Skip to main content

თამილა თურქიას რეფლექსია


რეფლექსია
მასწავლებელი: თამილა თურქია                                კლასი: VIII                                      თარიღი:  18.12.17.
გაკვეთილი ჩავატარე გეგმის მიხედვით. გაკვეთილის თემა იყო : Extreme Sports-Climbing to the Top.
გაკვეთილის მიზანი იყო უცხო ტექსტის გაგება და გააზრება. გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა შეძლეს ტექსტის ირგვლივ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა და შეჯამების სახით ტექსტის მოკლე შინაარსის გადმოცემა.
მიზნის მისაღწევად გამოვიყენე ოთხი აქტივობა.
1.      გამოწვევა. მოსწავლეებმა გაააქტიურეს წინარე ცოდნა, გაიხსენეს სპორტის სხვადასხვა სახეობები, მათ შორის ექსტრემალური სპორტის, დაასახელეს ისინი. აღნიშნეს, თუ რატომ არის სპორტის ეს სახეობები ექსტრემალური, ახსნეს სიტყვა ექსტრემალურის მნიშვნელობა, დააკავშირეს ის ადამიანის შეგრძნებებთან, რომელსაც ადგილი აქვს ამ სპორტის მიმდევრებში: ადრენალინის გამოყოფა, გულის სწრაფი ცემა, გამბედაობა, სიმამაცე და სხვა. ამასთანავე მოსწალეემა აღნიშნეს, რომ ექსრემალური სპორტი საშიშია ადამიანის სიცოცხლისთვის და რომ ზოგ შემთხვევაში მას შეიძლება ლეტალური შედეგიც ჰქონდეს.
2.      მოსწავლეებმა იმუშავეს ტექსტზე ინდივიდუალურად. მათ წაიკითხეს ტექსტი, გაეცნენ ექსტრემალური სპორტის ერთ-ერთ სახეობას, კერძოდ შენობაზე ცოცვას და მის გმირს რობერტ ელეინს. შემდეგ ჩემი მითითებით ამოიკითხეს წიგნიდან სხვადასხვა ფრაგმენტები დაკავშირებული გმირის ცხოვრებასა და სპორტულ საქმიანობასთან.  გამოჰყვეს გმირის დამახასიათებელი თვისებები. ამ დავალებებს მათ წარმატებით გაართვეს თავი.
3.      ლექსიკურ-გრამატიკული ერთეულების განმტკიცების მიზნით მოსწავლეებმა იმუშავეს წყვილებში. მათ დარიგებული ჰონდათ  ჰენდაუტები, სადაც მოცემული ფრაზული ზმნები შეუსაბამეს განმარტებებს და ზმნები ჩასვეს შესაბამის დროსა და ფორმებში. აქ გამოვლინდა მოსწავლეთა სუსტი მხარე. ზოგიერთმა მოსწავლეთა ჯგუფმა დაუშვა როგორც ლექსიკური-ვერ შეძლო ფრაზული ზმნის მის განმარტებასთან დაკავშირება,  გრამატიკული - ზმნის შესაბამის დროში ჩასმა.
4.      გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა შეძლეს წაკითხული მასალის შეჯამება-დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა და ტექსტის მოკლე შინაარსის გადმოცემა. ყველა აქტივობამ კარგად იმუშავა. აქტივობები ისე იყო დაგეგმილი, რომ თითოეულ აქტივობას მოსწავლეები ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყავდა მიზნამდე. მოსწავლეები იყვნენ მოტივირებულები, დაინტერესებულნი და ჩაფლულნი საგაკვეთილო პროცესში. დასახული მიზანი მიღწეულ იქნა.  კლასში თანაბრად იყო გოგონებისა და ვაჟების მონაწილეობა. ვინაიდან სოციალური მდგომარეობა თანაბარი იყო, ამიტომ დავალებებიც შესაბამისი იყო და პასუხისმგებლობაც თანაბრად ჰჰონდათ მოსწავლეებს გადანაწილებული. მუშაობის პროცესში გამოიკვეთა ურთიერთთანამშრომლობა, ურთიერთპატივისცემა და ნდონა.
ჩატარებულმა გავეთილმა დამანახა ძლიერი და სუსტი მხარეები.
ძლიერი- მოსწავლეებს შეუძლიათ უცხო ტექსტის წალითხვა, გაგება, გაანალიზება და აღქმა, გმირის დამახასიათებელი მხარეების გამოყოფა, უცხო სოტყვების კონტექსტში გაგება, ფრაზული ზმნების მნიშვნელობებთან დაკავშირება და სამიზნე ენაზე თავიანთი აზრებისა და დამოკიდებულებების თავისუფლად გადმოცემა.
სუსტი - დაშვებულ იქნა ზმნების ჩასმის დროს მცირე გრამატიკული შეცდომები. ზოგიერთი მოსწავლე პასიურობდა, მორცხვობდა, ფერხდებოდა პასუხის გაცემისას. ისინი უფრო თამამად უნდა გამოთქვამდნენ თავიანთ მოსაზრებებს. საჭიროა აღნიშნული მიმართულებით მეტი მუშაობა ხარვეზების გამოსასწორებლად, რაც აუცილებლად გამოსწორდება :
1.      მეტი დრო დაეთმობა გარმატიკული სავარჯიშოების შესრულებას.
2.      მოსწავლეები შექმნიან საკუთარ ფრაზული ზმნების ლექსიკონს.



  

რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა

მასწავლებელი: თამილა თურქია
თარიღი:
გაკვეთილის ტიპი: სამოდელო პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი
გაკვეთილის თემა: Food and healthy lifestyle
გაკვეთილის მიზანი: კვებასთან დაკავშირებული პრობლემის გამოკვეთა და ნისი დანახვა
                                        დღევანდელობაში. დისკუსია ამ პრობლემის ირგვლივ დადებითი და
                                         უარყოფითი არგუმენტების მოყვანა. პრობლემის გადაჭრის გზები და
                                         დასკვნების გამოტანა.
ამ ტიპის გაკვეთილის ჩატარება განაპირობა მოზარდებსი არასწორმა კვებამ და ამით გამოწვეულმა პრობლემებმა. იმ უარყოფითმა შედეგების მრავალფეროვნებამ, რომელსაც მოზარდებსი იწვევს არაჯანსაღი საკვები.
გაკვეთილის მიზანი რეალისტური იყო, მკვეთრად ფორმირებული, იკვეთებოდა კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან. აქტივობები, სტრატეგიები კლასის ორგანიზაციის ფორმა შეესაბამებოდა გაკეთილის გეგმას.
რესურსები: დაფა, კომპიუტერი, სასწავლი ვიდეო, ჰენდაუტები, ფლიფჩარტები აქტივობების შესაბამისად იყო გამოყენებული და ხელს უწყობდა გაკვეთილის ხარისხიანად წარმართვას.
მიზნის მისაღწევად გამოყენებული იყო შემდეგი აქტივობები: გამოწვევა წინარე ცოდნის გასააქტიურებლად. დისკუსია რამაც გამოკვეთა კვებასთან დაკავშირებული პრობლემა და ამ პრობლემის პირდაპირი კავშირი ადამიანის ჯანმრთელობასთან. ვიდეომასალა იმ უარყოფითი მხარეების ასასახად, რომელიც მოსდევს არაჯამსაღ კვებას და არგუმენტურებული მსჯელობა მის გადაჭრის გზებზე. ლექსიკური ერთეულების გასამტკიცებლად მოსწავლეებმა სეასრულეს სიტყვათა დაკავშირება ერთმანეთთან ფრაზული ზმნების მისაღებად, რომლებიც კვებასთან დაკავშირებულ გამოთქმებს ასახავენ. მოსწავლებმა გამოიტანეს დადებითი დასკვნები და შეადგინეს წესები ჯანსაღი ცხოვრების დასაცავად და აგიტირებისთვის.
კოლეგებმა აღნიშნეს ასეთი გაკვეთილიბის ჩატარების აუცილებლობა ერთგვარი გამოცდილების მიღების თვალსაზრისით. გაკვეთილს ესწრებოდნენ როგორც გამოცდილი, ასევე ახალბედა პედაგოგები.
 გაკვეთილზე დასმული მიზნი მიღეული იქნა. სჩანდა საგნობრივი ციდნა. მოყვანილი მაგალითები უკავშირდებოდა გაკვეთილის თერმასა და მიზანს. გამოყენებული ლექსიკა ასაკის შესაბამისი იყო.
ამ გაკვეთილის ჩატარებით მოხდა კოლეგებს შორის აზრის გაზიარება. ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით იქნა გაკეთებული შენიშვნები. ეს ძირითადად ეხებოდა მოსწავლეთა ჩართულობასა და აქატივობას, ვინაიდან ზოგიერთი მოსწავლე პასიურობდა, არ იყო დარწმუნებული საკუთარ თავში და ეშინოდა შეცდომების დაშვების.
ეს გაკვეთილი ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მეტ დაინტერესებას საგაკვეთილო პროცესის მიმართ, მათი მოტივაციის გაძლიერებას და გაბედულობას საკუთარი აზრის თამამად გამოთქმაში.
გაკვეთილი ყველაზე წარმატებული იყო დასკვნების გამოტანის ფაზაში პრობლემის გადაჭრის შემდეგ. მოსწავლეები მიხვდნენ სწორი კვების მნიშვნელობას მათი ჯანმრთელობისთვის და უარყვეს სწრაფი კვების გემრიელი, იაფფასიანი პროდუქტი.
გაუმჯობესებას საჭიროებს მოსწავლეთა მასიური ჩართულობა, აქტიურობა საგაკვეთილო პროცესსი მათი მოტივაციის გაძლიერებით. კომპიუერული ტექნიკის გამოყენებით, როცა ისინი გაკვეთილზე თვითონ მონახავენ ინფორმაციას, გააკეთებენ დასკვნებს და ერთმანეთს გაუზიარებენ აზრებს.
მომავალში მოსწავლეთა მეტი დაინტერესების მიზნით გამოვიყენებ ისეთ აქტივობებს, რომლებიც დაკავშირებული იქნება ტექნოლოგიებთან. 21-ე საუკუნის მოსწავლეებში ეს მეტ ინტერესს და მ ოტივაციას იწვევს.
დაგეგმილი აქტივობებმა მთლიანობაში უზრუნველყო შედეგის მიღწევა.

Comments

Popular posts from this blog

Articles

თამილა თურქია მოსწავლეთა დაინტერესების მიზნით სხვადასხვა კლასგარეშე აქტივობებში ჩართვა (მაგ. საგნობრივი წრეები, სახელოვნებო ღონისძიებები) 21-ე საუკუნის გადმოსახედინად, რომელიც ცნობილის ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების საუკუნედ, რომ ვიმსჯელოთ დიდი ყურადღება ექცევა სხვადასხვა მოწყობილობებს , „გაჯეტებს“, რომლებსაც თანამედროვე ახალგაზრდობა ხშირად და ზოგჯერ უაზროდ, დროის გასაყვანად იყენებს. ახალ ტექნოლოგიებს მოსწავლე ახალგაზრდობაში მოაქვს როგორც სიკეთე ( მასალის სწრაფი მოძიება, შეტყობინების გაგზავნა, მოშორებით მყოფ ნათესავთან თუ მეგონართაბ დაკავშირება და სხვა), ასევე ზიანიც (მათი ხშირი მოხმარება იწვევს მიჯაჭვულობას, მხედველობისა და სმენის დაქვეითებას, აგრესიას, უინტერესობას გარე სამყაროს მიმართ და ა.შ.). თანამედროვე ცხოვრებაში მოსწავლე ახალგაზრდათა უმეტესობა სულ უფრო ნაკლებად ერთვება სხვადასხვა სასკოლო თუ კლასგარეშე აქტოვობებში. ეს გამოწვეულია როგორც მათი უინტერესობით, მშობელთა ფინანსური არასტებილურობით, ასევე ახალი ტექნოლოგიების ხშირი არამიზნობრივი გამოყენებით, რაც აქვეითებს

გაკვეთილის გეგმა

პედაგოგი თამილა თურქია საგანი:  ინგლისური სწავლების საფეხური/კლასი :  საბაზო საფეხური, მე-8 კლასი თარიღი: 14.12.17. მოსწავლეთა რაოდენობა:  15 მოსწავლე. სსსმ მოსწავლე კლასში არ არის. დრო:  40 წუთი თემა:  Extreme Sports. Climbing to the Top. გაკვეთილის მიზანი:    უცხო ტექსტის გაგება -გააზრება :                                           მოსწავლე შეძლებს ტექსტის ირგვლივ დასმულ კითხვებზე პასუხის    გაცემას                  ,                                               და ტექსტის მოკლე შინაარსის გადმოცემას.   ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდაარტი: უცხ. ს . IY.11 - მოსწავლეს შეუძლია მიმართოს    სხვადასხვა                                                                                    სტრატეგიებს    საკითხავი ამოცანის ეფექტურად გადაჭრის                                                                                ხელშესაწყობად და კითხვის უნარის გასაუმჯობესებლად.                                                                                    უცხ. ს. IY.

Grammar in use

Auxilliary Verbs and Tenses   Words and prepositions Make and Do Make and do are two of the most common verbs in the English language. We often use them with lots of different situations. It is difficult to remember in which situation we use each of them. A good way to remember is this: a) we use "make" in a situation where we are creating something; b) we use "do" in a situation where we are executing something            that is planned or has already been created. The  Verb - Get