     რა     სჭირდებათ     უცხო     ენის             შემსწავლელებს სწავლის            პროცესში         წარმატების             მისაღწევად  საჭიროა                  დრო     და

შეიძლება     ის     მოიცავდეს უამრავ ფაქტორს.     ეს     არ     არის ის საკითხი, რომელიც შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ ტესტით, შეფასების ინსტრუმენტებით, საუბრის ან                   ჩვეუექლისტის     მეშვეობით.                                 საკითხის                ღრმად   შესწავლა განიხილავს                                   სხვადასხვა         ფაქტორს     და     გვთავაზობს     იმ     სფეროების იდენტიფიცირებას,     სადაც     მოსწავლეს     შესაძლოა     დასჭირდეს დამატებითი     მხარდაჭერა. მაშინ ისმის კითხვა როგორ      დავადგინოთ მოსწავლის     საჭიროებები?

ამ     კითხვაზე     პასუხი     ორნაირია:

პირველი     -     ბევრი     ვარაუდი     მოსწავლეთა     შესახებ                 დამაზიანებელია, ამიტომ    რატომ     არ             ჩამოვაყალიბოთ                 რამდენიმე     ვარაუდი,      რომელიც სასარგებლო       იქნება      და                წაადგება   მათ?          ჩვენ  ვვარაუდობთ,            რომ ყველა                მოსწავლეს     გააჩნია     შესაბამისი     მომზადება     საშუალო                 სკოლაში იმისათვის,           რომ        მოემზადონ   კოლეჯში          ან                უმაღლეს     სასწავლებლებში სწავლის           გასაგრძელებლად. ვარაუდები     კეთდება  მაშინ  როცა მასწავლებლები  ვერ     განვასხვავებთ  გამოწვევის  დონეებს

შეფასებისათვის,     როცა     ვერ     ვუზრუნველვყოფთ     იმის ვარიანტებს თუ როგორ      ახდენენ        მოსწავლეები          თავიანთი სწავლის               დემონსტრირებას. როცა    ჩვენ              ვნიშნავთ           ტესტს,                როგორც         სწავლის              შეფასების ერთადერთ    ალტერნატივას საჭიროა გამოვიყენოთ        ჩვენი             გამოცდილება, შესაძლო                        მონაცემები რათა  ვარაუდი    იყოს               სასარგებლო  და ჰქონდეს                  პოზიტიური        ეფექტი.

ბევრი     სპეციალური     საგანმანათლებლო     საჭიროების     მქონე                მოსწავლე სწავლობს   სკოლებში,        ყველა   მოსწავლეს არ   აქვს                  მომზადების ერთნაირი      დონე, დასწავლის      ერთნაირი   ფორმა                 და  ინტერესი, მაგრამ        ისინი  უკეთესად   სწავლობენ        მაშინ როცა              მათ          გააჩნიათ თავიანთი სწავლის            დემონსტრირების                 არჩევანი,      ეს არის   მოსწავლის წარმატების        ინდიკატორი,                რომლის  უგულებელყოფაც  შეუძლებელია.

თუ     პედაგოგმა     არ     იცი      როგორი     მოსწავლეები     ეყოლება           კლასში, უნდა                    ვივარაუდოთ         იმაზე     დაყრდნობით           თუ                  საერთოდ რა                   ვიცით,


ხოლო     შემდეგ     მოვემზადოთ     საუკეთესოდ,     რომ     მზად     ვიყოთ                 მათი საჭიროებების             შესახვედრად.

მასწავლებელმა     შეიძლება     არ     იცოდეს     იმ     ახალი                               მოსწავლის მდგომარეობა, რომელიც      მომავალში                               შემოაღებს    მათი  საკლასო

ოთახის     კარს,     მაგრამ     საჭიროა     გაიგოს     რის     გაკეთებას     შეძლებს.     ამ შემთხვევაში     ვაკეთებთ     საწყის     შეფასებას     მრავალფეროვნებისა     და სიტუაციური     ფაქტორებისა     და     ვავითარებთ     ამას     უფრო                       კონკრეტულ გააზრებამდე  სანამ          შევხვდებით                                 მოსწავლეს.

ზოგადი     ინფორმაცია     მოსწავლეების     შესახებ,     მათი                     დემოგრაფიული მონაცემები        და წინა              საგანმანათლებლო                    გამოცდილება  ყველა                    ეს ერთად  აღებული                     დაგვეხმარება    გავიგოთ               მოსწავლეთა        ხასიათი. რომელიც     მხედველობაში     უნდა     იქნას     მიღებული     როცა     ვქმნით სასწავლო     კურსს.     ეს    დაგვეხმარება     მოსწავლეთა     დახმარების                  გზების სწორად   ჩამოყალიბებაში.

მეორე -    და      უფრო     მარტივი     გზა     ზემოთ     დასმულ კითხვაზე პასუხის     გასაცემად,     რომელიც     მდგომარეობს     იმაში     თუ     რა                    ვიცით მოსწავლეთა    საჭიროებების       შესახებ        არის   ის,                          რომ   ვკითხოთ თვითონ     მათ.             ამის              მოხერხება                     შეიძლება         კითხვარის    მეშვეობით.

არსებობს     უამრავი     შესაძლებლობა     როგორ     მოვიპოვოთ     მოსწავლეთა

შესახებ     ინფორმაცია.  მოსწავლეებს     სკოლაში         მოსვლის     პირველ           დღეს მივცეთ        საშუალება        თუ           როგორ                    სურთ                         წარმოადგინონ     თავიანთი ინტერესები, უპირატესობები,    ადრეული           გამოცდილებები,            მიზნები    და ა.შ.   ეს                     შეიძლება           შესრულდეს         წერითი             დორმით, ვიდეო,                   აუდიო საშუალებების     გამოყენებით,     ანკეტებით,     ინტერვიუირებით,             ხელოვნების ნიმუშების  გამოყენებით,       ინფო გრაფიკის       მეშვეობით.

მოსწავლეთა     თავისებურებების     გაგება     და     სიტუაციური             ფაქტორები წარმოადგენს          სწავლების   კურსის   შექმნის  გასაღებს           და            ამ         კურსის წინაპირობას.           ასე,     რომ    უკვე არ               არის ძნელი        თუ      როგორ გავიგოთ       მოსწავლის             თავისებურებანი და                  სიტუაციური  ფაქტორები. პირველი            ნაბიჯია,  რომ      დავუშვათ ვარიაციები      თუ     ზუსტად    ვიცით რას           იწვევს  და  რას  არა ეს, ხოლო     შემდეგ კი    გამოვიყენოთ ინფორმაცია  რომელიც ხელმისაწვდომია  იმისა  განსასაზღვრავად  ან სავარაუდოდ  ვინ  იქნებიან  კლასის  ახალი  მოსწავლეები  და  რა იქნება  მათი საჭიროებანი.


 

 

 

 

 

 

საკეთილდღეო    გარემოს     შექმნა.

 

 

მოსწავლემ რომ შეძლოს თავისი თავის მაქსიმალური წარმოჩენა საჭიროა

საკეთილდღეო     გარემოს     შექმნა, ხოლო     ამისათვის     პედაგოგმა                    უნდა შეძლოს   ადვილად მოერგოს გარემოს. საჭიროა პედაგოგმა      მოახდინოს მოსწავლეთა            ინტელექტუალური                                 გამოწვევები     და დარწმუნდეს,           რომ საკმარისი ემოციური                    მხარდაჭერა     წარმოადგენს    იმ   კრიტიკულ საფუძველს                          საიდანაც           სწავლა      წარმოიშობა.          ვიცით,     რომ მოსწავლეებს          დღეს     სჭირდებათ     მეტი     მხარდაჭერა                      პედაგოგების

მხრიდან     ვიდრე     ოდესმე     და     ის     მხარდაჭერა     რომელსაც     ჩვენ                     მათ ვაძლევთ    უფართოებს      იმ                       უნარებს                              რაც           აკადემიურ        დაინტერესებაში მდგომარეობს.

მასწავლებელი     უნდა     იყოს     შემწყნარებელი     მოსწავლეებისა     და

საკუთარი     თავის     მიმართ.     ვინაიდან     ის     განაგრძობს     იმის           გაგებას თუ  რა არის     საჭირო     მოსწავლის                 განვითარების                 განმავლობაში  და მაშინაც კი როცა მოსწავლე იმყოფება      უწყვეტი                  გაურკვევლობის მდგომარეობაში, ასევე        უნდა        იყოს                       მოსწავლეებთან     პროაქტიური,

ხშირად წარმართოს   მათთან   საუბარი   კეთილდღეობაზე.   ეს   ხელს უწყობს მხარდაჭერის მისაწვდომობის განვითარებას, ამისათვის კი საჭიროა მოსწავლეებს შევეკითხოთ რა სახის დახმარება სურთ

ჩვენი     მხრიდან.     ეს          ჩვენ     შესაძლებლობას     მოგვცემს               საფუძველი ჩავუყაროთ      ღია                             კომუნიკაციის                         ნორმებს     და                       შევქმნათ ფსიქოლოგიური               უსაფრთხოება                       მოსწავლეთათვის.

საჭიროა შევქმნათ გარემო/დრო ემოციური გამოხატვისთვის. პედაგოგის როლია იყოს თბილი, ჰქონდეს მოსწავლეთა მხარდამჭერი, იმ ადამიანის გაცნობიერების უნარი ვისაც დახმარება სჭირდება.

მოსწავლეებს უნდა მივცეთ საშუალება დაუკავშირდნენ ერთმანეთს და გაუზიარონ თავიანთი გრძნობები და შესაძლებლობის შემთხვევაში მოვახდინოთ მათი ინტელექტუალური და ემოციური ხასიათის საკლასო ოთახში ინტეგრირება.

Ø  მზრუნველობის გამოხატვა. მასწავლებელი მხარს უჭერს რა მოსწავლეთა კეთილდღეობას თავისთავად მოგვიწოდებს, რომ ვიყოთ მზრუნველნი ერთმანეთის მიმართ რაც ხელს უწყობს მოსწავლეებში იმის გაგებას, რომ მათი ერთობა მხარს უჭერს და პრიორიტეტს ანიჭებს მზრუნველობას.


Ø  იმედის ჩანერგვა. როცა მასწავლებელი დგას ძლიერ პოზიციაზე მისი ნათქვამი გავლენას ახდენს მოსწავლეებზე. იმედი გვეხმარება ჩვენ უმძიმეს პერიოდში, მაგრამ ეს არ არის ზედაპირული დახმარება, არამედ საკმაოდ ადვილი გზა, რომ აღვადგინოთ სტრესების შემდეგ ჩვენი შესაძლებლობანი. ასეთ შემთხვევაში საჭიროა შევიტანოთ იუმორი, გავუზიაროთ ერთმანეთს კარგი ამბები და ვიყოთ რეალური ოპტიმიზმის მოდელები.

შევთავაზოთ მოსწავლეებს დაუკავშირდნენ ერთმანეთს გაკვეთილების

შემდეგ, რადგანაც მოსწავლები შესაძლოა თავს ისევ იზოლირებულად და ეულად გრძნობდნენ, ამიტომ საჭიროა მასწავლებელმა მოახდინოს მოსწავლეთა გაერთიანება როგორც თანასწორი წევრებისა სკოლის გარეთაც.

სახელმწიფო სკოლებში მოსწავლეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფის კუთხით დგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს და ყურადღებას ამახვილებს

მანდატურის სამსახურის განვითარების მიმართულებაზე, ამისათვის საჭიროა შეფასდეს სკოლებში არსებული სიტუაცია და მოხდეს საჭიროების იდენტიფიცირება, რათა შემდგომში განხორციელდეს თითოეული ბავშვის როგორც ინდივიდის საჭიროებების შეფასება, მოსწავლის მხარდაჭერა იყოს

შესაბამისი და გაძლიერდეს მშობლის როლი.


 

 

 

 

 

 

აქტივობები მოსწავლეთა წარმატებისთვის

 

 

თითოეული მოსწავლის წარმატებას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მასწავლებლის მიერ თანმიმდევრულად დაგეგმილი აქტივობები - გონებრივი იერიში, განვლილი მასალის გამეორება, ახალი მასალის განსამტკიცებელი გრამატიკული თუ ლექსიკური სავარჯიშოები, მოსმენის დავალებები სიტყვის სწორად წარმოსათქმელად და უცხო ენაზე მოსაუბრის გასაგებად, სასწავლო ვიდეო მასალის ჩვენება და სხვა. მოსწავლე როგორც უკვე აღვნიშნეთ განსხვავებულია შესაძლებლობებითა და საჭიროებების თვალსაზრისით ამიტომ ბევრი უნდა იფიქროს პედაგოგმა, რომ ორგანიზებული და ყველა მოსწავლეზე გათვლილი გახადოს სწავლა/სწავლება.

 

 

 

როგორ დავადგინოთ მოსწავლის საჭიროებები ანუ პრობლემები და დავსახოთ მათი გადაჭრის გზები

 

 

მოსწავლეთა პრობლემების დასადგენად უპირველეს ყოვლისა საჭიროა სწორად იქნას შერჩეული მეთოდები და მოსწავლის შესაძლებლობები. პედაგოგთა პროფესიული განვითარებაც თავის მხრის აისახება მოსწავლეთა დამოკიდებულებებზე სწავლების პროცესისადმი, შედეგებზე და

კომუნიკაციის ფორმებზე. სკოლების აღჭურვა თანამედროვე ტექნიკით, შშმ მოსწავლეებისთვის პანდუსებისა ან ლიფტების მონტაჟი მათ გადასაადგილებლად, კლასებში მოსწავლეთა რაოდენობის შემცირება ( არაუმეტეს 20 მოსწავლისა 30 -ის ნაცვლად, რაც აპრობირებულია ევროპის ქვეყნებში), ბიბლიოთეკების აღჭურვა თანამედროვე ტექნიკით, ინვენტარითა და შევსება მხატვრული თუ სასწავლო ლიტერატურით, კულტურულ საგანმანათლებლო ღონისძიებების , როგორიცაა სპექტაკლებზე დასწრება, ვიზიტი მუზეუმებში უნდა იყოს შეღავათიან ფასებში და ხელმისაწვდომი ყველა მოსწავლისათვის. ასეთი ღონისძიებები ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის განვითარებას, ცოდნის გაღრმავებას სხვადასხვა საგანში, ურთიერთობის ჩამოყალიბებასა და გაგება-გააზრების გაადვილებას რაც დღესდღეობით პრობლემას წარმოადგენს.


 

ზემოთ აღნიშნული ლიტერატურის გაცნობის საფუძველზე საკვლევი თემის მიზნიდან გამომდინარე გამიჩნდა რამდენიმე ჰიპოთეზა, რომელიც მოსწავლეთა საჭიროებების დადგენაში დამეხმარება და ხელს შეუწყობს მათ წარმატებას სწავლაში.

ჰიპოთეზა 1: მოსწავლეთა საჭიროებების დაუდგენლობა ხელს უშლის მათ წარმატების მიღწევაში.

Ø  ეს ჰიპოთეზა კვლევის მიზნის პირდაპირპროპორციულია:

თუ დავადგენთ მოსწავლეთა საჭიროებებს, მაშინ ისე წარიმართება სწავლა/ სწავლების პროცესი, რომ ხელი შეეწყოს მოსწავლის წინსვლას

 

ჰიპოთეზა 2: მთელი რიგი დადებითი და უარყოფითი ფაქტორები მოქმედებენ

მოსწავლეთა საჭიროებებზე და აქედან გამომდინარე მათ წარმატებებზე.

 

Ø  ეს ჰიპოთეზა პირდაპირკავშირშია კვლევის მეორე მიზანთან:

 

 

Ø  მოსწავლის საჭიროებების დადგენა ხელს შეუწყობს მოსწავლის წარმატებას.

 

 

 

ჰიპოთეზა 3: უნდა მოხდეს მოსწავლეთა მოტივირება - წახალისება მათი აკადემიური მოსწრების ასამაღლებლად.

 

Ø  ეს ჰიპოთეზა პირდაპირკავშირშია კვლევის მესამე მიზანთან:

 

 

მოსწავლეთა საჭიროებებში არსებული პრობლემების მოგვარების განხორციელება რაც ხელს შეუწყობს მოსწავლის წარმატებას.


 

 

 

 

 

 

კვლევის მეთოდოლოგია დაკვირვება

ანკეტირება - 12

 

 

კვლევის ეფექტურობის მიზნით მონაცემთა შესაგროვებლად გამოვიყენე კვლევის თვისობრივი და რაოდენობრივი მეთოდები: დაკვირვება და ანკეტირება. თავდაპირველად გამოვიყენე კვლევის თვისობრივი მეთოდები. დავიწყე

დაკვირვება იმ მოსწავლეებზე, რომელთაც ვასწავლიდი. მოსწავლეებს გავაცანი

ჩემი გეგმები. ერთად განვიხილეთ თემა: „რა სჭირდება მოსწავლეს წარმატებული რომ იყოს“ რაზედაც მსურდა კვლევის ჩატარება. დაკვირვებისა და საუბრის

შედეგად მოსწავლეებმა გამოთქვეს კვლევაში მონაწილეობის მიღების სურვილი. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ საჭიროა კარგად სწავლობდნენ, ჰქონდეთ წარმატება, დაცული გარემო, ყველგან სუფევდეს დისციპლინა, კვალიფიციური მასწავლებლები, საგაკვეთილო პროცესში აქტიური მონაწილეობა, კარგად სწავლა, მოსახერხებელი სასწავლო მაგიდა და სკამები, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კლასები და კაბინეტ-ლაბორატორიები ცდების ჩასატარებლად, სპორტული ინვენტარი, ბუფეტი - მაგიდა და სკამებით, უფასო კვება და მრავალფეროვანი მენიუ, სრულფასოვანი სასწავლო და ოჯახური გარემო, უკეთესი სახელმძღვანელოები, მოწესრიგებული საპირფარეშოები.

დაკვირვებას ვაწარმოებდი თითოეულ ზემოთ ჩამოთვლილ კლასებში. ვინიშნავდი რაც კი მათ საჭიროებებთან იყო დაკავშირებული. დაკვირვების

პერიოდში დავადგინე, რომ მოსწავლეები მათსავე ჩამოთვლილ საჭიროებებს უგულებელყოფდნენ, არღვევდნენ დისციპლინას, არ ერთვებოდნენ საგაკვეთილო პროცესში, იგვიანებდნენ გაკვეთილზე. რაც შეეხება გაკვეთილისადმი მოსწავლეთა უმეტესობის მზაობას , აქაც უარყოფითი შედეგი აღინიშნებოდა - არ ჰქონდათ შესრულებული საშინაო დავალება და არც გაკვეთილი მომზადებული, უმეტესობას უჭირდა ჩემს მიერ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა. გარდა ამისა

კლასებში მოსწავლეთა ნაწილი მოუწესრიგებელი იყო არ გააჩნდათ სასწავლო ნივთები, რასაც სახელმძღვანელოების სიმძიმით ან წიგნების სახლში დარჩენით ხსნიდნენ. მაღალი იყო მათი ემოციური ფონი, უმიზეზო გაღიზიანება ერთმანეთის მიმართ ძალადობრივი დამოკიდებულება, ბულინგი -დაცინვის ან ზეწოლის სახით. ეს განსაკუთრებულად შესამჩნევი იყო საბაზო საფეხურის მოსწავლეებში. დაბალი იყო მათი შეფასებაც შემაჯამებელ წერაშიც,


განსაკუთრებით როცა ერთ-ერთი საკითხს წარმოადგენდა წაკითხულის გააზრება- კითხვებზე პასუხის გაცემა, მართებულია თუ მცდარია და რამდენიმე პასუხიდან ერთი სწორი პასუხის არჩევა წაკითხული ტექსტის მიხედვით. კვლევის საჭიროებიდან გამომდინარე მისი შემდეგი ეტაპი იყო კითხვარის ანუ ანკეტის მომზადება. ჩამოვაყალიბე მოსწავლის საჭიროებებთან დაკავშირებული

კითხვები.


 

 

 

 

 

 

მონაცემთა ანალიზი.

ვასწავლი ექვს სხვადასხვა კლასს დაწყებული მე-5 კლასიდან მე-11 კლასის

ჩათვლით, ამიტომ თითოეული კლასიდან ავირჩიე 10-10 მოსწავლე. ანკეტის დარიგებამდე მოსწავლეებს ავუხსენი ანკეტირების მიზანი, მისი ანონიმურობა და ვთხოვე თანამშრომლობა, ისინი დამთანხმდნენ ანკეტის შევსებაზე. ზოგიერთმა მოსწავლემ ანკეტის მიცემისთანავე დაიწყო მისი შევსება, ზოგმა კი სახლში წაღება და მეორე დღეს მოტანა გადაწყვიტა. 60 ანკეტიდან 47 მოსწავლემ შეავსო ის. ეს არის კვლევაში მონაწილე მოსწავლეთა 78.3%. დანარჩენმა ანკეტა არ დააბრუნა.

ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ მოსწავლეები არც თუ ხალისით ეკიდებიან ამ საქმეს. რატომღაც ეშინიათ თავიანთი აზრი წერილობით დააფიქსირონ რომელიმე საკითხის მიმართ, მიუხედავად იმისა რომ ანკეტა ანონიმურია.

მსურდა მონაცემთა ანალიზი კლასების მიხედვით წარმომედგინა, მაგრამ საერთო ზოგადი წარმოდგენა ვამჯობინე, რადგანაც მათი საჭიროებათა უმრავლესობა ყველა კლასის მოსწავლეებთან ერთნაირი იყო.

მშობლები და პედაგოგებიც ჩავრთე კვლევაში. მათ გავუზიარე კვლევის მიზანი და ავუხსენი, რომ კვლევა მნიშვნელოვანი იყო მატი შვილების მომავლისთვის. კვლევაში მონაწილეობის ინიციატივა მათ კი გამოთქვეს, მაგრამ მხოლოდ 7-მა მშობელმა დამიბრუნა უკან შევსებული ანკეტა. აქედან 5 მშობელი იყო ქალბატონი, ხოლო 2- ბატონი. მშობელთა უმეტესობის აზრით მოსწავლეთა საჭიროებას წარმოადგენს უსაფრთხო გარემო - 6 მშობელი - 85 %. ჯანსაღი

კომუნიკაცია მოსწავლესა და მასწავლებელს შორის - 7 მშობელი 100%, მოტივაციის ამაღლება - 3 მშობელი- 42%. კარგი იქნებოდა მშობელთა ფართო მასებს მიეღოთ ანკეტირებაში მონაწილეობა და მეტად ყოფილიყვნენ თავიანთი შვილების საჭიროებებით დაინტერესებულნი და იყვნენ სასკოლო საქმიანობაში აქტიურად ჩართულნი, რაც ერთგვარი სტიმული იქნება მოსწავლეთა წარმატებისთვის.

მასწავლებლების მიერ იყო დაბრუნებული 8 ანკეტა. ეს არის კვლევაში მონაწილე მასწავლებელთა 80%. აქედან 6 ქალბატონი, 2- ბატონი. პედაგოგთა აზრით მოსწავლეთათვის მნიშვნელოვანია ქცევის მართვა -4 მასწავლებელი - 50%, თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ტექნოლოგიები - 3 მასწავლებელი - 37.5%, მშობელთა აქტიური ჩართულობა -5 პედაგოგი - 62.5%. გაგება- გააზრება - 3 მასწავლებელი- 37,5 %. სხვადასხვა უნარების განვითარება და საგანთა შორის

კავშირის დამყარება - 4 პედაგოგი - 50%.


მნიშვნელოვანი იყო პედაგოგთა და მშობელთა მრავალფეროვანი აზრი, მაგრამ სამწუხაროა, რომ უმრავლესობამ არ ისურვა კვლევაში მონაწილეობის მიღება.

 

 

ნახ. 1 მშობელთა აზრი მოსწავლეთა საჭიროებებზე

 

 

 



 

 

 

 

 

 

ნახ. 2 რა მიაჩნიათ პედაგოგებს მოსწავლეთა საჭიროებებად

 

 

 

 

 

 



 

 

 

 

 

შეგროვებული მონაცემები

კვლევის სხვადასხვა მეთოდების გამოყენება აუცილებელია სწორი მონაცემების

შეგროვებისათვის და საკვლევი საკითხში არსებული დადებითი თუ უარყოფითი ფაქტორების დადგენისთვის. როგორც უკვე აღვნიშნე კვლევის მეთოდად გამოვიყენე დაკვირვება და ანკეტირება, რომელშიც შედიოდა 10 ანკეტა 4-4 დახურული კითხვით. მშობელთა საერთო რაოდენობა 10, აქედან უკან შევსებული ანკეტა - 7, მასწავლებლები - 10, შევსებული და დაბრუნებული - 8.

 

 

ნახ. 3 მოსწავლეთა ანკეტების საერთო და დაბრუნებული რაოდენობა.

 

 

 


 

 

 

მოსწავლეთა უმრავლესობას თითქმის ყველა კლასში პრობლემა ჰქონდა ტექსტის გაგება - გააზრებაში, რომელიც დადგინდა ტესტირების შედეგად. ამასთან

დაკავშირებით საჭიროებების დადგენასა და გაგება-გააზრებაში არსებული პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა დამხმარე საკითხავი მასალა - მხატვრული


ლიტერატურა, წიგნები კლასების მიხედვით. ტესტები და ტესტირება აღნიშნულ საკითხზე და თითოეული მოსწავლის მიმართ დიფერენცირებული მიდგომა დიაგნოსტიკური ტესტირებისა და მოსწავლეზე დაკვირვების ჩანაწერების მეშვეობით.

მოსწავლეთა მიერ ტექსტის გაგება- გააზრების შესაძლებლობების დასადგენად დავგეგმე სამი ინტერვენცია. პირველი ინტერვენციის დროს ვთხოვე წაეკითხათ მხატვრული ლიტერატურა. დაეწერათ წაკითხულის მოკლე შინაარსი, გადმოეცათ რა იყო ნაწარმოების მთავარი დედააზრი და ხმამაღლა ეკითხათ წასაკითხი მასალა.

მეორე ინტერვენციაზე მოსწავლეები ვავარჯიშე ისეთ სავარჯიშოებზე სადაც საჭირო იყო ტექსტიდან ამონარიდი წინადადება მართებული იყო თუ მცდარი ამ ტექსტის მიმართ.

მესამე ინტერვენცია მიმართული იყო რამდენიმე შეკითხვიდან სწორი პასუხის არჩევაზე.

ჩემი დახმარებით მოსწავლეები ართმევდნენ თავს, მაგრამ მინდოდა დამოუკიდებლად შეესრულებინათ და დავალებისთვის გაერთვათ თავი. ამ მიზნით რამდენჯერმე ჩავატარე ტესტირება სხვადასხვა კლასებში, დაწყებული მე-5 კლასიდან დამთავრებული მე-11-თი.


 

 

 

 

 


ინტერვენციის შედეგები

 

 

ნახ.4 მოსწავლეები თვლიან, რომ ტექსტის სწორი გაგება- გააზრება მათთვის სიძნელეს წარმოადგენს.

 

მე-5 კლასში ჩატარდა ერთი ტესტირება. შედეგი არცთუ ისე სახარბიელო იყო. ეს იყო მეხუთე კლასელთა პირველი ტესტირება და შესაძლოა გარემო ფაქტორებმა იმოქმედა მათ შედეგებზე, რაც შეიძლება ყოფილიყო არასაკმარისი მზაობა ტესტირებისთვის, სტრესი, შიში და განწყობაც კი. აქ დაფიქსირდა შემდეგი

მაჩვენებელი: დაბალი - 12, საშუალო - 7, მაღალი - 6.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Text Box: 12	
10			
8			
6			
4			
2			
0	
დაბალი	
საშუალო	
მაღალი 6

Text Box: წერა 1


 

 

 

 

მე-6 კლასში ჩატარდა სამი ტესტირება. აქედან პირველ ტესტში დაბალი შეფასება მიიღო 6-მა მოსწავლემ, საშუალო- 1, მაღალი-20. მეორე წერაში დაბალი - 6,

საშუალო - 6, მაღალი -15. მესამე წერა- დაბალი -1, საშუალი - 1, მაღალი - 25.

 

 

 

 

 



 

მე -7გ კლასში ჩავატარე 2 ტესტირება. პირველ ტესტირებაში დაბალი შეფასება მიიღო 2-მა მოსწავლემ, საშუალო-11, მაღალი - 12. ხოლო მეორე ტესტირებაში - კი დაბალი-3, საშუალო -5 მაღალი- 17.

 

 

 



 

მე-7 ვ კლასში ჩავატარე ერთი წერა. ამ კლასში თებერვლის თვეში შევედი. ვცვლი ძირითად მასწავლებელს. კლასი დაბალი აკადემიური მოსწრებისაა, რასაც უმთავრესად მათი დისციპლინა და გაკვეთილზე მოუმზადებელი გამოცხადება განაპირობებს. აქ დაბალი შეფასება მიიღო 8 მოსწავლემ,

საშუალოც-8, მაღალი. ამ კლასთან ბევრი მუშაობაა ჩასატარებელი.

 



მე-8 კლასში ჩატარდა 2 ტესტირება. პირველი ტესტირების შედეგები ასეთი იყო: დაბალი - 2, საშუალო -5, მაღალი - 19. მეორე: დაბალი - 7, საშუალი - 0 მაღალი - 18.

 

 

 

 

 



 

 

მე-9 კლასი ორ ტესტირებას ჰქონდა ადგილი. პირველი ტესტირების დროს აღინიშნა შემდეგი: დაბალი 11, საშუალო - 8, მაღალი - 3. ხოლო მეორე ტესტირებისას შედეგები ასე გამოიყურებოდა: დაბალი -8, საშუალო - 10, მაღალი - 6.

 

 

 

 

 



მე-11 კლასში ჩატარდა ერთი ტესტირება. შედეგი იყო: დაბალი -5, საშუალო - 4, მაღალი -18. ვფიქრობ მე -11 კლასმა უფრო უკეთესი შედეგი უნდა აჩვენოს და მოემზადონ ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად.

 



მნიშვნელოვანია მოსწავლეთა და მასწავლებელთა საჭიროებებს შორის არსებობდეს შემდეგი კავშირი: ცოდნა, დამოკიდებულებები, უნარები და ქცევა.

უნდა აღინიშნოს, რომ ნაკლები ყურადღება ეთმობა თხრობას და ინფორმაციული ტესტის გაგება გააზრების უნარების შემოწმებას, დიაგნოსტიკას პროგრესის მონიტორინგს და არსებული პრობლემის გადაჭრის გზებს, რაც აუცილებელია მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად და არსებული პრობლემის გადასაჭრელად. გაგება-გააზრების უნარების მიმართულებით ჩავატარე ტესტირება V, VI, VII, VIII, IX, XI კლასებში.

შედეგები არცთუ ისე სახარბიელო იყო.

მოსწავლეებმა სწორად ვერ გაიაზრეს ტექსტი, არ დაუკვირდნენ ტექსტის შინაარსს, ზოგიერთი პასუხი ზერელე იყო და არ შეესაბამებოდა დასმულ

საკითხს. აღსანიშნავია ისიც, რომ მოსწავლეები არასწორად ეძებენ ტექსტში პასუხებს, ვერ გამოაქვთ შინაარსი. არ იციან სიტყვების მნიშვნელობა და ვერც კონტექსტში ხვდებიან ამას. კიდევ ემატება ისიც, რომ უცხო ენაზე არ

კითხულობენ მხატვრულ ლიტერატურას და შემოიფარგლებიან მხოლოდ გაგონილი თუ მოსმენილი სლენგით. ეს წარმოადგენს ჩვენს წინაშე მდგარ პრობლემას.

მოსწავლეები ვერ ფლობენ ინფორმაციული ტექსტების გაგება-

გააზრებისათვის საჭირო სტრატეგიებს, როგორც ზემოთ აღვნიშნე შეკითხვის პასუხს არ ეძებენ ტექსტში//ტექსტზე დაყრდნობით არ გამოაქვთ დასკვნები და კმაყოფილდებიან მხოლოდ დამახსოვრებული ინფორმაციით.

მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეების ადრეული გამოვლენა. მოსწავლის უნარებისა და შესაძლებლობების სიღრმისეული შესწავლა აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს.

მთავარი მიზანი რასაც ემსახურება მასწავლებლის მუშაობა, მოსწავლის მხრიდან წაკითხულის გაგება-გააზრებაზე მოდის. ამოსავალი ამ პროცესისა კითხვის უნარის კარგად განვითარებაა, რომელიც უნდა იქცეს საინტერესო პროცესად შინაარსიანი აქტივობებით, რაც მოსწავლეთა ინტერესს და

ჩართულობას, მოტივირებულობას გამოიწვევს და გაგვიადვილებს მთავარ მიზნამდე მისვლას და პრობლემის გადაჭრას.

მოსწავლეები თვლიან, რომ გაგება გააზრებისთვის საჭიროა საკითხავი მასალა დონეების მიხედვით 24 მოსწ. - 51%, თითოეული მოსწავლის მიმართ დიფერენცირებული მიდგომა 25 მოსწ. 53%, ხმამაღალი კითხვა 8 მოსწ. -17%.

სიტყვის მნიშვნელობა 16 მოსწ. -34%, ხშირი მონიტორინგი (ტესტირება) 8

მოსწ. -17%.


ნახ. 2 საჭიროებები ტექსტის გაგება-გააზრებისათვის.

 


 

 

 

უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ბავშვები და მოზარდები დროის დიდ ნაწილს სკოლის გარემოში და სასკოლო ოთახებში ატარებენ. განვითარების ამ უმნიშვნელოვანეს პერიოდში მათ უწევთ თავიანთ ოჯახის წევრებთან, მასწავლებლებთან, თანატოლებთან ყოველდღიური ურთიერთობა, ისევე როგორც სწავლების სტრატეგიებთან თუ მეთოდებთან შეხება. ეფექტური სასწავლო გარემოსა და გამოცდილებების უზრუნველყოფისათვის უმნიშვნელოვანესია ფიზიკური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით უსაფრთხო, საგანმანათლებლო და მასტიმულირებელი სივრცის შექმნა.

აუცილებელია დავრწმუნდეთ იმაში, რომ ყველა მოსწავლეს ეძლევა სწავლის ის პირობები და შესაძლებლობები, რა მოლოდინებიც გვაქვს მათ მიმართ. ამისათვის საჭიროა უმჯობესდებოდეს მათი ცხოვრების დონე და

დამოკიდებულებების ხარისხი. ჰქონდეთ უნარ ჩვევების განვითარებისა და სწავლის შესაძლებლობა, რათა თავი იგრძნონ საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილად და სრულყოფილ წევრად პედაგოგთა მხარდაჭერით.

ჩემს მიერ ჩატარებული მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგად პედაგოგთა მხარდაჭერას მნიშვნელობას ანიჭებს 32 მოსწავლე ეს გამოკითხულთა 68%. 22 მოსწავლე უპირატესობას ანიჭებს უსაფრთხო გარემოს,


 

ეს არის 46%, ხოლო ემოციურ მხარდაჭერას - 24 მოსწავლე ეს არის 51%,

მზრუნველობას 22 – 46%, მშობლის როლის გაძლიერებას 15 მოსწავლე- 31%, უფასო კვება - 11 – 23%, თანამედროვე ტექნოლოგიებით საკლასო ოთახების აღჭურვა 26-55%, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ბიბლიოთეკები 14 – 29%, კულტურულ საგანმანათლებლო ღონისძიებები -17- 36%, კლასებში მოსწავლეთა რაოდენობის შემცირება - 15-31%.

 

 

 

 

 

ნახ. 2 მოსწავლეები თვლიან, რომ მათ საჭიროებას წარმოადგენს მასწავლებელთა მხარდაჭერა, უსაფრთხო გარემო, ემოციური მხარდაჭერა,

მშობლის როლის გაძლიერება, უფასო კვება, თანამედროვე ტექნოლოგიები და ბიბლიოთეკები, კულტურულ საგანმანათლებლო ღონისძიებები, კლასებში მოსწავლეთა რაოდენობის შემცირება.

 

 


 

 


 

 

აღნიშნულ გზაზე დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ მასწავლებლებსა და

მშობლებს, ხოლო სსსმ მოსწავლეების შემთხვევაში ინკლუზიურ განათლებაში


 

ჩართულ სპეციალისტებს. სსსმ მოსწავლეების სწავლება თუ განვითარების სირთულეების მიზეზს, შესაძლოა მრავალი ფაქტორი წარმოადგენდეს: სენსორული, ფიზიკური, ინტელექტუალური, კოგნიტური, სოციალური თუ ემოციური. სსსმ მოსწავლეების განათლება როგორც პრიორიტეტი- დაინერგა ინკლუზიური განათლება, რომელიც წარმოადგენს მიდგომას, რომლის ფარგლებშიც განათლების სისტემა უზრუნველყოფს სხვადასხვა საჭიროების მქონე ბავშვებისა თუ მოზარდების ხარისხიან განათლებას

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, მიუხედავად იმისა, თუ რა ფიზიკური შემეცნებითი, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური, სქესობრივი თუ სხვა მიმართულებები გააჩნიათ. სსსმ ყველა ინდივიდს აქვს უფლება თანატოლების მსგავსად მიიღოს განათლება, ჩართული იყოს რეგულარულ საგანმანათლებლო პროცესში, იგრძნოს თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრად და გაიუმჯობესოს ყოველდღიური ცხოვრებისათვის საჭირო უნარ ჩვევები, ე.ი. დაეხმაროს მოსწავლეებს დამოუკიდებელი ცხოვრების უნარების გამომუშავება- განვითარებაში, რათა შემდგომში შეძლონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში

ჩართულობა სხვაზე დამოკიდებულების გარეშე.

აღნიშნული უნარების დაუფლება კი შესაძლებელია რელევანტური შინაარსისა და მიზნების მქონე პროგრამების შედგენით. ამასთანავე სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტურობისთვის მნიშვნელოვანია, რომ პროგრამები მიწოდებული იქნას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე

კონკრეტული მოსწავლის შესაძლებლობების შესაბამისი სწავლების მეთოდებისა და სტრატეგიების გამოყენებით. ამიტომ სწორად უნდა განისაზღვროს მოსწავლის განვითარების აქტუალური და უახლოესი ზონა რაც ნიშნავს იმას თუ რა უნარების განვითარებაზე ვართ ორიენტირებულები, მოსწავლის ინდივიდუალური თავისებურებები და მახასიათებლები, საგანმანათლებლო საჭიროებების პრიორიტეტები, სასწავლო გარემო და მასალების ხელმისაწვდომობა და უნდა გვახსოვდეს, რომ სწავლა არის დინამიკური პროცესი, რომელშიც მოსწავლეები აქტიურ როლს თამაშობენ გარემოსთან და ირგვლივ მყოფ ადამიანებთან განუწყვეტელი ურთიერთობით.

 

 

გამოკითხვის მიხედვით მოსწავლეები საგანმანათლებლო საჭიროების პრიორიტეტებად თვლიან მიზანდასახულობას 3 მოსწ. -6%, პედაგოგის პროფესიულ განვითარებას 4 მოსწ. -8% , თანამედროვე ტექნოლოგიებს 8 მოსწ.- 17%, მოსწავლეთა მიმართ ინდივიდუალურ მიდგომას 4 მოსწ - 8% , მასწავლებლის ობიექტურობას 10 მოსწ. -21%. სწავლის სურვილი 2 მოსწ. -4%. სამწუხაროა ასეთი მაჩვენებელი მაგრამ რეალობას წარმოადგენს. შესაძლოა მოსწავლეებმა თავიანთი აზრი არსებული სიტუაციიდან გამომდინარე


დააფიქსირეს. მეტი ყურადღება უნდა მიქცეს საგანმანათლებლო საჭიროებებს მოსწავლეთა დაინტერესებისა და მოტივაციის ასამაღლებლად.

 

 

სწავლა /სწავლებისას არამარტო მოსწავლეთა შეხედულებები, იდეები ან უნარ

- ჩვევები იცვლება, არამედ ის გარემოც, რომელშიც ეს პროცესი მიმდინარეობს, ამიტომ სწავლა არ არის უბრალოდ ცოდნის ან უნარის დაუფლება, არამედ ის წარმოადგენს დაკვირვებასა და გამოცდილებაზე დაფუძნებით

შეხედულებებისა და დამოკიდებულებების აქტიურ კონსტრუირებას (აგებას)

და ტრანსფერს (გადატანას) .

ნებისმიერ სასკოლო საგანში სასწავლო პროცესის შინაარსის, სწავლების მეთოდებისა და სასურველი შედეგების დანერგვაში მონაწილეობენ მასწავლებლები, მშობლები, საგნის ექსპერტები, სწავლების მეთოდიკის ექსპერტები, განათლების მენეჯერები და ადმინისტრატორები. ისინი

საკუთარი გამოცდილებიდან, ისტორიული ტრადიციებიდან და უახლესი მომავლის პერსპექტივიდან გამომდინარე განსაზღვრავენ რა უნდა ისწავლონ მოსწავლეებმა ამა თუ ინ საგანში. ამასთანავე გადაწყვეტილებას

ზრდასრულები იღებენ ერთპიროვნულად. მოსწავლეთა ჩარევის და მათ მიერ გაჟღერებული სწავლის საჭიროებების და მიზნების გათვალისწინების გარეშე.

სწავლების მეთოდოლოგიის შერჩევა, საკლასო მენეჯმენტი, სასურველი შედეგების დადგენა სწავლების წლების მიხედვით და შედეგების მიღწევებისათვის საჭირო გარემოს ფორმირება აუცილებელი პირობაა მოსწავლეთა სწავლის საჭიროებებისა თუ მიზნებისათვის და მათი

იგნორირება პრობლემას უქმნის მოსწავლეებს და მასწავლებლებს სასწავლო პროცესის წარმართვაში და დამაკმაყოფილებელი შედეგების მიღწევაში.

სწორედ მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება იმით განსხვავდება ტრადიციული განათლებისგან, რომ ზემოთაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას ამოსავალ წერტილად მიიჩნევა მოსწავლეთა საჭიროებები და მიზნები.

მოსწავლეები განსხვავდებიან მზაობით, ინტერესებით და სასწავლო პროფილით და შესაბამისად განსხვავებულ მეთოდოლოგიურ მიდგომებს საჭიროებენ, ამიტომ უნდა ჩავუღრმავდეთ საკითხს თუ როგორ სწავლობს ბავშვი, რა საჭიროებები და მიზნები გააჩნია მას სწავლის დროს და რა უქმნია და უძლიერებს მას მოტივაციას ან კი პირიქით რა უშლის ხელს.

კვლევამ მიჩვენა, რომ მოსწავლეებში სწავლისადმი ინტერესს იწვევს საგანი, რომელსაც ვასწავლით - 10 – 21%, მასწავლებელი, რომელიც იმ საგანს ასწავლის რითაც მოსწავლე დაინტერესებულია - 17 – 36%, შესასწავლი თემა - 20- 42%, მათი მომავალი - 25-53%


 

 

ნახ. 5 მოსწავლეთა სწავლისადმი ინტერესის გამომწვევი საშუალებები

 


მოსწავლეთა უმეტესი ნაწილი თვლის, რომ ძირითად ინტერესს სწავლისადმი იწვევს მათი მომავალი და ის თემა იწვევს, რომელიც მათთვის საინტერესოა.

ადამიანის საჭიროება არ შეიძლება ჩავთვალოთ მისი ქცევის წარმართვის გარკვეულ ნაირსახეობად, იგი შინაგანი უკმარისობის შეგრძნების სახით

განხორციელდება ადამიანის მიერ. ადამიანი ცდილობს განთავისუფლდეს რომ რაღაცის უკმარისობის მტანჯველი განცდისგან, ამიტომ იწყებს ისეთ მოქმედებას, მიაღწიოს გარკვეულ მიზნებს, რაც საჭიროების დაკმაყოფილებაში დაეხმარება.

მოსწავლეთა საჭიროებებში ჩნდება ისეთი საჭიროებები როგორიცაა ფსიქოლოგიური საჭიროება, კომპეტენტურობა, სოციალური მიკუთვნებულობა და ავტონომიურობა. ამ საჭიროებების დაკმაყოფილება აუცილებელია ადამიანის პიროვნული ზრდისთვის, ისევე როგორც აუცილებელია მინიმალური სოციალურ-მატერიალური პირობების შექმნა ადამიანის ორგანიზმის განვითარებისა და ფუნქციონირებისათვის, ხოლო ამ საჭიროებათა დაუკმაყოფილებლობა იწვევს მიზნების მიუღწევლობით გამოწვეულ იმედგაცრუებასა და დეგრადაციას, რადგანაც მოსწავლის საჭიროებები მჭიდრო კავშირშია მის მიზნებთან.


კომპეტენტურობის საჭიროება ეხება ინდივიდის მიერ ეფექტურობის განცდას სოციალურ გარემოსთან ურთიერთობაში და საკუთარი შესაძლებლობების განვითარება-წარმოჩენაში.

სოციალური მიკუთვნებულობის საჭიროება ეხება ინდივიდის სხვებთან

დაკავშირების გრძნობას, ამიტომ თუ მოსწავლეს არ არის კომუნიკაბელური და არ შეუძლია საზოგადოებაში თავის დამკვიდრება ის თავისთავად ხდება

საზოგადოებისგან გარიყული, რაც უარყოფითად მოქმედებს მის სწავლა განვითარებაზე.

ავტონომია ეხება ინდივიდის მიერ საკუთარი თავის აღქმას მისივე ქცევის პირველწყაროდ, პირველსაწყისად. ამასთანავე ის მოიცავს საკუთარი ქცევის კონტროლს და განსაზღვრავს ინდივიდის თვითდეტერმინებულობას (თვითგანსაზღვრას).

მოსწავლეთა საჭიროებები მათ ემოციებშიც და ქცევაშიც ვლინდება. მაგალითად კომპეტენციის საჭიროება ვლინდება შემეცნებით გამოწვევებზე მოსწავლეთა მხრივ პოზიტიურ რეაგირებაში, ხოლო მოსწავლეთა ავტონომიურობის საჭიროება გარკვეულწილად კომპეტენტურობა ვლინდება მოსწავლეთა შინაგან მოტივაციაში საგნის შესწავლის მიზნით.

მოსწავლეთა საჭიროებები შეიძლება განსხვავდებოდნენ მათი მიზნებისგან, ვინაიდან საჭიროებები მიმართულია საგანთა ვრცელ კატეგორიაზე, ხოლო მიზნები კი სპეციფიკურ, კონკრეტულ ობიექტზე, რას უნდა რომ მიღწიოს მოსწავლემ.

საზოგადოდ მოსწავლეთა მიზნები რთული და მრავალრიცხოვანია. მიზნები ხშირად დაკავშირებულია ერთმანეთთან და ერთი მიზნის მიღწევა მეორის მიღწევის წინაპირობას წარმოადგენს, მაგრამ მიზნები შეუძლება ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავიც იყოს.

მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეები და ზოგჯერ ზრდასრულნიც, ძნელად და ნაკლებად აცნობიერებენ საკუთარ საჭიროებებს, მიზნებს და მათ შორის არსებულ მიმართებებს, მოსწავლეებს კი საჭიროებანი და მიზნები ნამდვილად გააჩნიათ და ისინი ზეგავლენას ახდენენ მოსწავლეთა სასწავლო ქცევაზე, განსაკუთრებით კი სწავლის მოტივაციაზე, ათვისების ეფექტურობაზე,

შედეგების მიღწევაზე, ამიტომ საჭიროა ზუსტად განისაზღვროს როგორ უნდა დაეხმარონ მასწავლებლები და სხვა სასკოლო პერსონალი მოსწავლეებს მათი ნაწილობრივ გაცნობიერებულ, მაგრამ რეალურად არსებულ და მათ ქცევაზე და სწავლის შედეგებზე მძლავრი ზეგავლენის მქონე საჭიროებების

დაკმაყოფილებაში, მიზნების მიღწევაში.

მოსწავლეზე ორიენტირებული განათლების პრინციპების, სტრატეგიების, მეთოდებისა და ინსტრუმენტების ფლობაზეა დამოკიდებული თუ რამდენად


შეეწყობა მოსწავლეს ხელი, ვინაიდან ადამიანური პოტენციალი არის ერთერთი პერსპექტიული საფუძველი მომავალი თაობის განვითარებისთვის.

განვიხილოთ კერძო საგნობრივი შემთხვევა, მაგალითად უცხო ენის

(ინგლისური) სწავლება და სწავლა.

როგორ სწავლობს ბავშვი ინგლისურს? რა საჭიროებები და რა მიზნები ამოძრავებს მოსწავლეს უცხო ენის (ინგლისური) სწავლის პროცესში? როგორ უნდა დაეხმარონ მასწავლებლები ინგლისური ენის შესწავლისას მოსწავლეს მისი სპეციფიკური საგნობრივი საჭიროებების დაკმაყოფილებაში და მისი სპეციფიკური საგნობრივი მიზნების მიღწევაში?

საზოგადოდ უცხო ენის შესწავლა უაღრესად რთულია, რომელიც უხვად მოიცავს ცნებებს, ქვეცნებებს და მათ შორის კავშირების დამყარებას. უცხო ენის შესწავლა საჭიროებს არსებულ გამოცდილებაზე ახალი ელემენტების

დაშენებას, გავრცელებას და მათში ჩაღრმავებას. სწორედ ამიტომ ინგლისური ენის კომპეტენციების განვითარებისთვის მოსწავლე საჭიროებს:

*   ცნებებს შორის კავშირების გაცნობას და გააზრებას;

*   ლექსიკურ-გრამატიკული ერთეულის ამოცნობასა და აკუმულირებას; *   ფონეტიკური მასალის დაუფლებას რაც ძირითადად სიტყვის სწორად

წარმოთქმაში გამოიხატება;

*   დროს იმისათვის, რომ მოსწავლეს განუვითარდეს საკუთარი ძალების რწმენა და თვითდაჯერებული გახდეს ინგლისური ენის დავალებების შესრულებისას.

შესაბამისად უცხო ენის შესწავლისთვის მოსწავლე დამატებით საჭიროებს:

*   სპირალურ სასწავლო გეგმას;

*   სახელმძღვანელოს, რომელიც ორიენტირებული და გათვლილი იქნება ქართულენოვანი სკოლის მოსწავლეებზე (განსაკუთრებით დაწყებითი კლასის მოსწავლეთათვის), ცნებათა სისტემის ჩამოყალიბებაზე, უცხო ენის პრაქტიკაში გამოყენებაზე. იქნება თემატურად დალაგებული,

შინაარსიანი და ინფორმაციის შემცველი;

*   კლასის დაყოფას ჯგუფებად. არაუმეტეს 10-12 მოსწავლისა თითოეულ ჯგუფში;

*   უცხო ენის კაბინეტების შექმნის აუცილებლობას, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნიკით (მოსმენის დავალებების შესასრულებლად, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში მოსმენისა და საუბრის უნარ ჩვევების განვითარებას, სიტყვების სწორად წარმოთქმას).

*   შეფასების სისტემას, რომელიც ყველა მნიშვნელოვან უცხო ენის კომპეტენციას ამოწმებს.


ინგლისური ენის გაკვეთილი მიმზიდველი რომ გახდეს ამისათვის მოსწავლეს სჭირდება:

v  წარმატების ინტენსიური განცდა;

v  ახალი სასწავლო მასალის ისეთ ახსნა-განმარტება, რომელიც მის წინარე ცოდნას ეფუძნება;

v  თანამშრომლობით სწავლას და სწავლებას;

v  პრაქტიკული სამუშაოების მრავალფეროვნება;

v  მასწავლებელი, რომელიც მის ცნებობრივ აზროვნებას გააფართოებს და გააღრმავებს.

გამოკითხვამ გვიჩვენა, რომ 11 მოსწავლე თვლის წარმატების ინტენსიურ განცდას

- 23%, თანამშრომლობითი სწავლა სწავლება- ჯგუფური მუშაობა - 19 – 40%, პრაქტიკული სამუშაოების მრავალფეროვნება - 21 – 44%, კლასის გაყოფა ჯგუფებად - 14- 29%, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი კაბინეტი - 22 46%.

 

 

ნახ.6 უცხო ენის გაკვეთილი მიმზიდველი რომ გახდეს საჭიროა

 

 

 


თანამედროვე

ტექნიკით აღჭურვილი კაბინეტი, 22,

25%


მიმზიდველი გაკვეთილი


წარმატების ინტენსიური განცდა, 11, 13%


 

 

 

თანამშრომლობი თი სწავლა/სწავლება

, 19, 22%

 

 


კლასის გაყოფა ჯგუფწბად, 14,

16%


პრაქტიკული სამუშაების მრავალფეროვნე ბა, 21, 24%


უცხო ენის, კერძოდ ინგლისური მაქვს მხედველობაში, მიდრეკილების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა არცთუ მცირეა, მაგრამ ენების გრამატიკული, ფონეტიკური, ლინგვისტური, დამწერლობითი თავისებურებების სპეციფიკის გამო, მშობლიურ ენაზე მოლაპარაკე მოსწავლისთვის ამის დაუფლება გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს. ზოგიერთ მოსწავლეს არ აქვს უცხო ენის შესწავლის გამორჩეული ნიჭი. იმ შემთხვევაში თუ მოსწავლის ფსიქოლოგიური თუ სპეციფიკური საჭიროებები და მიზნები სასწავლო პროცესში იგნორირებულია, ის ვერ დაეუფლება უცხო ენის კომპეტენციებს დამაკმაყოფილებლად და ვერ განავითარებს პოზიტიურ დამოკიდებულებას უცხო ენის მიმართ თუნდაც იმ მარტივი მიზეზით, რომ უცხო ენის შესწავლა ყოველ მომდევნო ეტაპზე მოსწავლე იძულებული იქნება „სიცარიელეზე დადოს“ მასწავლებლის მიერ მიწოდებული ახალი ცოდნა, რადგანაც წინარე ცოდნის მტკიცე საყრდენი არ გააჩნია და მასწავლებლის მიერ წარმოჩენილი ცოდნა მისთვის დამთრგუნველი იქნება რაც სიმართლეს წარმოადგენს.


დასკვნა

როცა საქმე ეხება სწავლასა და მოსწავლეთა საჭიროებებს , ხშირად ცდილობენ სირთულეების მოგვარებას და დილემის გადაჭრას მხოლოდ სისტემის დონეზე: ექსპერტებთან კონსულტაციებით, კონსენსუსებით იმის შესახებ თუ რა და როგორ უნდა ისწავლონ მოსწავლეებმა, კურიკულუმებით და სისტემის შექმნით და ყველაფერი ეს ხდება იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილი იქნას შესაბამისი ადამიანური რესურსები და ბოლოს შემოწმდეს შედეგები.

ჩვენ ვითხოვთ განათლების მაღალ დონეს, ხოლო დასაქმებულთა ხელფასი და განათლების დონე, ევროპის ქვეყნებშიც, ჩამორჩება მოთხოვნას რადგანაც არსებობს დაფინანსების პრობლემა. თუ გვინდა რომ ჩვენი ქვეყანა ძლიერი და განათლებული იყოს საჭიროა მეტი თანხა გამოიყოს განათლების მიმართულებით განათლების თანამედროვე მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, რაც მოახდენს როგორც მასწავლებელთა, ასევე ახალგაზრდა თაობის მოტივაციის გაძლიერებასა და ზრდას, ეს კი შექმნის ბედნიერ და უზრუნველყოფილ მომავალს. ამიტომ მეტი ყურადღება უნდა მიექცეს განათლების დაფინანსებას მასში არსებული თანამედროვე მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, რაც თავისთავად გამოიწვევს მოსწავლეთა საჭიროების დაკმაყოფილებასაც.

მოსწავლეთა საჭიროებების და არა მარტო მისი, მინდა ავღნიშნო რომ ზოგადად კვლევა ეხმარება მკვლევარს პროფესიულ განვითარებაში, ახალი გზების დასახვასა და კვლევის საგანში არსებული პრობლემების გადაჭრაში. ის მნიშვნელოვანია მკვლევარის კოლეგებისთვისაც. ხდება აზრთა და გამოცდილებათა ურთიერთგაზიარება, რაც ეხმარება პედაგოგს საკუთარი პრაქტიკის სრულყოფაში.


რეკომენდაციები:

 

 

1.       მოსწავლეთა ინდივიდუალური მიდგომა პედაგოგების

მხრიდან მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით:

2.        მოსწავლეთა სოციალურ-ემოციური მხარდაჭერა;

3.        უსაფრთხო გარემო:

4.        კლასებში მოსწავლეთა რაოდენობა განსაზღვრა 20

არაუმეტეს მოსწავლით:

5.        კლასების თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა:

6.        შინაარსობრივად დახვეწილი სახელმძღვანელოები შესაბამისი ასაკობრივი განვითარების მიხედვით:

7.        სკოლებში ჯანსაღი კვება;

8.         თანამედროვე ბიბლიოთეკა:

9.         საინტერესო სასწავლო პროგრამები.

10.       მშობლის როლი.

 

 

,


ბიბლიოგრაფია.

 

 

1. ბაგრატიონ-გრუზინსკი მ, კვაჭაძე ჟ, ლორთქიფანიძე რ, გაჩეჩილაძე ნ., (2017)., ინტერნეტგაზეთი „განათლება თავისუფლება“., World Vision Georgia., UNISEF foe Every Child., “სასწავლო აქტივობები ყველასათვის, სწავლების მეთოდები ინკლუზიურ განათლებაში“., გზამკვლევი მასწავლებლებისათვის.,

გადმოწერილია 2022 წლის 5 ნოემბერს., ციფრული რესურსი: https//www.Mastsavlebeli.ge

2. ტყეშელაშვილი შ., საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო., (2021)., „ ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის პროგრამის’ „ინკლუზიური განათლების საინფორმაციო და მეთოდოლოგიური მხარდაჭერა“ ქვეპროგრამის ფარგლებში., გადმოწერილია 15 ნოემბერს., ციფრული რესურსი: https://www. mes.gov.ge

3. ალექსიძე ნ., (2020)., შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი., სოციალური და ჰუმანიტარული განათლების ფაკულტეტი., განათლების მეცნიერპროგრამა.,

„მოსწავლეზე ორიენტირებული საკლასო მენეჯმენტი როგორც საშუალო სკოლის მოსწავლეთა თვითრეალიზების ხელშემწყობი ფაქტორი (საქართველოს მაგალითზე)., გადმოწერილია 2022 წლის 5 ნოემბერი., ციფრული რესურსი: https://ibsu.edu.ge

4. მამისელაშვილი მ., (2020)., თბილისი., „მასწავლებელთა სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია“., გადმოწერილია 2022 წლის 12 ნოემბერს., ციფრული რესურსი“ https://dokumen.tips

5.       Ontario Teachers’Federation (2023)., ”Teachers’ Gateway to Special Education”., გადმოწერილია 2022 8 ნოემბერს., ციფრული რესურსი? https:// www.otffeo.on.ca

6.       Heick T., (2018)., Learning., “What Every Student Needs”., გადმოწერილია 2022 2

დეკემბერი., ციფრული რესურსი: https://www.teachthought.com

7.       ReachOut Australia., (2023)., “Why It Is Important to Understand Students’ Needs” გადმოწერილია 2022 წლის 10 დეკემბერს., ციფრული რესურსი: schools.au.reachout.com

8.       Students Affairs., WETA public Stanford., (2023)., “How Can I Be Responsive to Student’s Needs”? გადმოწერილია 18 ნოემბერს., ციფრული რესურსი:

9.       https://studentsaffairs.Stanford.edu

10. ნოზაძე გ., (2017) ინტერნეტგაზეთი „განათლება - თავისუფლებაა“., “მოსწავლეთა საჭიროებები და მიზნები მათემატიკის სწავლების დროს“., გადმოწერილია 2022 წლის 1 ნოემბერს., ციფრული რესურსი: https://mastsavlebeli.ge

11. Sternberg R.J., (2020)., “Theory of Intelligence”., გადმოწერილია 2022 30 ნოემბერს., ციფრული რესურსი: https://www.thoughtco.com


დანართი 1

 

 

მოგესალმებით!

ვატარებ მოსწავლეთა საჭიროებებთან დაკავშირებულ კვლევას. მჭირდება თქვენი თანადგომა. გთხოვთ მოცემულ კითხვებს გულახდილად გასცეთ პასუხი.

სქესი

§  მდედრობითი

§  მამრობითი

 

 

 

1. თქვენი აზრით რა მიგაჩნიათ მოსწავლეთა საჭიროებებად? 1.

2

3

4.


დანართი 2

 

 

მოგესალმებით!

ვატარებ მოსწავლეთა საჭიროებებთან დაკავშირებულ კვლევას. მჭირდება თქვენი თანადგომა. გთხოვთ მოცემულ კითხვებს გულახდილად გასცეთ პასუხი.

 

 

სქესი

§  მდედრობითი

§  მამრობითი

 

 

 

1. როგორ ფიქრობთ რა იწვევს თქვენს ინტერესს სწავლისადმი?

 

 

1. საგანი რომელსაც თქვენ სწავლობ

2. მასწავლებელი, რომელიც იმ საგანს გასწავლით რომლითაც ხართ დაინტერესებული

3. შესასწავლი თემა

4. თქვენი მომავალი


დანართი 3

 

 

მოგესალმებით!

ვატარებ მოსწავლეთა საჭიროებებთან დაკავშირებულ კვლევას. მჭირდება თქვენი თანადგომა. გთხოვთ მოცემულ კითხვებს გულახდილად გასცეთ პასუხი.

 

 

 

 

როგორ ფიქრობთ იმისათვის, რომ მოსწავლეებში განვითარდეს მაღალი შემოქმედებითი ინტელექტი საჭიროა თუ არა:

 

 

1. აღმოჩენები და წარმოსახვები

2. საკლასო დისკუსიებში მონაწილეობა

3. მაღალი ანალიტიკური აზროვნება

4. ურთიერთთანამშრომლობა


დანართი 4

 

 

მოგესალმებით!

ვატარებ მოსწავლეთა საჭიროებებთან დაკავშირებულ კვლევას. მჭირდება თქვენი თანადგომა. გთხოვთ მოცემულ კითხვებს გულახდილად გასცეთ პასუხი.

 

 

 

§  მდედრობითი

§  მამრობითი

 

 

თქვენი აზრით ჩამოთვლილთაგან რომელია მოსწავლეთა საჭიროებები?

 

1. პედაგოგთა მხარდაჭერა

2. უსაფრთხო გარემო და სოციალური მხარდაჭერა

3. ემოციური მხარდაჭერა

4. მშობლის როლი


 

დანართი 5

 

 

მოგესალმებით!

ვატარებ მოსწავლეთა საჭიროებებთან დაკავშირებულ კვლევას. მჭირდება თქვენი თანადგომა. გთხოვთ მოცემულ კითხვებს გულახდილად გასცეთ პასუხი.

 

 

სქესი

 

§  მდედრობითი

§  მამრობითი

 

 

როგორ ფიქრობთ მოსწავლისათვის საჭიროა თუ არა მასწავლებელი იყოს:

 

 

1. მზრუნველი

2. იმედის მომცემი

3. იუმორის მქონე

4. ობიექტური


დანართი 6

 

 

მოგესალმებით!

ვატარებ მოსწავლეთა საჭიროებებთან დაკავშირებულ კვლევას. მჭირდება თქვენი თანადგომა. გთხოვთ მოცემულ კითხვებს გულახდილად გასცეთ პასუხი.

სქესი:

 

§  მდედრობითი

§  მამრობითი

 

 

 

თქვენი აზრით რაზე აისახება პედაგოგთა პროფესიული განვითარება

 

 

 

1. სწავლის პროცესზე

2. შედეგებზე

3. კომუნიკაციის ფორმებზე

4. საგნის ცოდნაზე


 

დანართი 7

 

 

მოგესალმებით!

ვატარებ მოსწავლეთა საჭიროებებთან დაკავშირებულ კვლევას. მჭირდება თქვენი თანადგომა. გთხოვთ მოცემულ კითხვებს გულახდილად გასცეთ პასუხი.

 

 

სქესი

 

§  მდედრობითი

§  მამრობითი

 

 

როგორ ფიქრობთ რა ახდენს გავლენას სწავლის პროცესზე?

 

 

1. თანამედროვე ტექნოლოგიები

2. კლასებში მოსწავლეთა რაოდენობის სიჭარბე

3. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ბიბლიოთეკები

4. კულტურულ საგანმანათლებლო ღონისძიებები


 

დანართი 8

 

 

მოგესალმებით!

ვატარებ მოსწავლეთა საჭიროებებთან დაკავშირებულ კვლევას. მჭირდება თქვენი თანადგომა. გთხოვთ მოცემულ კითხვებს გულახდილად გასცეთ პასუხი.

 

 

სქესი

§  მდედრობითი

§  მამრობითი

 

 

თქვენი აზრით გაგება-გააზრებისთვის საჭიროა თუ არა

 

 

1. საკითხავი მასალა დონეების მიხედვით

2. თითოეული მოსწავლის მიმართ დიფერენცირებული მიდგომა

3. ხმამაღალი კითხვა და წინადადებაში სიტყვების მნიშვნელობა

4. ხშირი მონიტორინგი (ტესტირება)


დანართი 9

 

 

მოგესალმებით!

ვატარებ მოსწავლეთა საჭიროებებთან დაკავშირებულ კვლევას. მჭირდება თქვენი თანადგომა. გთხოვთ მოცემულ კითხვებს გულახდილად გასცეთ პასუხი.

 

 

სქესი

 

§  მდედრობითი

§  მამრობითი

 

 

 

 

 

 

 

 

თქვენი აზრით რა არის საგანმანათლებლო საჭიროებების პრიორიტეტები

 

 

1.

2.

3.

4.


დანართი 10

 

 

მოგესალმებით!

ვატარებ მოსწავლეთა საჭიროებებთან დაკავშირებულ კვლევას. მჭირდება თქვენი თანადგომა. გთხოვთ მოცემულ კითხვებს გულახდილად გასცეთ პასუხი.

 

 

სქესი

 

§  მდედრობითი

§  მამრობითი

 

 

 

როგორ ფიქრობთ რა არის საჭირო უცხო ენის გაკვეთილი მიმზიდველი რომ გახდეს და მოსწავლემ განიცადოს ინტენსიური წარმატება?

 

 

1. თანამშრომლობითი სწავლა-სწავლება

2. პრაქტიკული სამუშაოების მრავალფეროვნება

3. კლასის გაყოფა ჯგუფებად

4. თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი კაბინეტი.


დანართი 11

 

 

მოგესალმებით!

ვატარებ მოსწავლეთა საჭიროებებთან დაკავშირებულ კვლევას. მჭირდება თქვენი თანადგომა. გთხოვთ მოცემულ კითხვებს გულახდილად გასცეთ პასუხი.

სქესი

§  მდედრობითი

§  მამრობითი

 

 

 

1. თქვენი აზრით როგორც პედაგოგს რა მიგაჩნიათ მოსწავლეთა საჭიროებებად? 1.

2

3

4.


დანართი 12

 

 

მოგესალმებით!

ვატარებ მოსწავლეთა საჭიროებებთან დაკავშირებულ კვლევას. მჭირდება თქვენი თანადგომა. გთხოვთ მოცემულ კითხვებს გულახდილად გასცეთ პასუხი.

სქესი

§  მდედრობითი

§  მამრობითი

 

 

 

1. თქვენი აზრით როგორც მშობელს რა მიგაჩნიათ მოსწავლეთა საჭიროებებად? 1.

2

3

4.


 

კვლევის გეგმა

 

 

მოქმედებები

მაისი სექტემბერი

ოქტომბერი ნოემბერი

დეკემბერი

იანვარი

თებერვალი

მარტი

აპრილი

საკვლევი თემის განსაზღვრა და კვლევის მიზნის ჩამოყალიბება

V მაისი

IX 2022

 

 

 

 

 

 

კვლევის პროცესის

დოკუმენტირებ ა-კვლევის

დღიურის

წარმოება

 

X 2022

 

 

 

 

 

არსებული კვლევებისა და ლიტერატურის შესწავლა და ანალიზი

 

 

XI 2022

XII 2022

 

 

 

 

კვლევის მეთოდის შერჩევა და

ექსპერტიზა

(გამოცდა)

 

 

XII 2022

 

 

 

 

მონაცემთა შეგროვება

 

 

 

I 2023

 

 

 

მონაცემთა ანალიზი

 

 

 

I 2023

 

 

 

ინტერვენციები ს/ქმედებების

შემუშავება

 

 

 

I 2023

 

 

 

ინტერვენციები პრაქტიკაში

დანერგვა

 

 

 

I 2023

II 2023

III 2023

 

ინტერვენციები შეფასება

 

 

 

 

 

III 2023

III 2023

გამოცდილების გაზიარება/პრეზ

ენტაცია

 

 

 

 

 

 

IV 2023

რეკომენდაციებ ის შემუშავება

 

 

 

 

 

 

IV 2023


მკვლევარის დღიური.

 

 

 

 

v  ჩემი კვლევის საგანია : „რა სჭირდება მოსწავლეს წარმატებული რომ იყოს“

 

 

 

კვლევის მიზნები:

 

 

ü  მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა, რომელიც მათ წარმატებულს გახდის;

ü  ფაქტორები, რომლებიც დადებითად ან უარყოფითად მოქმედებს მოსწავლეთა საჭიროებებზე;

ü  მოსწავლეთა საჭიროებებთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარების გზების დასახვა რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლის წინსვლას.

 

 

 

კვლევის ჰიპოთეზა: მოსწავლეთა საჭიროებების დაუდგენლობა ხელს უშლის მათ წარმატების მიღწევაში.

 

მინდა ავღნიშნო რომ გადაწყვეტილება მეწარმოებინა კვლევა ამ საკითხზე. 2022 წლის მაისში, ხოლო შემდეგ სექტემბერში ზუსტად ჩამოვყალიბდი.

2022 წლის ოქტომბრიდან დავიწყე საჭირო ლიტერატურის მოძიება და გაცნობა. შევარჩიე კვლევის მეთოდები როგორც თვისობრივი, ასევე რაოდენობრივი.

დავიწყე დაკვირვება მოსწავლეებზე საჭიროების კუთხით. დაკვირვებამ დამანახა, რომ ყველა მოსწავლე განსხვავებულია ერთმანეთისგან, ისინი პიროვნებებს წარმოადგენენ. მათ სხვადასხვა ინტერესები, დამოკიდებულებები და


 

 

საჭიროებები გააჩნიათ. შესაძლოა რომელიმე საკითხთან დაკავშირებით საერთო აზრი გააჩნდეთ, მაგრამ ძირითადად თითოეული მათგანი ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს.


 

 

2022 წლის ნოემბერს მოსწავლეებს გავაცანი ჩემი იდეა, რომ სურვილი მქონდა ჩამეტარებინა მოსწავლეთა საჭიროებების კვლევა და ვთხოვე თანამშრომლობა. მოსწავლეთა უმეტესობამ თანხმობა განაცხადა.


 

 

მე შევუდექი საკვლევ საკითხზე მუშაობას 2022 წლის ნოემბრის დასაწყისში. ვიცოდი, რომ სამუშაო შესასრულებლად დიდი და ამავე დროს ძნელი და საპასუხისმგებლო იყო.


 

 

კვლევის თანმიმდევრობა რომ დამეცვა და განმესაზღვრა ჩემი აქტივობები კერძოდ რის შემდეგ რა უნდა მეკეთებინა 2022 წლის ნოემბერს შევადგინე კვლევის გეგმა.


 

 

2022 წლის ნოემბრიდან დავიწყე კვლევის პროცესის დოკუმენტირება - დღიურის წარმოება. ის დამეხმარებოდა მე ნაბიჯ-ნაბიჯ მეწარმოებინა ჩემი კვლევა, განმესაზღვრა რა გავაკეთე და რა დამრჩა კიდევ გასაკეთებელი მიზნის


განსახორციელებლად და დასკვნის გამოსატანად

 


 

 

 

 

2022 წლის ნოემბრის ბოლოსა და დეკემბერში შევუდექი არსებული კვლევებისა და ლიტერატურის შესწავლას, დამუშავებასა და ანალიზს. გავეცანი როგორც ქართულ აგრეთვე საზღვარგარეთის მოწინავე ქვეყნების გამოცდილებას:

წაკითხული ლიტერატურა.

ინფორმაცია ონლაინ ჟურნალ-გაზეთებიდან გადმოვწერე დეკემბერ-იანვრის თვეებში.

5. ბაგრატიონ-გრუზინსკი მ, კვაჭაძე ჟ, ლორთქიფანიძე რ, გაჩეჩილაძე ნ., (2017)., ინტერნეტგაზეთი „განათლება თავისუფლება“., World Vision Georgia., UNISEF foe Every Child., “სასწავლო აქტივობები ყველასათვის, სწავლების მეთოდები ინკლუზიურ განათლებაში“., გზამკვლევი მასწავლებლებისათვის.,

გადმოწერილია 2022 წლის 5 ნოემბერს., ციფრული რესურსი: https//www.Mastsavlebeli.ge

6. ტყეშელაშვილი შ., საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო., (2021)., „ ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის პროგრამის’ „ინკლუზიური განათლების საინფორმაციო და მეთოდოლოგიური მხარდაჭერა“ ქვეპროგრამის ფარგლებში., გადმოწერილია 15 ნოემბერს., ციფრული რესურსი: https://www. mes.gov.ge

7. ალექსიძე ნ., (2020)., შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი., სოციალური და ჰუმანიტარული განათლების ფაკულტეტი., განათლების მეცნიერპროგრამა.,

„მოსწავლეზე ორიენტირებული საკლასო მენეჯმენტი როგორც საშუალო სკოლის მოსწავლეთა თვითრეალიზების ხელშემწყობი ფაქტორი (საქართველოს მაგალითზე)., გადმოწერილია 2022 წლის 5 ნოემბერი., ციფრული რესურსი: https://ibsu.edu.ge

8. მამისელაშვილი მ., (2020)., თბილისი., „მასწავლებელთა სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია“., გადმოწერილია 2022 წლის 12 ნოემბერს., ციფრული რესურსი“ https://dokumen.tips

9.       Ontario Teachers’Federation (2023)., ”Teachers’ Gateway to Special Education”., გადმოწერილია 2022 8 ნოემბერს., ციფრული რესურსი? https:// www.otffeo.on.ca

10.   Heick T., (2018)., Learning., “What Every Student Needs”., გადმოწერილია 2022 2

დეკემბერი., ციფრული რესურსი: https://www.teachthought.com

11.   ReachOut Australia., (2023)., “Why It Is Important to Understand Students’ Needs” გადმოწერილია 2022 წლის 10 დეკემბერს., ციფრული რესურსი: schools.au.reachout.com

12.   Students Affairs., WETA public Stanford., (2023)., “How Can I Be Responsive to Student’s Needs”? გადმოწერილია 18 ნოემბერს., ციფრული რესურსი:

13.   https://studentsaffairs.Stanford.edu


14. ნოზაძე გ., (2017) ინტერნეტგაზეთი „განათლება - თავისუფლებაა“., “მოსწავლეთა საჭიროებები და მიზნები მათემატიკის სწავლების დროს“., გადმოწერილია 2022 წლის 1 ნოემბერს., ციფრული რესურსი: https://mastsavlebeli.ge

15. Sternberg R.J., (2020)., “Theory of Intelligence”., გადმოწერილია 2022 30 ნოემბერს., ციფრული რესურსი: https://www.thoughtco.com

 

 


 

დეკემბერში კვლევის ეფექტურობის მიზნით მონაცემთა შესაგროვებლად გამოვიყენე კვლევის თვისობრივი და რაოდენობრივი მეთოდები. თვისობრივ მეთოდად გამოვიყენე დაკვირვება, ხოლო რაოდენობრივად კი ანკეტირება, რომელიც შედგებოდა დახურული კითხვებისგან, მაგრამ მოსწავლეები ზოგიერთ კითხვაზე თავის აზრს ცალკე აფიქსირებდნენ.

 

 

 

 

 


 

დაკვირვების საფუძველზე შევქმენი ანკეტები

 

მოსწავლეებს დავურიგე ანკეტები. ვასწავლი ექვს სხვადასხვა კლასს: დაწყებითი ,

 

საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს

 


 

 

 

კვლევაში მონაწილეობის მიღება გამოთქვა ყველა მოსწავლემ, მაგრამ რეალურად სხვადასხვა საფეხურების კლასებიდან მხოლოდ 60 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა ანკეტირებაში. აქედან მხოლოდ 48 დააბრუნა შევსებული ანკეტა



 

იანვარში შევიმუშავე ინტერვენციები გაგება-გააზრების მიმართულებით რაც ტესტირების შედეგად იყო დადგენილი ამ მიმართულებით საჭიროება. ინტერვენციები ეტაპობრივად დავგეგმე იმისდა მიხედვით თუ რა დროს და რა სახით იქნებოდა მათი განხორციელება საჭირო.


 

 

მოსწავლეთა მიერ ტექსტის გაგება- გააზრების შესაძლებლობების დასადგენად დავგეგმე სამი ინტერვენცია.

პირველი ინტერვენციის დროს ვთხოვე წაეკითხათ მხატვრული ლიტერატურა. დაეწერათ წაკითხულის მოკლე შინაარსი, გადმოეცათ რა იყო ნაწარმოების მთავარი დედააზრი და ხმამაღლა ეკითხათ წასაკითხი მასალა.

მეორე ინტერვენციაზე მოსწავლეები ვავარჯიშე ისეთ სავარჯიშოებზე სადაც საჭირო იყო ტექსტიდან ამონარიდი წინადადება მართებული იყო თუ მცდარი ამ ტექსტის მიმართ.

მესამე ინტერვენცია მიმართული იყო რამდენიმე შეკითხვიდან სწორი პასუხის არჩევაზე.

ჩემი დახმარებით მოსწავლეები ართმევდნენ თავს, მაგრამ მინდოდა დამოუკიდებლად შეესრულებინათ და დავალებისთვის გაერთვათ თავი. ამ მიზნით რამდენჯერმე ჩავატარე ტესტირება სხვადასხვა კლასებში, დაწყებული მე-5 კლასიდან დამთავრებული მე-11-თი.

 

 

 

2023 წლის მარტის ბოლოს მოვახდინე მონაცემთა დამუშავება და ანალიზი.

 

შეგროვებული მონაცემების მეშვეობით, გამოვიანგარიშე მათი პროცენტული რაოდენობა და გამოვსახე ისინი სქემებით.

 

იანვარიდან ეტაპობრივად დავიწყე მონაცემთა შეგროვება, რადგანაც ინტერვენციები მიმდინარეობდა ეტაპობრივად, ამიტომ მონაცემთა ანალიზსაც


ვაკეთებდი მათი შეგროვებიდან გამომდინარე თანდათანობით რამაც მოიცვა იანვარი-მარტის თვეები.


 

 

2023 წლის დეკემბერს კვლევის წარმოების გადაწყვეტილება გავანდე რიგგარეშე პედაგოგიურ საბჭოზე კოლეგებს.


 

 

2023 წლის აპრილის დასაწყისში დავდე ის შედეგები რის მეშვეობითაც აღვნიშნე თუ რა იყო საჭირო მათთვის წარმატებულნი რომ გამხდარიყვნენ.


 

 

2023 წლის აპრილში წარვადგინე ჩემი კვლევა. ის ავტვირთე N24 სკოლის საიტზე რათა სკოლის პედაგოგთა ფართო საზოგადოება გასცნობოდა და მიმეღო მათგან უკუკავშირი.


 

 

კვლევის დასრულებისას შევიმუშავე რეკომენდაციები რომლებიც შემდეგში მდგომარეობს:

1.    მოსწავლეთა ინდივიდუალური მიდგომა

პედაგოგების მხრიდან მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით;

2.    მოსწავლეთა სოციალურ-ემოციური მხარდაჭერა;

3.    უსაფრთხო გარემო:

4.    კლასებში მოსწავლეთა რაოდენობა განსაზღვრა არაუმეტეს 20 მოსწავლით:

5.    კლასების თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა:

6.    შინაარსობრივად დახვეწილი სახელმძღვანელოები


შესაბამისი ასაკობრივი განვითარების მიხედვით;

7.     სკოლებში ჯანსაღი კვება;

8.     თანამედროვე ბიბლიოთეკა:

9.     საინტერესო სასწავლო პროგრამები.

10. მშობლის როლი.

 

 

,

დაბოლოს მინდა აღვნიშნო, რომ მოსწავლეთა საჭიროებების კვლევა დამეხმარა პროფესიულ განვითარებაში, ახალი გზების დასახვასა და პრობლემების გადაჭრაში. ბევრი რამ მასწავლა, ღრმად ჩამახედა არსებული პრობლემების არსში, კიდევ უფრო დამაახლოვა მოსწავლეებთან.

 

2023 წლის აპრილს მივიღე კოლეგისგან უკუკავშირი

 

 

 

 

 

 

           რეცენზია თამილა თურქიას პედაგოგიურ კვლევაზე

          (რა სჭირდება მოსწავლეს წარმატებული რომ ყოს)


აღნიშნული კვლევის სემანტიკა კომპლექსური და საინტერესოა. ავტორმა დამაჯერებლად და სრული ლოგიკური თანმიმდევრობით

წარმოადგინა მოსწავლეთა საჭიროებების გამოკვლევის კომპლექსური მეთოდები და მათ საჭიროებებზე მორგებული შედეგების გასაუმჯობესებელი გზები.

კვლევაში ნათლადაა წარმოდგენილი რეალური სტატისტიკური მონაცემები და მათი დეტალური ანალიზი. გამახვილებულია ყურადღება მოსწავლეების მხრიდან სწავლის დემონდტრირების

არჩევანზე, რაც თავის მხრის, იძლევა საშუალებას, უფრო მოქნილად მოხერხდეს მოსწავლის ცოდნის დონის შეფასება. კვლევაში მკაფიოდაა აქცენტირებული ისეთი მნიშვნელოვანი სეგმენტების გააქტიურება, როგორებიცაა: მოსწავლეებისთვის იმედის ჩანერგვა და

მზრუნველობის გამოხატვა, რაც თავისთავად მოქმედებს მოსწავლეთა მოტივაციის ზრდაზე. აღსანიშნავია, რომ ყურადღება ექევა მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებსა და თავისებურებებს.

ნაშრომში გამოყენებულია მნიშვნელოვანი მეთოდები: დაკვირვება და ანკეტირება. ზემოაღნიშნული კი შეფასების ობიექტურობასა და გამჭირვალეობაზე ახდენს გავლენას და ეხმარება მასწავლებელს სამომავლო სასწავლო პერსპექტივების დაგეგმვაში. მიმაჩნია, რომ ეს კვლევა საინტერესო იქნება სხვა მასწავლებლებისთვის და

დაინტერესებული სპეციალისტებისთვის.


ქ. თბილისის № 24 საჯარო სკოლის პედაგოგი: ელეონორა მჭედლიშვილი










 


 


 


 


Comments

Popular posts from this blog

Articles

თამილა თურქია მოსწავლეთა დაინტერესების მიზნით სხვადასხვა კლასგარეშე აქტივობებში ჩართვა (მაგ. საგნობრივი წრეები, სახელოვნებო ღონისძიებები) 21-ე საუკუნის გადმოსახედინად, რომელიც ცნობილის ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების საუკუნედ, რომ ვიმსჯელოთ დიდი ყურადღება ექცევა სხვადასხვა მოწყობილობებს , „გაჯეტებს“, რომლებსაც თანამედროვე ახალგაზრდობა ხშირად და ზოგჯერ უაზროდ, დროის გასაყვანად იყენებს. ახალ ტექნოლოგიებს მოსწავლე ახალგაზრდობაში მოაქვს როგორც სიკეთე ( მასალის სწრაფი მოძიება, შეტყობინების გაგზავნა, მოშორებით მყოფ ნათესავთან თუ მეგონართაბ დაკავშირება და სხვა), ასევე ზიანიც (მათი ხშირი მოხმარება იწვევს მიჯაჭვულობას, მხედველობისა და სმენის დაქვეითებას, აგრესიას, უინტერესობას გარე სამყაროს მიმართ და ა.შ.). თანამედროვე ცხოვრებაში მოსწავლე ახალგაზრდათა უმეტესობა სულ უფრო ნაკლებად ერთვება სხვადასხვა სასკოლო თუ კლასგარეშე აქტოვობებში. ეს გამოწვეულია როგორც მათი უინტერესობით, მშობელთა ფინანსური არასტებილურობით, ასევე ახალი ტექნოლოგიების ხშირი არამიზნობრივი გამოყენებით, რაც აქვეითებს

გაკვეთილის გეგმა

პედაგოგი თამილა თურქია საგანი:  ინგლისური სწავლების საფეხური/კლასი :  საბაზო საფეხური, მე-8 კლასი თარიღი: 14.12.17. მოსწავლეთა რაოდენობა:  15 მოსწავლე. სსსმ მოსწავლე კლასში არ არის. დრო:  40 წუთი თემა:  Extreme Sports. Climbing to the Top. გაკვეთილის მიზანი:    უცხო ტექსტის გაგება -გააზრება :                                           მოსწავლე შეძლებს ტექსტის ირგვლივ დასმულ კითხვებზე პასუხის    გაცემას                  ,                                               და ტექსტის მოკლე შინაარსის გადმოცემას.   ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდაარტი: უცხ. ს . IY.11 - მოსწავლეს შეუძლია მიმართოს    სხვადასხვა                                                                                    სტრატეგიებს    საკითხავი ამოცანის ეფექტურად გადაჭრის                                                                                ხელშესაწყობად და კითხვის უნარის გასაუმჯობესებლად.                                                                                    უცხ. ს. IY.

Grammar in use

Auxilliary Verbs and Tenses   Words and prepositions Make and Do Make and do are two of the most common verbs in the English language. We often use them with lots of different situations. It is difficult to remember in which situation we use each of them. A good way to remember is this: a) we use "make" in a situation where we are creating something; b) we use "do" in a situation where we are executing something            that is planned or has already been created. The  Verb - Get