Skip to main content

მოსწავლეების აზროვნების სწავლება

როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს აზროვნება
მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო
თბილისი 2007
წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია, თეა ბერძენიშვილი, შორენა საძაგლიშვილი,
მზია წერეთელი, კახა გაბუნია, გიორგი გახელაძე, ზაქრო გიუნაშვილი
ნინო დობორჯგინიძე, გიორგი ზედგინიძე, რუსუდან თაყაიშვილი
მარიკა კაპანაძე, ლაშა კოკილაშვილი, ეკატერინე კორძაძე, ანა მხეიძე
ბუბა ოჩიაური, მანანა რატიანი, ნათია საღინაძე, თინა სალაყაია, მარიკა სიხარულიძე
ეკატერინე სლოვინსკი, მარინა ჩხიკვაძე, თამარ ჯაყელი




სარჩევი: წინასიტყვაობა...............................................................................................4თავი პირველი
აზროვნება და შემეცნება საკლასო გარემოში.................................5თავი მეორე
ბლუმის ტაქსონომია და მისი გამოყენება
სხვადასხვა სასწავლო დისციპლინებში..........................................18თავი მესამე
აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევების
ამოქმედების მეთოდიკა...................................................................24თავი მეოთხე
დამაზუსტებელი შეკითხვების დასმის ხელოვნება: შემთხვევების განხილვა სხვადასხვა სასწავლო დისციპლინიდან.......................26თავი მეხუთე
უნარ-ჩვევების ეტაპობრივი განვითარება....................................48თავი მეექვსე
ბლუმის სააზროვნო დონეების შესაბამისი დავალებების შექმნა ძირითადი სიტყვების გამოყენებით................................................53თავი მეშვიდეძირითადი რეკომენდაციები........................................................................78გამოყენებული ლიტერატურა......................................................................82
ეროვნული სასწავლო გეგმის (ესგ) მიხედვით, სწავლა ნიშნავს ინფორმაციის
შეძენას, უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების განვითარებას. ესგ- მიხედვით, ძირითადი აქცენტი მიმართულია სააზროვნო, კომუნიკაციური,
სოციალური და თვითმართვის უნარ-ჩვევების განვითარებაზე.
ეროვნული სასწავლო გეგმების და შეფასების ცენტრი გთავაზობთ მეთოდური სახელმძღვანელოების სერიას, რომელიც მოიცავს რეკომენდაციებს



იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს ზემოთ ჩამოთვლილი უნარ-ჩვევების ეფექტური სწავლება და განვითარება. ამჯერად, ჩვენი მიზანია სააზროვნო უნარების განვითარებასთან დაკავშირებული მოსაზრებების მოწოდება.
ეროვნული სასწავლო გეგმების და შეფასების ცენტრი
2007
თავი პირველი
აზროვნება და შემეცნება საკლასო გარემოში1. აზროვნების განვითარების ზოგადი მიდგომები:
აზროვნების სწავლება საკმაოდ ძველი იდეაა. ჯერ კიდევ ანტიკურ საბერძნეთში
ბერძენი ახალგაზრდები სწავლობდნენ მათემატიკას და ფილოსოფიას აზროვნების გავარჯიშების მიზნით.
სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარება ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია. ბოლო წლებში დასავლეთის საგანმანათლებლო სივრცეში სულ უფრო ხშირად საუბრობენ რთული სააზროვნო უნარ-ჩვევების - კრიტიკულ აზროვნების, შემოქმედებითი აზროვნების და რეფლექსიური აზროვნების - სწავლებაზე.
მოსწავლე უნდა გასცდეს მასალის უბრალოდ დამახსოვრება-გაზეპირებას. კერძოდ, მან ცოდნის დაგროვებასთან (ინფორმაციის შენარჩუნება) ერთად უნდა შესძლოს ამ ცოდნის გაგება, გამოყენება, ანალიზი, სინთეზი და ბოლოს, შეფასება. ამ დროს მოსწავლე არა მხოლოდ ფლობს ინფორმაციას, არამედ მას შეუძლია ქმედება. საინტერესოა, რომ რაიმეს სწავლა სწორად აზროვნების შედეგია. აზროვნების ამოქმედების დროს ადამიანი გააზრებულად სწავლობს და ხდება უფრო გამჭრიახი. სხვა შემთხვევაში, მოსწავლე პასიურია და შესაბამისად, მას უჭირს რაიმეს სწავლა.
გარკვეული სახით მიწოდებული ინფორმაცია მოსწავლეს ეხმარება აზროვნების
ამოქმედებაში. განათლების სპეციალისტი . პერკინსის «თეორია ერთი» განიხილავს ინფორმაციის მიწოდების იმ ფორმებს, რომლებიც ხელს უწყობს აზროვნების ამოქმედებას და, შესაბამისად, ეფექტურ სწავლასა და სწავლებას. ამ თეორიის მიხედვით, ადამიანი სწავლობს იმას, რის სწავლის ლოგიკური შესაძლებლობა და მოტივაციაც აქვს. «თეორია ერთის» მიხედვით, რაიმეს კარგად შემეცნება მოითხოვს შემდეგი პირობების გათვალისწინებას:
1. ნათელი ინფორმაცია: მიზნების და მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრა;
2. აზრიანი პრაქტიკა: აქტიური პრაქტიკა იმაში, რასაც მოსწავლე სწავლობს;
3. გამოხმაურება: რჩევები და შეფასება, რათა მოსწავლემ უკეთეს შედეგებს
მიაღწიოს;
4. ძლიერი შინაგანი და გარეგანი მოტივაცია: დამაჯილდოვებელი აქტივობები
ან დავალებები, რომლებიც თავისთავად საინტერესოა მოსწავლისათვის
ან ეხმარება მას სხვა მიზნების მიღწევაში;
«თეორია ერთის» საკლასო პრაქტიკაში გამოყენება გულისხმობს მასწავლებლის
მიერ მოსწავლისათვის ნათელი ინფორმაციის და შესაბამისი გამოხმაურების
მიწოდებას, აზრიანი პრაქტიკის უზრუნველყოფას, რაც აღძრავს მოსწავლის შინაგან და გარეგან მოტივაციას (Perkins, 1992). განათლების ფსიქოლოგების მიხედვით, ნათელი ინფორმაციამოიცავს იმას, თუ «რა» «როგორ» და «როდის» უნდა გაკეთდეს. ამ შემთხვევაშიმასწავლებელი თვალყურს ადევნებს, რამდენად გაიგეს მოსწავლეებმა მიწოდებული ინფორმაცია. მათი შეცდომების ანალიზის საფუძველზე მასწავლებელი ცდილობს იპოვოს ის გზები, რომლებიც მოსწავლეებს დაეხმარება, უკეთ გაიგონ მოცემული საკითხი. ქვემოთ განვიხილოთ საკლასო პრაქტიკის მაგალითი, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლის აზროვნების ამოქმედებას და, შესაბამისად, ეხმარება მოსწავლეს საკითხის უკეთ გაგებაში.
მაგალითად, განვიხილოთ ისტორიის გაკვეთილი: მოძველებული მეთოდებით  სწავლებისას მასწავლებელი ძირითადად მოითხოვდა კონკრეტული «ამბების» ცოდნას: რა, როდის და სად მოხდა. ისტორიის ახლებური სწავლების ძირითადი მიზანია მოსწავლის სააზროვნო პროცესებში ჩართვა, რაც მოიცავს სამ ძირითად ამოცანას:
(1) მოსწავლეების მიერ მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების შესახებ ცოდნის დაგროვება: არა მხოლოდ რა მოხდა, არამედ რატომ მოხდა.
ამ მიზნის მისაღწევად, მასწავლებლის მიერ დასმული ტრადიციული შეკითხვა იქნებოდა: «რა იყო სამოქალაქო ომის მიზეზებიამგვარად დასმული შეკითხვით, მოსწავლეები მხოლოდ წიგნში დაწერილ ინფორმაციას გაიხსენებენ. «თეორია ერთის» მიხედვით, იმისათვის, რომ მოსწავლე აქტიურად ჩაერთოს გაგების პროცესში, მას სხვაგვარად უნდა დაესვას შეკითხვა: «ტექსტი ხაზს უსვამს 3 ძირითად მიზეზს. თქვენი აზრით, რომელი მათგანი არის უფრო მნიშვნელოვანი და რატომ?», ან «ერთი ჯგუფი დაიცავს უცხოურ წყაროებში მოცემულ მოსაზრებებს, მეორე კი ქართულ წყაროებში მოცემულ ინტერპრეტაციას»;
თუმცა, მხოლოდ შეკითხვის სწორად ფორმულირება არ არის საკმარისი. აზროვნების ამოქმედება მიწოდებული ინფორმაციის ოდენობაზეც არის დამოკიდებული. ამ დროს უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორაა განთავსებული ინფორმაცია სასწავლო მასალაში. თუ სასწავლო მასალაში მოყვანილია სამი ძირითადი მიზეზი და აქვე არის დასაბუთებული, რომ ერთ-ერთი მათგანი უფრო მნიშვნელოვანია, მაშინ მოსწავლეს მხოლოდ ამ ინფორმაციის დამახსოვრება სჭირდება. თუ სასწავლო მასალაში გამოყოფილია სამი მიზეზიდან ერთ-ერთი, მაგრამ არ არის დასაბუთებული, თუ რატომ არის ის მნიშვნელოვანი, მაშინ მოსწავლეს მხოლოდ არგუმენტის მოფიქრება და აგება დასჭირდება. თუ მასალაში მხოლოდ აღწერილია სამი მიზეზი და არ არის გაკეთებული შეფასება, რომელი მათგანია უფრო მნიშვნელოვანი, მაშინ მოსწავლეს შეფასების გაკეთება მოუწევს, ამასთან, არგუმენტების და კონტრარგუმენტების მოყვანაც და განხილვაც. ამისათვის სასწავლო მასალაში საკმარისად უნდა იყოს ფაქტები, რომლებიც მოსწავლეს საშუალებას მისცემს, თავად გამოიტანოს დასკვნები.
(2) მოსწავლეების მომზადება, რათა გაიგონ თანამედროვე მოვლენები მსგავსი და განსხვავებული ისტორიული შემთხვევების კონტექსტში;
როგორც წესი, ჩვეულებრივ, ისტორიის მასწავლებლები მოვლენებს განიხილავენ ვიწრო ისტორიულ კონტექსტში. «თეორია ერთის» მიხედვით, აუცილებელია თანამედროვე მოვლენების სხვადასხვა ისტორიულ კონტექსტში განხილვა და პარალელების მოძებნა. ამ მიზნისთვის შემდეგი შეკითხვები შეიძლება გამოვიყენოთ: «რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვიხილეთ გაფიცვა რუსეთში. თქვენი აზრით, რამდენად არის შესაძლებელი ის, რომ ეს გადაიზარდოს სამოქალაქო ომში? მსგავსი რამ ხომ არ ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო ომის დროს
(3) მოსწავლეებისათვის ისტორიული გამოცდილების გაზიარება ისე, რომ მათ შეძლონ ისტორიული ციტატების, ლიტერატურის და სხვა გაგება. ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია, თუ მოსწავლეებს წავაკითხებთ მოცემული ეპოქის შესაბამის ნოველებს და პოემებს ისტორიის გაკვეთილზე და ვთხოვთ მათ შესაბამის ისტორიულ კონტექსტში განხილვას. როგორც წესი, სუსტი ისტორიის მასწავლებლები არ ახდენენ თავიანთი მოსწავლეებისათვის იმის ახსნას და ჩვენებას, თუ რას უნდა ნიშნავდეს მოთხრობის ან პოემის წაკითხვა მის ისტორიული კონტექსტში: რა იდეები ჩნდება თავში? რა ელფერს იძენს გადატანითი გამონათქვამი? რა ახალი მნიშვნელობები შეემატა მას? და .. «თეორია ერთის» ამოქმედებას ხელს უწყობს სწავლების შემდეგი მეთოდები:
დიდაქტიკური, სოკრატული, პრაქტიკული და სოციალური, რომლებიც ეხმარება მოსწავლეს აზროვნების აქტივაციაში. დიდაქტიკური მეთოდი: დიდაქტიკური მეთოდის გამოყენების დროს ხდება ინფორმაციის მიწოდება დიალოგის ფორმით. მიზანი შეიძლება იყოს სხვადასხვა: მოსწავლეების ინფორმირება, მათი ცოდნის გამომჟღავნება და დახვეწა. დიდაქტიკური მეთოდით მიწოდებული ინფორმაცია უნდა იყოს ნათელი და პასუხობდეს შემდეგ კითხვებს: რა, რატომ და სად? ამ დროს მოსწავლისთვის ნათელია სასწავლო მიზნები, მან იცის, როდის ითვლება მიზანი მიღწეულად. მასწავლებელს ცნების ასახსნელად მოჰყავს მაგალითები, ამყარებს კავშირს ახალ და ძველ ცნებებს შორის. ინფორმაციის გაცვლის პროცესში მოსწავლე და მასწავლებელი - ორივე მონაწილეობს და ერთად აგებს ახალ ცოდნას.
ქვემოთ მოყვანილია ამ მეთოდის გამოყენების მაგალითები გაკვეთილზე:
 მასწავლებელი ხაზს უსვამს იმას, რაც, მისი აზრით, მნიშვნელოვანია მოცემულ მასალაში (ან გაკვეთილზე);
 მასწავლებელი გადასცემს ინფორმაციას, რათა წაახალისოს მოსწავლეთა
აზროვნება მოცემულ საკითხებზე;
 მასწავლებელი საკუთარი მოსაზრებების გარდა განიხილავს სხვების მოსაზრებებსაც;
 მასწავლებელს მოჰყავს მრავალმხრივი მაგალითები ახალი ცნების ახსნისას;
 მასწავლებელი იყენებს შესაბამის საკლასო აქტივობებს (სადემონსტრაციო
ექსპერიმენტი, სახელმძღვანელოსა ან დამატებითი მასალების
გამოყენება), რომ მოსწავლეებმა ისწავლონ/განიმტკიცონ ახსნილი
მასალა;
 მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, რომ გაიხსენონ გაკვეთილის მთავარი საკითხები, ფაქტები, მოვლენები;
 მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეს, რომ თავისი სიტყვებით გადმოსცეს წაკითხული ან მოსმენილი ინფორმაცია.სოკრატული მეთოდი: სოკრატული მეთოდის გამოყენების დროს მასწავლებელი
სვამს მხოლოდ პრობლემურ (და არა ინფორმაციულ) შეკითხვებს (მაგ., რას ფიქრობთ ამაზე? რა განმარტებები გვჭირდება ამისთვის?), არ აწოდებს არანაირ ინფორმაციას მოსწავლეებს. ამ დროს მასწავლებელი განხილავს გამონაკლისებს და მარტივ იდეას ეჭვქვეშ აყენებს. იგი არ აძლევს მოსწავლეებს ინფორმაციას, არამედ მათ სთხოვს აზროვნებას, რათა ისინი დამოუკიდებლად მივიდნენ პრობლემის გადაწყვეტამდე. სოკრატული მეთოდის გამოყენება შესაძლებელია დისკუსიით, დებატებით, პრობლემური შეკითხვების დასმით და სხვა. ზოგჯერ მასწავლებელს მოჰყავს ფაქტები მოსწავლეთამიერ გამოთქმული მოსაზრებების საწინააღმდეგოდ, მაგრამ არ აფიქსირებს საკუთარ პოზიციას, ხელს უწყობს იმ პასუხების ეჭვქვეშ დაყენებას,რომელსაც გვაძლევენ სხვადასხვა ავტორიტეტები და სხვა. მოსწავლეები თავისუფლად გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს დასმულ პრობლემასთან დაკავშირებით, თამამად თხზავენ ჰიპოთეზებს და ვერსიებს, აანალიზებენ ერთმანეთის არგუმენტებს. ქვემოთ მოყვანილია ამ მეთოდის გამოყენების მაგალითები გაკვეთილზე:
 მასწავლებელი სვამს პრობლემურ შეკითხვებს, რათა წაახალისოს მოსწავლეთა
აზროვნება მოცემულ საკითხებზე;
 მასწავლებელს მოჰყავს დამხმარე და საწინააღმდეგო მაგალითები მოცემული
მოვლენის საილუსტრაციოდ;
 მასწავლებელი კრიტიკულად განიხილავს მოსწავლის არგუმენტებს;
 მასწავლებელი ხელს უწყობს კლასის დისკუსიაში ჩაბმას;
 მასწავლებელი ახალისებს საკუთარი და სხვების აზრების კრიტიკული შეფასების უნარის განვითარებას;
 მასწავლებელი მოსწავლეს სთხოვს, ფაქტებისა და ცნებების ანალიზს, მასალაში მოცემული ფარული არსის გაგებას და . .
 მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეს, რომ დააკავშიროს სხვადასხვა წყაროებიდან
მიღებული ცოდნა, სხვადასხვა ელემენტებისაგან შექმნას ახალი სტრუქტურა;
 მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეს, რომ გამოიტანოს დასკვნა (გააკეთოს
შეფასება) საკუთარ არგუმენტაციაზე დაყრდნობით.კეთებით სწავლება: კეთებით სწავლების ანუ პრაქტიკის მეთოდის გამოყენების დროს ხდება ზუსტი ინსტრუქციის მიწოდება ექსპერიმენტის ან სიმულაციისთვის და არა ინფორმაციის მიწოდება. იგი მიზნად ისახავს, მოსწავლეებმა შეასრულონ ისეთი ქმედებები რომლებიც ხელს უწყობს ცოდნის ან ჩვევის ფორმირებას. პრაქტიკის დროს მასწავლებელი აქტიურად იყენებს გამოხმაურებას (უკუკავშირს), რაც ხელს უწყობს იმას, რომ მოსწავლის პრაქტიკა იყოს აზრიანი და მან მართლაც გააცნობიეროს ის, რასაც აკეთებს და არა ავტომატურად (მექანიკურად) გაიმეოროს. ამგვარი სწავლება მხოლოდ სათანადო გამოხმაურების შემთხვევაში გვაძლევს მნიშვნელოვან ეფექტს. მასწავლებელმა მოსწავლეს უნდა შესთავაზოს აქტივობის სქემა ან მოდელი, სადაც მიღწევის დონეები ნათლად არის მოცემული და მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს, თუ რას მოელიან მისგან და როგორ ფასდება მისი წარმატება, ანუ რა არის ეფექტური «კეთება» და მიზნის მიღწევა. ამრიგად, პრაქტიკის მთავარი პრინციპებია: მოსწავლეებისთვის პრაქტიკული დავალების მიცემა, მათი წახალისება, სათანადო გამოხმაურების მიწოდება, რათა მათ აზრიანად იმოქმედონ; კეთებით სწავლის დროს:
 მასწავლებელი უზრუნველყოფს მოსწავლის ჩართვას პრაქტიკულ საქმიანობაში, რათა მას გამოცდილებით სწავლის საშუალება მიეცეს;
 მასწავლებელი ისეთ დავალებას აძლევს მოსწავლეს, რომლის პრაქტიკულად შესასრულებლადაც საჭიროა ახლად ახსნილი ცნებების (დებულებების) გამოყენება. ქვემოთ მოყვანილია ამ მეთოდის გამოყენების მაგალითი გაკვეთილზე: გეოგრაფიის გაკვეთილზე მასწავლებლის მიზანიაქ აუხსნას მოსწავლეებს დასახლებული პუნქტის ფუნქციები. ამისათვის მოსწავლეებს აძლევს შემდეგ დავალებას - გავიდნენ თავიანთ დასახლებულ პუნქტში და მოიძიონ სამრეწველო, ადმინისტრაციული, სავაჭრო და სხვა ინფრასტრუქტურები. მათ უნდა განსაზღვრონ, რამდენად დატვირთულია ეს ტერიტორია, რომელიმე ობიექტი ხომ არ აკლია, როგორ უნდა ფუნქციონირებდეს და .. გაკვეთილზე მოსწავლეები მოძიებულ ინფორმაციას ადარებენ მასწავლებლის მიერ მიწოდებულ თეორიულ ინფორმაციას.სოციალური (კოოპერატიული და თანამშრომლობითი) სწავლება: სოციალური მეთოდის გამოყენების დროს ხდება მოსწავლეთა დაჯგუფება. იგი მიზნად ისახავს მოსწავლეების ჩართვას თანამშრომლობაში, ერთობლივ ძალისხმევას დავალებების შესასრულებლად. სოციალური მეთოდი შეიძლება იყოს ორი სახის:
 ჯგუფისთვის მიცემული ამოცანა ჯგუფის შიგნით ქვეამოცანებად იშლება. ჯგუფის თითოეულ წევრს აქვს თავისი ფუნქცია და თავისი ამოცანა. საერთო შედეგი დამოკიდებულია თითოეული მონაწილის შედეგზე.
 მოსწავლეები მუშაობენ და ფიქრობენ ერთსა და იმავე ამოცანაზე ერთდროულად,
მათ ერთი და იგივე ფუნქცია აქვთ. ასეთი ფორმა უფრო ეფექტურია ახალ ამოცანებზე მუშაობის დროს.
ზემოთ მოყვანილი სწავლების მეთოდების გარდა, მეტად მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა ხელი შეუწყოს მოსწავლის მოტივაციის ამოქმედებას. მოტივაცია არის ქცევის განხორციელების ფსიქოლოგიური საფუძველი. რაც უფრო მეტად მოტივირებულნი არიან მოსწავლეები, მით მეტია სწავლის ხარისხი, რაც ნაკლებად არიან მოტივირებულნი - შესაბამისად, სწავლის ხარისხიც იკლებს. არსებობს შინაგანი და გარეგანი მოტივაცია. მოსწავლის სასწავლო აქტივობები შეიძლება განპირობებული იყოს მისი შინაგანი ან გარეგანი მოტივაციით. საინტერესო აქტივობები ეფუძნება მოსწავლის შინაგან მოტივაციას. შინაგანად მოტივირებული მოსწავლისათვის უფრო მნიშვნელოვანია თავად აქტივობა და შემეცნების პროცესი, რომელიც მას ანიჭებს სიამოვნებას. შინაგანი მოტივაციის ამოქმედების ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიაა, სწავლის დაკავშირება მოსწავლის რეალური ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრასთან. პერკინსი (Perkins, 1992) ხაზს უსვამს სიტუაციური სწავლების მნიშვნელობას მოსწავლის დაინტერესებისა და აზროვნების აქტივაციისათვის. ამ დროს მოსწავლე ითვისებს ისეთ ოპერაციებს, რომლებზეც
ცალკე ვარჯიში მისთვის მოსაბეზრებელი და უინტერესო იქნებოდა.
ქვემოთ მოცემულია სიტუაციური სწავლების ზოგიერთი მაგალითი:
 მოსწავლეები სწავლობენ წერას გაზეთის გამოცემით;
 მოსწავლეები სწავლობენ სტატისტიკას იმ კვლევაში მონაწილეობით, რომელიც მათთვის საინტერესოა და უკავშირდება მათ უშუალო გარემოს. გარეგან მოტივაციას კი მაშინ აქვს ადგილი, როცა მოსწავლე შესრულებული სასწავლო აქტივობისათვის მოელის წახალისებას, ჯილდოს (კარგი ქულა, შექება, კლასში გარკვეული სტატუსის მოპოვება და . ). ამ დროს განხორციელებული სასწავლო აქტივობა შესაძლებელია მოსწავლისათვის არ იყოს საინტერესო. მოსწავლის გარეგანი მოტივაციის ასამოქმედებლად მასწავლებელი ხშირად მიმართავს დაჯილდოების მოქნილ სისტემას. გარდა ამისა, მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობები. შინაგანი მოტივაციის გაძლიერებისას მნიშვნელოვანია ისეთი დავალებების მიცემა, რომლებიც საშუალებას აძლევს მოსწავლეს, სხვადასხვა მხრივ წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები და მაქსიმალური ინტერესით ჩაერთოს სწავლის პროცესში. ქვემოთ მოცემულია მასწავლებლის მიერ მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინების ზოგიერთი მაგალითი:
 მოსწავლეების ისეთ პროექტებში ჩართვა, რომლებიც იძლევიან სიმბოლური
გამოხატვის სხვადასხვა ალტერნატივების შესაძლებლობას: ვიზუალური ხელოვნება, ლიტერატურა, მუსიკა, სხვა.
 მრავალმხრივი სიმბოლური სისტემის შეტანა თითოეულ საგანში. მაგ., მათემატიკის კლასში მოსწავლეებისთვის ესეების დაწერის მოთხოვნა, ან ინგლისურის გაკვეთილზე ესეების წერა მათემატიკის შესახებ.
ამრიგად, მოსწავლის სასწავლო აქტივობას განაპირობებს როგორც გარეგანი, ისე მისი შინაგანი მოტივაცია. მართლაც, ზოგიერთი მოსწავლე დიდი ენთუზიაზმით ეკიდება სწავლას, რადგან მას აინტერესებს საგანი და სწავლის პროცესი. მაგრამ არიან ისეთი მოსწავლეებიც, რომლებიც მასწავლებლის მხარდაჭერის გარეშე სწავლისადმი დიდ ინტერესს არ იჩენენ. მათ მუდმივად სჭირდებათ შექება, სტიმული და თანადგომა. ამიტომ პედაგოგმა სასწავლო პროცესის დაგეგმვისას უნდა გაითვალისწინოს მოსწავლის მოტივაცია, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლის წარმატებებს. 2. აზროვნება და ყოველდღიური საკლასო პრაქტიკა რა ნიშნავს ყოველივე ზემოთ თქმული ყოველდღიური საკლასო პრაქტიკისათვის? მოსწავლის აზროვნების აქტივაციისათვის მასწავლებელი, გაკვეთილზე მთელ რიგ მიზანმიმართულ აქტივობებს ახორციელებს. ქვემოთ მოვიყვანთ მაგალითებს.
11
განვიხილოთ ქართულის გაკვეთილი, რომლის მიზანია მოსწავლეებისათვის იგავის სწავლება. მოსწავლეებს დავალებული აქვთ, წაიკითხონ სულხან-საბა ორბელიანის ერთ-ერთი იგავ-არაკი. გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს შემდეგი სახის შეკითხვებს: «რატომ არსებობს იგავი?», «რომელი ცნობილი მეიგავეები გახსენდებათ სხვა ქვეყნებიდან?», «ალეგორიული სტილი ყველა სხვა კულტურისთვის არის დამახასიათებელი»? «საიდან გაჩნდა იგავიდა .. მოსწავლეები ცდილობენ გარკვეული კავშირების მოძებნას. ამ დროს მასწავლებელი ახალისებს მოსწავლეებს თავადაც დასვან შეკითხვები: «რატომ შემორჩა იგავი ამდენ ხანს?», «არის რომელიმე იგავი მართლაც სასარგებლო ანუ გვეხმარება იგი რამეშიმასწავლებელი განიხილავს იგავ-არაკების სხვადასხვა კლასიკურ და ორიგინალურ მაგალითს. იგი სვამს შემდეგ შეკითხვებს: «რა არის ანეკდოტი?», «ანეკდოტი შეიძლება იყოს თუ არა იგავი?», «რა მსგავსება-განსხვავებაა ანეკდოტსა და იჰგავს შორის?», «შეიძლება არსებობდეს ანეკდოტი, რომელიც უფრო იჰგავს ჰგავს, ვიდრე თავად ანეკდოტს?»; ამ დროს მოსწავლე სვამს შეკითხვას: «ანეკდოტებიც იმავე მორალს ქადაგებს, როგორსაც იგავი? მთელი კლასი ფიქრობს ამ შეკითხვაზე; მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს:
შეგიძლიათ დაასახელოთ ერთი ანეკდოტი მაინც, რომელიც გარკვეულ მორალს ქადაგებს? მოსწავლეები ასახელებენ 2-3 მაგალითს, რომელებიც გარკვეულ მორალს ატარებს. მთელი კლასი მსჯელობს იმაზე, თუ რა განსხვავება და საერთო შეიძლება არსებობდეს იგავებსა და ანეკდოტებს შორის.
ზემოთ დასახელებული შეკითხვები მოსწავლეებს რთავს გარკვეულ სააზროვნო მოქმედებებში, როგორიცაა გაგება, შეპირისპირება, არგუმენტის ჩამოყალიბება და .. ასეთი შეკითხვები მოსწავლეებს ეხმარება იგავების საკუთარ
ყოველდღიურ გამოცდილებასთან დაკავშირებაში, ისეთი ცხოვრებისეული შემთხვევების მოძებნაში, სადაც შესაძლებელი იქნებოდა იგავებში მოცემული ბრძნული აზრის გამოყენება ან პირიქით, შეუძლებელი იქნებოდა მისი გამოყენება. მოსწავლეებს ასევე სთხოვენ, რომ გაიხსენონ მსგავსი მორალის 

Comments

Popular posts from this blog

Articles

თამილა თურქია მოსწავლეთა დაინტერესების მიზნით სხვადასხვა კლასგარეშე აქტივობებში ჩართვა (მაგ. საგნობრივი წრეები, სახელოვნებო ღონისძიებები) 21-ე საუკუნის გადმოსახედინად, რომელიც ცნობილის ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების საუკუნედ, რომ ვიმსჯელოთ დიდი ყურადღება ექცევა სხვადასხვა მოწყობილობებს , „გაჯეტებს“, რომლებსაც თანამედროვე ახალგაზრდობა ხშირად და ზოგჯერ უაზროდ, დროის გასაყვანად იყენებს. ახალ ტექნოლოგიებს მოსწავლე ახალგაზრდობაში მოაქვს როგორც სიკეთე ( მასალის სწრაფი მოძიება, შეტყობინების გაგზავნა, მოშორებით მყოფ ნათესავთან თუ მეგონართაბ დაკავშირება და სხვა), ასევე ზიანიც (მათი ხშირი მოხმარება იწვევს მიჯაჭვულობას, მხედველობისა და სმენის დაქვეითებას, აგრესიას, უინტერესობას გარე სამყაროს მიმართ და ა.შ.). თანამედროვე ცხოვრებაში მოსწავლე ახალგაზრდათა უმეტესობა სულ უფრო ნაკლებად ერთვება სხვადასხვა სასკოლო თუ კლასგარეშე აქტოვობებში. ეს გამოწვეულია როგორც მათი უინტერესობით, მშობელთა ფინანსური არასტებილურობით, ასევე ახალი ტექნოლოგიების ხშირი არამიზნობრივი გამოყენებით, რაც აქვეითებს

გაკვეთილის გეგმა

პედაგოგი თამილა თურქია საგანი:  ინგლისური სწავლების საფეხური/კლასი :  საბაზო საფეხური, მე-8 კლასი თარიღი: 14.12.17. მოსწავლეთა რაოდენობა:  15 მოსწავლე. სსსმ მოსწავლე კლასში არ არის. დრო:  40 წუთი თემა:  Extreme Sports. Climbing to the Top. გაკვეთილის მიზანი:    უცხო ტექსტის გაგება -გააზრება :                                           მოსწავლე შეძლებს ტექსტის ირგვლივ დასმულ კითხვებზე პასუხის    გაცემას                  ,                                               და ტექსტის მოკლე შინაარსის გადმოცემას.   ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდაარტი: უცხ. ს . IY.11 - მოსწავლეს შეუძლია მიმართოს    სხვადასხვა                                                                                    სტრატეგიებს    საკითხავი ამოცანის ეფექტურად გადაჭრის                                                                                ხელშესაწყობად და კითხვის უნარის გასაუმჯობესებლად.                                                                                    უცხ. ს. IY.

Grammar in use

Auxilliary Verbs and Tenses   Words and prepositions Make and Do Make and do are two of the most common verbs in the English language. We often use them with lots of different situations. It is difficult to remember in which situation we use each of them. A good way to remember is this: a) we use "make" in a situation where we are creating something; b) we use "do" in a situation where we are executing something            that is planned or has already been created. The  Verb - Get